1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 103-ე მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, თანამშრომელი უფლებამოსილია, კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება სამოქმედო ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე. თანამშრომელი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს სახდელს (ჯარიმას), მიუხედავად იმისა, სამართალდამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.

2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს საჯარიმო ქვითრის ფორმას, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს თანამშრომელი ადგენს მობილური ელექტრონული მოწყობილობის (პად-ის) მეშვეობით. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა.

3. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას მობილური ელექტრონული მოწყობილობა (პადი) უკავშირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემას (Protocols), რომლის მეშვეობით ხორციელდება: დაფიქსირებული სამართალდარღვევის ფაქტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ელექტრონული საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, დადგენილების და სხვა ინფორმაციის ასახვა.

4. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია თანამშრომელმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემაში (Protocols) საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოწეროს ელექტრონული ფორმით (მათ შორის, როდესაც სამართალდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქეა), დგება საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში აისახება ზემოაღნიშნულ სისტემაში.

5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემის (Protocols) გამართულ ფუნქციონირებას და სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის შენახვას, სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო.

6. სააგენტო უფლებამოსილია თანამშრომელი აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობით, რომლის მეშვეობით თანამშრომელი უფლებამოსილია დააფიქსიროს ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ფაქტი (მათ შორის, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენის პროცესი). ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

7. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი ადგილზე ვერ/არ წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და არც მოწმე არდასტურებს პირის ვინაობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება ვერ ხდება თანამშრომელი უფლებამოსილია, გამოიძახოს საპატრულო პოლიცია.

8. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ადგენს თანამშრომელი ელექტრონულად და იგი ფიქსირდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში (Protocols). ელექტრონულად დაფიქსირებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად. სამართალდამრღვევს გამოეწერება და ჰბარდება ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.

9. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები.

10.  ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში (წესის დანართი №3) შეიტანება:

ა) პირველ პუნქტში – შედგენის თარიღი;

ბ) მე-2 პუნქტში – შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი;

გ) მე-3 პუნქტში – სამართალდამრღვევის პირადი № სახელი და გვარი, მისამართი და სხვა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სამართლებრივი ფორმა და სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი;

დ) მე-4 პუნქტში – სამართალდარღვევის ჩადენის: ადგილი, დრო,  არსი;

ე) მე-5 პუნქტში – პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ––––––––––––––––––––––;

ვ) მე-6 პუნქტში –  ჯარიმის ოდენობა ----------- ლარი;

ზ) მე-7 პუნქტში –  საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი.

თ) მე-8 პუნქტში –  მოწმე ან სხვა მონაწილე, სტატუსი/ხელმოწერა;

ი) მე-9 პუნქტში – სამართალდამრღვევის ხელმოწერა/უარი ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე;

კ) მე-10 პუნქტში –  შემდგენლის ხელმოწერა;

ლ) მე-11 პუნქტში –  შენიშვნა.

11. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე დატანილია შემდეგი ტექსტი:

„ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების მისთვის ჩაბარებიდან ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება საჯარიმო ქვითრის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელ იურიდიულ პირს (მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7).

ელექტრონული საჯარიმო ქვითრით დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად. თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი) და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნომერი.

12. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენელი და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმე ან სხვა მონაწილე, ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას თანამშრომელი უფლებამოსილია იმოქმედოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

13. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენლის მიერ.  ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები“ (ელექტრონული ან მატერიალური ფორმით).

14. თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მიღებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში, რის შემდეგაც ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ითვლება ჩაბარებულად.

15. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ხოლო არასწორად შედგენილი საჯარიმო ქვითარი უქმდება. ამასთან, თანამშრომელი ადგენს მოხსენებით ბარათს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გაუქმების მიზეზების მითითებით, რომელიც აისახება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაშ