1. საჯარიმო ქვითრის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი თანამშრომლები (შემდგომში – თანამშრომელი).
2. თანამშრომელი, როგორც წესი, საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს გამოწერს ელექტრონული ფორმით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეუძლებელია, საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს ბურთულიანი კალმით.
3. თანამშრომელი ვალდებულია, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას იმოქმედოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. დაიცვას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემის (Protocols) მეშვეობით, სამართალდამრღვევი პირის შესახებ მიღებული ნებისმიერ სახის პერსონალური ინფორმაცია. ასევე, თანამშრომელი ვალდებულია, პერსონალური ინფორმაცია მოიპოვის და დაამუშავოს მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესასრულებლად და საჭირო მოცულობით. თანამშრომელი ვალდებულია, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას იმოქმედოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. დაიცვას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემის (Protocols) მეშვეობით, სამართალდამრღვევი პირის შესახებ მიღებული ნებისმიერ სახის პერსონალური ინფორმაცია. ასევე თანამშრომელი ვალდებულია, პერსონალური ინფორმაცია მოიპოვის და დაამუშავოს მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესასრულებლად და საჭირო მოცულობი