„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- ზოგადი განათლების შესახებ 08.04.2005
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილია დირექტორის მოადგილის შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის, დროებითი შრომისუუნარობის ან დირექტორის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შესრულება სკოლის სხვა თანამშრომელს დააკისროს.“.
2. 612 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. პირი, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, უფლებამოსილია დარეგისტრირდეს მასწავლებლობის მაძიებლად.“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6311 მუხლი:
„მუხლი 6311. საჯარო სკოლის მასწავლებლის 2024 წლის საშვებულებო ანაზღაურება
1. საჯარო სკოლის იმ მასწავლებლის საშვებულებო ანაზღაურება, რომელიც 2024 წლის კუთვნილი შვებულებით სარგებლობს/ისარგებლებს 2024 წლის 1 ივლისიდან, განისაზღვრება ამ შვებულების თვის წინა 3 თვის საშუალო შრომის ანაზღაურებიდან, ხოლო თუ მის მიერ მუშაობის დაწყების ან ბოლო შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვის/თვეების საშუალო შრომის ანაზღაურებიდან (საშვებულებო ანაზღაურების განსაზღვრის მიზნით 2024 წლის აპრილის, მაისისა და ივნისის შრომის ანაზღაურება დაანგარიშდეს 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით მოქმედი „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად).
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრული საშვებულებო ანაზღაურება ნაკლები იქნება იმ თანხაზე, რომელსაც საჯარო სკოლის მასწავლებელი 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მოქმედი „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად დაანგარიშებული საშვებულებო ანაზღაურებით მიიღებდა, საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვროს 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მოქმედი „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 29 მაისი 2024 წ. N4204-XIVმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.05.2024.
- როდის იქნა მიღებული „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.05.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4204-XIVმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 430050000.05.001.102270.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.05.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4204-XIVმს-Xმპ, 29.05.2024, სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.102270 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6178490/