გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში სახელწოდების არმქონე ქუჩისა და შესახვევის, არაბული ციფრების გამოყენებით, სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 30.05.2024
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.161.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/06/2024
matsne.gov.ge 230 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში სახელწოდების არმქონე ქუჩისა და ორი შესახვევის, არაბული ციფრების გამოყენებით, სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 30.05.2024 გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კრწანისში სახელწოდების არმქონე ქუჩის (ჩიხების) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 24.11.2025 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისსა და მთისძირის დასახლებაში ქუჩების, შესახვევებისა და ჩიხების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 25.05.2021 გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში,სოფელ კრწანისში, სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 26.06.2025 გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზემო თელეთში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 31.07.2025

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში სახელწოდების არმქონე ქუჩისა და შესახვევის, არაბული ციფრების გამოყენებით, სახელდების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №46 2024 წლის 30 მაისი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში სახელწოდების არმქონე ქუჩისა და შესახვევის, არაბული ციფრების გამოყენებით, სახელდების შესახებ   საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : მუხლი 1🔗 განხორციელდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში სახელწოდების არმქონე ქუჩისა და შესახვევის სახელდება, არაბული ციფრების გამოყენებით, თანდართული დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. მუხლი 3🔗 განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მუხლი 4🔗 განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. მუხლი 5🔗 განკარგულება  ძალაშია  ხელმოწერისთანავე. მუხლი 6🔗 განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                       მიხეილ გედეხაური