ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში სახელწოდებების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების თაობაზე

მიღების თარიღი 31.05.2024
გამომცემი ორგანო ქარელის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.144.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/06/2024
matsne.gov.ge 507 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (11)
1 მოხისი
2 მოხისი
3 მოხისი
4 მოხისი
5 მოხისი
6 მოხისი
7 მოხისი
8 მოხისი
9 მოხისი
10 მოხისი
ადმინისტრაციული ერთეული
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სახელწოდებების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 29.03.2024 ქარელის მუნიციპალიტეტის დაუმისამართებელ სოფლებში სახელწოდებების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 28.07.2023 „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აპრილის №27 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 13.10.2025 „დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის 26 იანვრის N4 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 29.03.2024 „დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 მაისის N30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 25.07.2025

დოკუმენტის ტექსტი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში სახელწოდებების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების თაობაზე ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  განკარგულება №40 2024 წლის 31 მაისი ქარელი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში სახელწოდებების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების თაობაზე ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 აპრილს №92413 წერილით მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში დაუმისამართებელი ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების თაობაზე. ინიციატივას თან ერთვის არაბული ციფრების გამოყენებით გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) შემოთავაზებული სახელწოდებების ტექსტური და სოფლების მიხედვით გეოგრაფიული მონაცემების ამსახველი სიტუაციური რუკები. სოფლების განაშენიანებული ტერიტორიებისთვის ქუჩათა ქსელის პროექტი შექმნილია ორთოფოტოზე დიგიტალიზაციის მეთოდით. საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად: „სახელწოდების არმქონე ქუჩისთვის ამ კანონით დადგენილი წესით სახელის მინიჭებამდე დასაშვებია არაბული ციფრების გამოყენებით სახელდება (მაგალითად, 1-ლი ქუჩა, მე-2 ქუჩა და ა. შ.) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ, სამთავრობო კომისიის დასკვნის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ინიციატივის წარდგენიდან 1 თვის ვადაში“. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №517 დადგენილებით დამტკიცებული „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) დაუმისამართებელი სოფლების დამისამართების პროექტს, როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარებისთვის აუცილებელ ამოცანას და მისი ძირითადი სამუშაოები უნდა დასრულდეს. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. განხორციელდეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში სახელწოდებების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდება არაბული ციფრების გამოყენებით, დანართი 1-ის შესაბამისად. 2. სახელწოდებების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით დამისამართება განხორციელდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 25 აპრილის №92413 წერილით წარმოდგენილი გეოგრაფიული მონაცემების ამსახველი სიტუაციური რუკების – დანართი 2-ის შესაბამისად. 3. განკარგულება რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას. 4. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 5. განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 6. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. 7. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ, მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ხაშური, მერაბ კოსტავას ქ. №15).  საკრებულოს თავმჯდომარე                                                                        ჯუმბერ შუბითიძე დანართი 1 გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალი № ადმინისტრაციული ერთეული დასახლების სტატუსი დასახლების დასახელება გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება (სახელობით ბრუნვაში) გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება (ნათესაობით ბრუნვაში) შენიშვნა 1 მოხისი სოფელი მოხისი ქუჩა:1-ლი 1-ლი ქუჩა სოფელ მოხისის ცვლილება, 1-ელი ქუჩის დაგრძელება 2 მოხისი სოფელი მოხისი ქუჩა:28-ე 28-ე ქუჩა სოფელი მოხისის დამატება 3 მოხისი სოფელი მოხისი ქუჩა:29-ე 29-ე ქუჩა სოფელი მოხისის დამატება 4 მოხისი სოფელი მოხისი ქუჩა:30-ე 30-ე ქუჩა სოფელი მოხისის დამატება 5 მოხისი სოფელი მოხისი ქუჩა:31-ე 31-ე ქუჩა სოფელი მოხისის დამატება 6 მოხისი სოფელი მოხისი შესახვევი:31-ე ქუჩის I 31-ე ქუჩის I შესახვევი სოფელი მოხისის დამატება 7 მოხისი სოფელი მოხისი ქუჩა:32-ე 32-ე ქუჩა სოფელი მოხისის დამატება 8 მოხისი სოფელი მოხისი ქუჩა:33-ე 33-ე ქუჩა სოფელი მოხისის დამატება 9 მოხისი სოფელი მოხისი ქუჩა:მე-12 მე-12 ქუჩა სოფელი მოხისის ცვლილება, მე-12 ქუჩის დაგრძელება 10 მოხისი სოფელი მოხისი ქუჩა:მე-8 მე-8 ქუჩა სოფელი მოხისის ცვლილება, მე-8 ქუჩის დაგრძელება