ხონის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ამ დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.08.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016529
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/08/2024
matsne.gov.ge 3,018 სიტყვა · ~15 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (7)
1 2
17 18
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ჩოგოვაძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
რაოდენობა
თანამდე-ბობა სახელი
დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები, საჯარიმო  ქვითრები (ოქმები) შენიშვნა
დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის №
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 18.04.2023 საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 24.05.2023 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 30.06.2023 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 06.09.2023 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 28.11.2023

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ამ დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 2024 წლის 29 აგვისტო ქ. ხონი  ხონის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ამ დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20, 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209​3 მუხლის, 239-ე მუხლის მე-14, 14​​1 და 27-ე ნაწილების, 240-ე და 242-ე მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-16 ნაწილების,  „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული: ა) საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებული ცალკეული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1); ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2); გ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №3); დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №4); ე) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის ფორმა (დანართი №5); ვ)  სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №6). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხონის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ამ დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 სექტემბრის №77 დადგენილება (www.matsne.gov.ge, ს/კ  010250020.35.119.016381, 26/09/2018). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგელა ჩოგოვაძე დანართი №1 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებული ცალკეული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შინაარსის,  მათი შედგენის,  გამოყენების,  ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი წინამდებარე წესი, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-16 ნაწილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/344 ბრძანების შესაბამისად, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) (შემდგომში – საჯარიმო ქვითარი) შინაარს, მათი შენახვის, შედგენის, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს. მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეები 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად უფლებამოსილი არიან მერიის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების – ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე და ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფის განყოფილების საჯარო მოხელე. 2. საჯარო მოსამსახურე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და მისი შინაარსი 1. თუ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 49-ე,  55-ე, 55​​​2,  55​​​​​6,  64​​​2, 76-ე, 77​​​​​1, 77​​​​​2, 82​​​5 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 119​​​1, 127​​​1 მუხლის მე-5 ნაწილით, 134​​​1, 135-ე, 146​​​1, 148-ე (გარდა მე-3 ნაწილისა), 150-ე, 150​1, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152-ე 152​​​2 , 152​5, 152​6, 152​7, 152​8, 152​​​9, 153​​​4, 156​​​​​1, 158​​​5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით,  159-ე, 159​​​1 და 173​​​​14 მუხლებით საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე, 32-ე 33-ე, 34-ე,  35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 37-ე, 38-ე, 39-ე, 43-ე, 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის საჭიროა ადმინისტრაციული წარმოება, მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 46​5, 46​6, 172​8 და 172​9 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის საჭიროა ადმინისტრაციული წარმოება, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფის განყოფილების საჯარო მოხელე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება: ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; გ) მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ: პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში; ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება; თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში მონაცემების გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს ოქმის გამცემს. 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, ასევე მოწმეები და დაზარალებულები (მათი არსებობის შემთხვევაში). 5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში. 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში. 7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. მუხლი 4🔗. სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ განიხილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ადმინისტრაციული წარმოებისას ადგენს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე, მათ შორის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 264-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს. 3. მერიის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა, სამართალდარღვევის საქმის განხილვაში უნდა უზრუნველყოს დაინტერესებული პირების (ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, არსებობის შემთხვევაში – დაზარალებულის, მოწმის) მონაწილეობა, რომლებსაც დროულად უნდა ეცნობოთ საქმის განხილვის ადგილისა და დროის შესახებ. მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია საქმე განიხილოს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დაუსწრებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. 4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გათვალისწინებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ხელს აწერს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას და საქმის განხილვისას მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენიდან ან/და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს). მუხლი 5🔗. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენა და მისი შინაარსი  1. თუ  საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 55​2, 55​6, 119​1, 135-ე, 152-ე, 152​5-152​9, 153​4, 156​1, 158​5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე, 159​1-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას), რის შედეგადაც საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 242-ე  მუხლის შესაბამისად ადგენს საჯარიმო ქვითარს (ოქმს). 2. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) შედგება ორი ნაწილისგან: ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 3. