„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის №2/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№38/2024
სარეგისტრაციო კოდი
010190030.15.008.016752
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/08/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №38/2024

2024 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის №2/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის №2/2024 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 19/03/2024, 010190030.15.008.016716) პირველი მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მე-20 მუხლის:

1. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ცესკოს სხდომას საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული პირების გარდა ესწრებიან აპარატის სტრუქტურული ერთეულების/სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელები, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი და პრესსპიკერი, ცესკოს აპარატის შესაბამისი თანამშრომელი (მანდატური), რომელიც უზრუნველყოფს სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვას, აგრეთვე საჭიროებისამებრ, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებით, შესაბამისი განყოფილებების უფროსები და სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით სხვა თანამშრომლები, სპეციალური და სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები, ასევე კონკრეტული საკითხების განსახილველად, სხდომაზე საკითხის გამომტანი სტრუქტურული ერთეულის მიერ მოწვეული დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის შესახებ ცესკოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს.“.

2. მე-8  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „81 პუნქტი:

„81. სხდომის დარბაზში მყოფი პირები ვალდებულნი არიან, შეასრულონ ცესკოს აპარატის შესაბამისი თანამშრომლის (მანდატურის) მითითება სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვის თაობაზე.“.

3. მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „161 პუნქტი:

„161. სხდომის თავმჯდომარე სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვას, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის შიდა აუდიტისა და მანდატურის განყოფილების შესაბამისი თანამშრომლის/თანამშრომლების (მანდატურის/მანდატურების) დახმარებით.”.

4. მე-17 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „171 პუნქტი:

„171. პირი, რომლის მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ცესკოს სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ, ვალდებულია დატოვოს სხდომის დარბაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარე შეაჩერებს სხდომას, რის შემდეგაც ცესკოს აპარატის შესაბამისი თანამშრომელი (მანდატური) მიმართავს პირს, რომლის მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დარბაზიდან გაძევების შესახებ, რომ დატოვოს ცესკოს სხდომის დარბაზი. თუ აღნიშნული პირი  ცესკოს შესაბამისი თანამშრომლის მიმართვის მიუხედავად არ დატოვებს ცესკოს სხდომის დარბაზს, ცესკოს შესაბამისი თანამშრომელი უზრუნველყოფს გაძევების შესახებ ცესკოს გადაწყვეტილების აღსრულებას, საჭიროების შემთხვევაში, პოლიციის დახმარებით.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი