1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 135-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახალარჩეული საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ საკრებულოს. თუ ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა აღნიშნული არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით/ოქმებით არ დასტურდება, ინიშნება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელახალი არჩევნები.
2. ახალარჩეული საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე, საკრებულო უფლებამოსილია, კენჭისყრის გარეშე, საოქმო ჩანაწერით ცნობად მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ახალარჩეული საკრებულოსა და მისი წევრების უფლებამოსილების დაწყების შესახებ. ინფორმაციის ცნობად მიღება ან არ მიღება გავლენას არ ახდენს ახალარჩეული საკრებულოსა და მისი წევრების უფლებამოსილების დაწყებაზ