„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.161.016589
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/08/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2024 წლის 23 აგვისტო

ქ. გარდაბანი

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე; www.matsne.gov.ge; 29/12/2023; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016564) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებულ დანართში 12 სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 15) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შესაძლებელია ერთი სტუდენტი დაფინანსდეს წელიწადში ორჯერ. პროგრამა ითვალისწინებს წლის მანძილზე პირველი 70 (სამოცდაათი) განცხადების თანხის დაფარვას. განცხადება საჭიროა წარმოდგენილ იქნეს პირველი სემესტრის შემთხვევაში 15 სექტემბრამდე, ხოლო მეორე სემესტრის – 15 მარტამდე, გადასახადის დაფარვის საბოლოო ვადის მითითებით;“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №23ბავშვთა ადრეული და თერაპიული ინტერვენციის პროგრამა” (ქვეპროგრამის კოდი 06 02 14) მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თანხა ანაზღაურდება იურიდიული პირის მიერ მომსახურების დასრულებისა და არაუმეტეს 30 (ოცდაათი) დღის ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრება 10 დეკემბერი.

5. მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს 120 (ას ოცი) განცხადებას, მომართვის რიგითობის მიხედვით პროგრამით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური