„დსთ-ის წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №152 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №625 |
|
2015 წლის 14 დეკემბერი ქ. თბილისი |
„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სათანადო ფორმით აცნობოს დსთ-ის წევრ სახელმწიფოებს ამ ქვეყნებიდან საქართველოში შემოტანილი საქონლის წარმოშობის შესაბამისი სერტიფიკატის მქონე საქონელზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გავრცელების თაობაზე.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ დსთ-ის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება.
3. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ ძალაშია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქონლის წარმოშობის სახელმწიფოს განსაზღვრის წესი“, რის შესაბამისად, გაცემული „საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი CT – 1“ არის საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 1994 წლის 15 აპრილის შეთანხმებითა და ამ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ 1999 წლის 2 აპრილის ოქმით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების მიზნით.
4. უზბეკეთის რესპუბლიკის საბაჟო ტერიტორიიდან წარმოშობილი და საქართველოს საბაჟო ტერიტორიისათვის განკუთვნილი საქონლის მიმართ, „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 1994 წლის 15 აპრილის შეთანხმებითა და ამ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ 1999 წლის 2 აპრილის ოქმით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების მიზნით, გამოიყენება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მთავრობების მეთაურთა საბჭოს 1993 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესი და მის შესაბამისად გაცემული „საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი CT-1“.
5. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ დსთ-ის წევრი ქვეყნებისათვის განკუთვნილ საექსპორტო პროდუქციაზე საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის დროს იხელმძღვანელონ „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.“.
|