საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.05.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
ნომერი №91/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.022.018509
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 168 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 26.12.2023 ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 10.04.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 23.06.2023 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 23.06.2023 საჯარო სამართლის იურიდიული პირის -კოლეჯ „ბლექსის“ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 05.11.2024

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის  ბრძანება №91/ნ 2024 წლის 2 მაისი ქ.თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ შესაბამისად ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ – ცენტრი) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები: ა) ემბლემის ფორმა ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) მედიასთან საკომუნიკაციო ბანერის ფორმა ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად; გ) ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად; დ) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი ამ ბრძანების დანართი №4-ის შესაბამისად; ე) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკი (ქართული ვერსია) ამ ბრძანების დანართი №5-ის შესაბამისად; ვ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკი (ინგლისური ვერსია) ამ ბრძანების დანართი №6-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი