„სურსათში კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების შემცველობის მაქსიმალური დონის, გამოწვეული ცხოველის საკვებში მათი არამიზნობრივი, გარდაუვალი გადატანის შედეგად“ დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №223 |
|
2024 წლის 10 ივლისი ქ. თბილისი |
|
მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო
1. „სურსათში კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების შემცველობის მაქსიმალური დონე, გამოწვეული ცხოველის საკვებში მათი არამიზნობრივი, გარდაუვალი გადატანის შედეგად“ (შემდგომში − წესი) მიზნად ისახავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. 2. ეს წესი ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათში დამაბინძურებლების (კონტამინანტების) − კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების მაქსიმალურ დონეებსა და დაბინძურებული სურსათის გამოყენებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. 3. ამ წესით განსაზღვრული დამაბინძურებლების (კონტამინანტების) მაქსიმალური დონისა და დაბინძურებული სურსათის გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისობის შეფასება ხორციელდება სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში. მუხლი 2. ზოგადი მოთხოვნები
1. ამ წესის დანართით − „სურსათში კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების შემცველობის მაქსიმალური დონე, გამოწვეული ცხოველის საკვებში მათი არამიზნობრივი, გარდაუვალი გადატანის შედეგად“ − განსაზღვრული სურსათი, რომელიც დამაბინძურებლებს (კონტამინანტებს) შეიცავს ამავე წესით განსაზღვრულზე მეტი რაოდენობით, არ უნდა იქნეს განთავსებული ბაზარზე. 2. სურსათში მაქსიმალურ დონეზე ნაკლები კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების მნიშვნელოვანი ნარჩენის აღმოჩენის შემთხვევაში, მიზანშეწონილია, სააგენტომ განახორციელოს მოკვლევა, რათა დადასტურებულ იქნეს, რომ ამ წესის დანართით განსაზღვრულ მაქსიმალურ დონეზე ნაკლები ნარჩენის შემცველობა გამოწვეულია მათი ცხოველის საკვებში არამიზნობრივი, გარდაუვალი გადატანით და არა კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების აკრძალული გამოყენებით. 3. სურსათი, რომელიც შეესაბამება ამ წესის დანართით განსაზღვრულ კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების მაქსიმალურ დონეს, არ უნდა იქნეს შერეული სხვა სურსათში, რომელშიც დამაბინძურებლების (კონტამინანტების) შემცველობა აღემატება მაქსიმალურ დონეს. 4. ამ წესის დანართით განსაზღვრული მაქსიმალური დონეების გამოყენებისას მშრალი/გამომშრალი, განზავებული, გადამუშავებული ან ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტისგან შემდგარი სურსათისათვის (შედგენილი სურსათი) გათვალისწინებულ უნდა იქნეს შრობის/გამოშრობის, განზავების ან გადამუშავების შედეგად გამოწვეული დამაბინძურებლების (კონტამინანტების) კონცენტრაციის ცვლილება და სურსათში ინგრედიენტის ფარდობითი პროპორცია (წილი/პროცენტული შემცველობა). 5. ამ წესთან ერთად გამოიყენება: ა) „ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციის, წარმოების ავტორიზაციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის №112 დადგენილება; ბ) „ცხოველთა კვებაში გამოსაყენებელი ცხოველის საკვები დანამატების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ოქტომბრის №473 დადგენილება.
დანართი სურსათში კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების შემცველობის მაქსიმალური დონე, გამოწვეული ცხოველის საკვებში მათი არამიზნობრივი, გარდაუვალი გადატანის შედეგად
|