სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 28.06.2024
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016485
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/07/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.06.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილი | საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 06.01.2012
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2024 წლის 28 ივნისი
ქ. საგარეჯო
სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ „საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2🔗
დადგინდეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვროს:
1. თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი.
2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი.
3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი.
ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი.
გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი.
5. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარი.
6. თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარი.
მუხლი 3🔗
მოსაკრებლის გადამხდელი, მოსაკრებლის ობიექტები, მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი, აგრეთვე მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება და პასუხისმგებლობის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 იანვრის №3 დადგენილება.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გილაშვილი