„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2022 წლის 6 მაისი ქ. ჭიათურა |
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის და მიღების თანდართული წესის“ მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა სოციალური დახმარება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე იმ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ ოჯახებზე, რომელთა ბინის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა სოციალური დახმარება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მეწყერის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ ოჯახებზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის საცხოვრებლად უვარგისობის თაობაზე;
დ) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის საცხოვრებლად უვარგისობის დადასტურების დღიდან 2 თვის ან მეტი ვადით ადრე ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი – ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა ჩვენება, კომუნალური გადასახადების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს დახმარების მიმღები ოჯახის მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ფაქტობრივად ცხოვრებას;
ე) ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართობის ქირავნობის შესახებ და მესაკუთრის საბანკო ანგარიში;
ვ) სოციალური დახმარება გაიცემა საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად არაუმეტეს 350 ლარისა, დაქირავებული საცხოვრებელი ფართობის მესაკუთრის საბანკო ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ყოველთვიურად დროებითი გამოსახლების დღიდან პრობლემის აღმოფხვრისათვის საჭირო შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების განხორციელებამდე.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართობის ქირავნობის შესახებ და მესაკუთრის საბანკო ანგარიში;
გ) სოციალური დახმარება-დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ კომპენსაციის გაცემის შემთხვევაში, მოქალაქის მიერ გადასახდელ ბინის ქირასა და კომპენსაციას შორის სხვაობა არაუმეტეს 200 ლარისა გაიცემა დაქირავებული საცხოვრებელი ფართობის მესაკუთრის საბანკო ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების წესით.“.
|