საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 4 24 00001850
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/07/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ  – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების

 სააგენტოს

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა  № REG 4 24 00001850

2024 წლის 5 ივლისი

საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის  შესახებ

„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ჰ6“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის, „კ“ პუნქტის შესაბამისად,        :

1. სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2018 წლის 8 მაისის №02-801/ო ბრძანებაში, საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის №002260 ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს ცვლილება: კერძოდ, ,,შპს ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის“ (ს/კ 404429169; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩა №1 )“ ნაცვლად დაფიქსირდეს ,,ა(ა)იპ ,,პრივატ ჰემა“ (ს/კ 406475318; ფაქტობრივი მისამართი:  ქ. თბილისი, ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩა №1 )“ და გაიცეს ახალი საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია;

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) ,,შპს ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტზე“ (ს/კ  404429169; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩა №1) გაცემული საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია №002260.

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის და გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 

6. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: ა(ა)იპ ,,პრივატ ჰემას“ (ს/კ 406475318) დირექტორის, ნიკოლოზ ჭელიძის განცხადება: №695972, 28.06.2024 წ. და თანდართული დოკუმენტაცია.

 

სააგენტოს დირექტორის

მოვალეობის შემსრულებელი                                                      ლეილა ქოჩიაშვილი