„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 02.04.03.738) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №150 |
|
2024 წლის 30 ივლისი ქ. რუსთავი |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 42-ე მუხლის, „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის და „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის №154 დადგენილების გათვალისწინებით, ქალაქ რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 02.04.03.738) განაშენიანების დეტალური გეგმა დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 02.04.03.738) არსებული საცხოვრებელი ზონა 2 სექტორი 2 (სზ 2 ს-2) შეიცვალოს საცხოვრებელი ზონა 4-ით.
მუხლი 3
მიწის ნაკვეთის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 02.04.03.738) კ-2 კოეფიციენტი განისაზღვროს 3.4-ით.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|