1. ეს წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.
2. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბულვარი – გამზირების, სანაპიროების, ქუჩების, საავტომობილო ან საფეხმავლო გზების გასწვრივ, ხეივნებითა და ქვეითად მოსიარულეთა სასეირნო ბილიკებით მოწყობილი და მწვანე ნარგავებით გაშენებული ტერიტორია;
ბ) სკვერი – 5 ჰექტრამდე ფართობის კეთილმოწყობილი და მწვანე ნარგავებით გაშენებული ტერიტორია;
გ) პარკი – არანაკლებ 5 ჰექტარის ფართობის კეთილმოწყობილი და მწვანე ნარგავებით გაშენებული ტერიტორია;
დ) პლაჟი – ხელოვნური ან ბუნებრივი წყალსატევების ნაპირების მიმდებარედ კეთილმოწყობილი ან/და მწვანე ნარგავებით გაშენებული ტერიტორი