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ საჯარო მოხელესთან, ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს. 4. საჯარიმო ქვითარში (ოქმში) იწერება: ა) ოქმის შედგენის თარიღი; ბ) ოქმის შედგენის ადგილი; გ) ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი; დ) დამრღვევის მონაცემები (პ/ნ, სახელი, გვარი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება: დასახელება, მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი); ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ვ) პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული შესაბამისი მუხლისა და ჯარიმის ოდენობის მითითებით; ზ) მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები; თ) ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება, კონფისკაციის აქტი და სხვა. დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში მიეთითება მისი რეკვიზიტები და ფურცლების რაოდენობა; ი) თანხის მიმღები მოლარე, თანხის მიმღები მოლარის ხელმოწერა და საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი, სადაც გადახდილი უნდა იქნეს ჯარიმით გათვალისწინებული თანხა, მოწმის ხელმოწერა, ოქმის შემდგენლის ხელმოწერა, სამართალდამრღვევი, სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა. 5. საჯარიმო ქვითრის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ადგილი და ვადა, პასუხისმგებლობა ჯარიმით გათვალისწინებული თანხის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში. 6. საჯარიმო ქვითარი უნდა შეიცავდეს ბეჭდის ადგილს.  ბეჭედი დაისმება იმ უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 7. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმა შეიცავს გაყალბებისაგან დამცავ სამ ნიშანს, კერძოდ: ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას ანათებს; ბ) მიკროშრიფტი, სადაც იკითხება: ხონის მუნიციპალიტეტის მერია; გ) ექსკლუზიური გილიოშური დამცავი ბადე. 8. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) პირველ ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს საჯარო მოხელე. საჯარიმო ქვითარს (ოქმს) ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები ან სხვა პირები, შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. 9. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ხელმოწერაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში (ოქმში) კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამართალდამრღვევის ოქმის შემვსები პირის მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) თან დასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 10. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) პირველი ნაწილის შესაბამისად. 11. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში (ოქმში) ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი (ოქმი). ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გადაცემაზე პასუხისმგებელ პირს. 12. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარიმო ქვითრის (ოქმის) (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის)  სარეგისტრაციო ჟურნალში. მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვა- ანგარიშგება  1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვისა და გაცემისათვის ინიშნება პასუხისმგებელი პირი. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში. 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ბლანკები წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით. 5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენაზე უფლებამოსილი პირისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გაცემა ხორციელდება სამართალსუბიექტის  პასუხისმგებელი პირის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალში. 6. ამ მუხლით განსაზღვრული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონრის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება მერიის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით. 7. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი და შავი ბურთულიანი კალმით. 8. ჟურნალებში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. 9. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას. 10. ჟურნალებში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში.            მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და  საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფიზიკური დაზიანების გამო; გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ჩამოიწერება აქტით. 3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გასაჩივრება და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნა  1. პირს, ვის მიმართაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209​3 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში შედგენილია საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხონის მუნიციპალიტეტის მერთან, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე და „ნარჩენების მართვის კოდექსით“  გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – სასამართლოში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შედგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ოქმის და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გასაჩივრებისას, საჩივარს განიხილავს მერიის ადმინისტრაციული სამსახური და ამზადებს შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტს. 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 234​1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. მუხლი 9🔗. ჯარიმის გადახდა 1. სამართალდამრღვევმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს ჯარიმის თანხა. 2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ან დასვენების დღეს (შაბათი, კვირა) ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30 დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ხონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მუხლი 10🔗. ვადის ათვლა  წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. დანართი №2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № -------------------------------------                                                        ---------------- 20    წ. ----------  -------- სთ   (ოქმის შედგენის ადგილი)                                                                     (ოქმის შედგენის თარიღი და დრო) ხონის მუნიციპალიტეტის (ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი) მონაცემები დამრღვევის შესახებ: (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება: სახელი, გვარი, მისამართი, პირადი № და სხვა პირადი მონაცემები; იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და მისი პირადი მონაცემები) ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ: (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი) (დარღვეული სამართლებრივი ნორმა, მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი) მოწმე(ები) (არსებობის შემთხვევაში): -------------------------------------------------------------------------                                  /--------------------/ (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი №,                         (ხელმოწერა)  -------------------------------------------------------------------------                              /--------------------/ (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი №,                       (ხელმოწერა) დაზარალებულ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში): -------------------------------------------------------------------------                                /--------------------/ (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი №,                       (ხელმოწერა)  -------------------------------------------------------------------------                                /--------------------/ (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი №,                        (ხელმოწერა) დამრღვევის ახსნა-განმარტება: საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო: (შენიშვნის შინაარსი) ოქმი ჩავიბარე: ---------------------------------------------------------------                  / -------------  /                 (სამართალდამრღვევის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა)                             (თარიღი) ოქმის შემდგენელი: -------------------------------------------------------             /--------------- /                                                                           (სახელი, გვარი, ხელმოწერა)                                                             (თარიღი) ბ. ა. დამკვეთი: დამამზადებელი: სემგს-ს რეგისტრაციის N დანართი №3 ხონის მუნიციპალიტეტის მერია ნაწილი I საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N 00000 1.  