შპს „სადაზღვევო საბროკერო აი ჯი“ –ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№06/3-რ
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/05/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №06/3-რ  

2024 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

შპს „სადაზღვევო საბროკერო აი ჯის“ საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, „სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ” 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის №102-ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები“-ს მე-5 და მე-7 მუხლების, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და შპს „სადაზღვევო საბროკერო აი ჯის“ შორის 2021 წლის 24 თებერვლის „კომუნიკაციის ელექტრონული ფორმის გამოყენების თაობაზე“ შეთანხმების (შემდგომ – „შეთანხმება“) და შპს „სადაზღვევო საბროკერო აქტონის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405268981) 2024 წლის 17 მაისის მომართვის საფუძველზე

ვბრძანებ:

1. შპს „სადაზღვევო საბროკერო აი ჯის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405268981) საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 08 ივნისის №06/6-რ ბრძანებაში („შპს „აი-ჯი კომპანიის“ საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სადაზღვევო ბროკერის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ” სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 30 სექტემბრის N06/16-რ ბრძანებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით) შევიდეს ცვლილება და სათაურსა და ტექსტში იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებად შპს „სადაზღვევო საბროკერო აი ჯის“ ნაცვლად განისაზღვროს შპს „სადაზღვევო საბროკერო აქტონი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405268981).

2. ეს ბრძანება დაუყოვნებლივ გადაეცეს შპს „სადაზღვევო საბროკერო აქტონის“. ბრძანება სადაზღვევო ბროკერისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება შეთანხმებით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართ(ებ)ზე მისი გაგზავნის დღეს.

3. ამ ბრძანებით გათვალისწინებულ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ ინფორმაცია 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის ელექტრონულ რეესტრში).

4. ეს ბრძანება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.

5. ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                          დავით ონოფრიშვილი