„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №445 |
|
2018 წლის 29 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51. იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის განმავლობაში, ერთსა და იმავე საწარმოდან იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქტში ორჯერ აღმოჩნდება სალმონელა (Salmonella) ან/და ლისტერია მონოციტოგენეზი, ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამ პროდუქტის მწარმოებელი საწარმოდან ერთი წლის განმავლობაში ჩერდება „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებით დამტკიცებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) იმ სასაქონლო პოზიციის ყველა ქვესუბპოზიციით განსაზღვრული პროდუქტის იმპორტი, რომელშიც შედის ზემოაღნიშნული პროდუქტი. ეროვნული სააგენტო მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შემოსავლების სამსახურს ატყობინებს 24 საათის განმავლობაში. ამასთან, ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილებას იმპორტის აკრძალვის შესახებ ატყობინებს შესაბამისი ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს. ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ იმპორტის ნებართვა გაიცემა ამ წესის შესაბამისად.“.
2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი:
„52. ამ მუხლის 51 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება მწარმოებელი საწარმოდან იმპორტის შეჩერების შესახებ არ ვრცელდება იმ საქონელზე, რომელზეც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე:
ა) შემოსავლების სამსახურის ან ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა;
ბ) ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულია საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატი და პროდუქტს გადმოკვეთილი აქვს ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო საზღვარი.“.
|