„სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებისა და საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის 25 მარტის №05/36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №05/38 |
|
2024 წლის 13 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კონკურსის გამოცხადების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრის/წევრების (მათ შორის – სათადარიგო წევრის/წევრების) სავალდებულო პროფესია/სპეციალობა (მაგალითად, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმების მიმართულებით ან/და ფილმის ქრონომეტრაჟის მიხედვით).“.
2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრები შეირჩევიან შემთხვევითობის პრინციპით, შემდეგი წესით:
ა) თუ კონკურსის გამოცხადების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული არ არის სავალდებულო პროფესია/სპეციალობა საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) არცერთი წევრისათვის, ჯერ შეირჩევა საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) 5 წევრი, ხოლო შემდეგ – 2 სათადარიგო წევრი;
ბ) თუ კონკურსის გამოცხადების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულია სავალდებულო პროფესია/სპეციალობა საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) ერთი ან რამდენიმე წევრისათვის, თავდაპირველად შერჩევაში მონაწილეობენ მონაცემთა ბაზის მხოლოდ ის წევრები, რომლებიც წარმოადგენენ კონკურსის გამოცხადების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სავალდებულო პროფესიის/სპეციალობის მქონე პირებს. კერძოდ, ჯერ შეირჩევიან საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) სავალდებულო პროფესიის/სპეციალობის მქონე წევრი/წევრები, ხოლო შემდეგ - სავალდებულო პროფესიის/სპეციალობის მქონე სათადარიგო წევრი/წევრები. ამის შემდეგ შეირჩევიან საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) სხვა წევრი/წევრები და სხვა სათადარიგო წევრი/წევრები;
გ) თუ კონკურსის გამოცხადების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულია სავალდებულო პროფესია/სპეციალობა საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) ყველა წევრისათვის, ჯერ შეირჩევა საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) 5 წევრი, ხოლო შემდეგ – 2 სათადარიგო წევრი. შერჩევაში მონაწილეობენ მონაცემთა ბაზის მხოლოდ ის წევრები, რომლებიც წარმოადგენენ კონკურსის გამოცხადების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სავალდებულო პროფესიის/სპეციალობის მქონე პირებს.“.
3. მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. კონკურსის მეორე ეტაპზე შეიძლება გადავიდეს კონკურსის გამოცხადების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დასაფინანსებელი პროექტების ზღვრულ ოდენობაზე არანაკლებ 1,5-ჯერ მეტი და არაუმეტეს ორჯერ მეტი პროექტი. იმ შემთხვევაში, თუ საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობა (ჟიური) არ მიიღებს გადაწყვეტილებას მეორე ეტაპზე საკმარისი რაოდენობის პროექტების გადასვლის შესახებ, კონკურსი ცხადდება ჩაშლილად.“.
4. მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, როდესაც საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობისთვის (ჟიურისთვის) გადაცემული საკონკურსო განაცხადების რაოდენობა ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დადგენილ რაოდენობაზე ნაკლებია. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას მეორე ეტაპზე გადასასვლელი პროექტების რაოდენობის შესახებ იღებს საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობა (ჟიური) და იგი არ არის შეზღუდული ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული მინიმალური რაოდენობით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებისა და საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის 25 მარტის №05/36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებისა და საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის 25 მარტის №05/36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.06.2024.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებისა და საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის 25 მარტის №05/36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებისა და საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის 25 მარტის №05/36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 13.06.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №05/38. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.088.016064.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებისა და საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის 25 მარტის №05/36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებისა და საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის 25 მარტის №05/36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებისა და საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის 25 მარტის №05/36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.06.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებისა და საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის 25 მარტის №05/36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №05/38, 13.06.2024, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016064 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6194450/