„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.129.016434
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/06/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №11

2024 წლის 7 ივნისი

ქ. ჭიათურა

 

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/02/2018, სარეგისტრაციო კოდი-010250020.35.129.016269) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესს“ მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტიქიური მოვლენების შედეგად მოქალაქის გარდაცვალების შემთახვევაში, გარდაცვლილის ოჯახს მიეცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება 5000 ლარის ოდენობით;“

ბ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესის“ მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31 საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება იმ საცხოვრებელი ბინების გამოსყიდვა (გამოსასყიდი თანხა განისაზღვრება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრული საცხოვრებელი ბინის საბაზრო ღირებულების ოდენობით), რომლებიც მდებარეობენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ტექნიკურად არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის მქონე და ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში.“

გ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესის“ მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7 ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა, გარდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საცხოვრებელი ბინის საბაზრო ღირებულების განმსაზღვრელი დასკვნისა, ჭიათურის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი