1. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი (შემდგომში „კოდექსი“) ადგენს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების პრინციპებს, წესებს და სახელმძღვანელო რეკომენდაციებს.
2. კოდექსი განსაზღვრავს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების კრიტერიუმებს, ასევე საქართველოში ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა უფლებებს და მოვალეობებს.
3. კოდექსი ეფუძნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის პრინციპებს, რათა უზრუნველყოს კონკურენტული გარემოს შექმნა და თავისუფალი მეწარმეობა, საზოგადოების და არასრულწლოვანთა დაცვა მავნე ონლაინმასალისაგა