„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №146 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №405 |
|
2024 წლის 6 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ“.
2. პირველი მუხლის:
ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 84 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე:“;
ბ) პირველი − მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნად განისაზღვროს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი წესდების დამტკიცება.“;
გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
დ) მე-6 − მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის ლიკვიდაციის შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების ჩარიცხვა და აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის შრომითი მოწყობის საკითხების გადაწყვეტა.
7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის შესაბამისი ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის ლიკვიდაციის შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ ლიკვიდირებული ხელოვნების ფაკულტეტის ნაწილში განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი.
9. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსება განხორციელდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტებიდან.“.
|