„ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №181/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №191/04 |
|
2024 წლის 29 ივლისი ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №181/04 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 220020040.18.011.016509) დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საჯარო წილობრივი ან სასესხო ფასიანი ქაღალდის ემიტენტი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნახევარი წლის ანგარიში ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს მიმდინარე წლის 30 აგვისტომდე. ემიტენტმა უნდა უზრუნველყოს ნახევარი წლის ანგარიშის საჯაროდ ხელმისაწვდომობა სულ მცირე ათი წლის განმავლობაში. თუ ემიტენტის ფინანსური წელი განსხვავდება სამეურნეო წლისგან, ნახევარი წლის ანგარიშის წარდგენა და გამოქვეყნება უნდა განხორციელდეს შესაბამისი ნახევარი წლის პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა. 6. ნახევარი წლის ანგარიშს ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული წარდგენის ვადების დაცვით წარადგენს და აქვეყნებს ის ემიტენტიც, რომელიც საჯარო წილობრივი ან სასესხო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი გახდა სამეურნეო წლის განმავლობაში. თუ ემიტენტი საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი გახდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საანგარიშგებო თარიღის შემდგომ, ნახევარი წლის ანგარიშის წარდგენა და გამოქვეყნება სავალდებულოა ხელმისაწვდომობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს შეთავაზების პირობების დოკუმენტის დამტკიცებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|