შედგენის თარიღი:________________________________        2. შედგენის ადგილი: ___________________________________                                                        (რიცხვი, თვე, წელი) 3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა,  სახელი,  ,გვარი:   _________________________________________________________________________ _________________________________________________________________________ 4. სამართალდამრღვევის მონაცემები: ___________________________________________________________________________                    ფიზიკური პირი (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი) _________________________________________________________________________________________         იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი) 5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________ 6. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ______ მუხლის_____ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას_______________ლარის ოდენობით. 7. მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები: _____________________________________________________________________________ 8. ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა-განმარტება: _________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________     (ახსნა-განმარტების, კონფისკაციის, აქტისა  და სხვა დოკუმენტის არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა) 9. მიმღები მოლარე: ________________          _____________________________________________________________________       (ხელმოწერა და თარიღი)                       (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)                 მოწმის ან სხვა პირის ხელმოწერა ___________________________________ ოქმის შემდგენლის ხელმოწერა _____________________________________ სამართალდამრღვევი: ______________________________________________________________________________________                (ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა) შენიშვნა: _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა N00000 ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში. 1.  ___________________________________________________________                            (გადამხდელის სახელი, გვარი) 2.  ___________________________________________________________                               (გადამხდელის მისამართი) 3.  ___________________________________________________________                        (ჯარიმის ოდენობა) 4.  ___________________________________________________________      (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი) 5.  ___________________________________________________________                (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი) 6.  ___________________________________________________________                 (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი) 7. მიმღები მოლარე: _____________________________________                                                     (ხელმოწერა) 8. შემომტანი: ___________________________________________                                                     (ხელმოწერა) ბ.ა. თარიღი:  ________________________________                               (რიცხვი, თვე, წელი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული თავისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საჯარიმო ქვითარი (ოქმი) / ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებისა და სამართალდარღვევის საქმეზე შედგენილი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ხონის მუნიციპალიტეტის მერთან (მისამართი: ქ. ხონი, თავისუფლების მოედანი №6 ) 10 დღის ვადაში გასაჩივრების შესახებ, ხოლო  საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 208-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებსა და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის შესახებ კოდექსით“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე შედგენილი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) – სასამართლოში გასაჩივრების წესის შესახებ. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისათვის. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამკვეთი:   დამამზადებელი:                  მისამართი: სემგს-ს რეგისტრაციის N დანართი №4 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმა № გაცემის თარიღი ოქმის, საჯარიმო  ქვითრის (ოქმის) № ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გამცემი ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის)  მიმღები შედგენილი (გამოყენებული) ოქმები, საჯარიმო ქვითრები (ოქმები) თანამდე-ბობა სახელი გვარი ხელმოწერა თანამდე-ბობა სახელი გვარი ხელმოწერა ოქმის № თანამდე-ბობა სახელი გვარი ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები, საჯარიმო  ქვითრები (ოქმები) შენიშვნა დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის № ოქმის № თანამდებობა სახელი გვარი 17 18 19 20 21 22 23 დანართი №5 აქტი № (ფორმა) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის ფორმა ------------------------------------------------------------------------------------------- (აქტის შედგენის ადგილი) ----  -------------------------   20     წელი № რაოდენობა ოქმის ინდივიდუალური  ნომერი/ნომრები შენიშვნა ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს: ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი:    ------------------------------- ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი:  ----------------------------- დანართი №6 სააღსრულებო ფურცლის ფორმა სააღსრულებო ფურცელი № ხონის მუნიციპალიტეტის მერია (სააღსრულებო ფურცლის გამცემის  დასახელება,  საიდენტიფიკაციო კოდი) (საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი) (აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოტანის თარიღი) (აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის თარიღი) (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილი) ___________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________ კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები: მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი: ხონის მუნიციპალიტეტის მერი:        __________________                                  /____________________ /                                                                                                    (ხელმოწერა)                 ბ.ა.                        (სახელი, გვარი)