1. ახალარჩეული საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის /ოქმების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე -14 დღიდან , რომლითაც /რომლებითაც დასტურდება ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა . ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ საკრებულოს . თუ ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა აღნიშნული არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით /ოქმებით არ დასტურდება , ინიშნება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელახალი არჩევნები .
2. ახალარჩეული საკრებულოს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის და სამანდატო დროებით კომისიის არჩევის შემდეგ , საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სამანდატო დროებით კომისიას გადასცემს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს