სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №3
2012 წლის 10 იანვარი
ქ. საგარეჯო
სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ “საქართველოს კანონის 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის შესაბამისად :
1. შემოღებულ იქნეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი .
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარის ოდენობით;
ბ) თოთოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარის ოდენობით;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15 %;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1000 ლარის ოდენობით .
3. მოსაკრებლის გადამხდელი, მოსაკრებლის ობიექტები, მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი, აგრეთვე მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება და პასუხისმგებლობის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 17 დეკემბრის №32 დადგენილება „სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე .
5. მე-2 მუხლის „დ“, „ე“ და “ვ“ პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 3 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე .
5. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პ. ბუზარიაშვილი