დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №152
2009 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
დსთ-ი ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სათანადო ფორმით აცნობოს დსთ-ი ს წევრ სახელმწიფოებს ამ ქვეყნებიდან საქართველოში შემოტანილი საქონლის წარმოშობის შესაბამისი სერტიფიკატის მქონე საქონელზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გავრცელების თაობაზე.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ დსთ-ი ს წევრ ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება.
3. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ ძალაშია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქონლის წარმოშობის სახელმწიფოს განსაზღვრის წესი“, რის შესაბამისად გაცემული „საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი CT – 1“ არის საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 1994 წლის 15 აპრილის შეთანხმებითა და ამ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ 1999 წლის 2 აპრილის ოქმით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების მიზნით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №152
2009 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
დსთ-ის წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სათანადო ფორმით აცნობოს დსთ-ის წევრ სახელმწიფოებს ამ ქვეყნებიდან საქართველოში შემოტანილი საქონლის წარმოშობის შესაბამისი სერტიფიკატის მქონე საქონელზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გავრცელების თაობაზე.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ დსთ-ის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება.
3. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ ძალაშია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქონლის წარმოშობის სახელმწიფოს განსაზღვრის წესი“, რის შესაბამისად გაცემული „საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი CT – 1“ არის საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 1994 წლის 15 აპრილის შეთანხმებითა და ამ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ 1999 წლის 2 აპრილის ოქმით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების მიზნით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.12.2015.
- როდის იქნა მიღებული „დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ“?
- „დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ“ მიღებულია 14.08.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №152. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 14.12.2015-დან.
- სად არის „დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ“, №152, 14.08.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6190/