„იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №1371 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№63
სარეგისტრაციო კოდი
140120000.22.034.017491
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/08/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №63

2024 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. ბრძანების:

ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 3​5 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“;

ბ) პირველი პუნქტის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა (დანართი №3):

გ.ა) ფორმა №1 − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული იარაღის რეგისტრაციისათვის;

გ.ბ) ფორმა №2 − „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ იურიდიულ პირზე/ინდივიდუალურ მეწარმეზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იარაღის რეგისტრაციისათვის;“;

ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის ფორმა (დანართი №8);“;

ბ.გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ და „თ2“ ქვეპუნქტები:

„თ1) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 154 პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვის ფორმა (დანართი №81);

2) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 155 პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის ფორმა (დანართი №82);“;

ბ.დ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) 1 1 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​1. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა (ფორმა №2) და „დ“-„თ2“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული ფორმები განეკუთვნებიან მესამე კატეგორიის − „მარტივი ტიპის“ მკაცრი აღრიცხვის ფორმებს, რომელთაც გააჩნიათ შემდეგი სახის დამცავი ნიშნები (უსაფრთხოების მახასიათებლები):“;

დ) 12 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​2. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა (ფორმა №1) განეკუთვნება პირველი კატეგორიის − „განსაკუთრებით დაცული“ მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელსაც გააჩნია შემდეგი სახის დამცავი ნიშნები (უსაფრთხოების მახასიათებლები):“;

ე) 1 3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 4 პუნქტი:

„14. ნებართვის მფლობელი ვალდებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-20 პუნქტით განსაზღვრულ ნებართვასთან ერთად თან იქონიოს სააგენტოს არქივში დაცული, ამავე ნებართვის გაცემის მიზნით სააგენტოში წარმოდგენილი, გადასატან-გადასაზიდი ან გადასაგზავნი იარაღისა და საბრძოლო მასალის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მარკა, მოდელი, ნომერი, კალიბრი და სხვა) შემცველი შესაბამისი დოკუმენტის (მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის დოკუმენტის, ინვოისის, მიღება-ჩაბარების აქტისა და სხვა) სათანადოდ დამოწმებული ასლი.“.

2. ბრძანებით  დამტკიცებული:

ა) №3−№8 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) №8 დანართის შემდეგ დაემატოს №81 და №82  დანართები თანდართული რედაქციით;

გ) №10 დანართი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემულ და იურიდიული ძალის მქონე ძველი ფორმის სანებართვო მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მათი მოქმედების ვადით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 2 სექტემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი №3

იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა (ფორმა №1)

ავერსი:

C:\Users\qvacbaia.t\Desktop\ავერსი.png

რევერსი:

C:\Users\qvacbaia.t\Desktop\იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა\შსს შენიშვნებით იარაღის მოწმობა\PHOTO-2021-04-13-13-33-35.jpg

იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა (ფორმა №2)

C:\Users\qvacbaia.t\AppData\Local\Microsoft\Windows\INetCache\Content.Word\იარაღის-ფორმა.jpg

იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ფორმების აღწერილობა

მუხლი 1

1. იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის (ფორმა №1) მახასიათებლებია:

ა) ფორმა: მართკუთხა, სიგანე: 54.00 მმ. (ISO 7810, 53.92 – 54.03 მმ.), სიგრძე: 85.60 მმ. (ISO 7810, 85.47 – 85.72 მმ.), სისქე: 0.80 მმ. (ISO 7810, 0.76 – 0.84 მმ.);

ბ) ფერი: კომბინირებული – ნაცრისფერი (cccbcb), ლურჯი (00568f), წითელი (ec2027), შავი (232323);

გ) შეესაბამება ISO/IEC 7810-ის ან სხვა იდენტურ/შესაბამის სტანდარტს;

დ) მზადდება ლამინირებული პოლიკარბონატის (შეურეველი, სუფთა პოლიკარბონატი) ფირფიტისაგან, მრავალშრიანი ტექნოლოგიით, ბარათის ფირფიტის გამოყენებით, დაწყობილ და ლამინირებულ ერთიან მონოსხეულად, სიმხურვალისა და წნევის პირობებში.

2. იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაზე (ფორმა №1) დატანილია ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) წარწერა/სიმბოლო(ები), შემდეგი მახასიათებლებით:

ა) წარწერის/სიმბოლო(ები)ს დამწერლობა: ქართული/ლათინური;

ბ) წარწერის/სიმბოლო(ები)ს შრიფტი: „arial Unicode ms regular“;

გ) წარწერის/სიმბოლო(ები)ს შრიფტის ზომა:

გ.ა) ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წარწერა/სიმბოლო(ები) შესრულებულია დიდი ზომის შრიფტით – 2.47 მმ. (7 points);

გ.ბ) ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წარწერა/სიმბოლო(ები) შესრულებულია პატარა ზომის შრიფტით – 1.42 მმ. (4 points);

დ) ამ დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარწერა/სიმბოლო(ები):

დ.ა) შესრულებულია ქართულ ენაზე;

დ.ბ) შესრულებულია პატარა ზომის შრიფტით – 0.705 მმ (2.59 points).

მუხლი 2

1. იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის (ფორმა №1) (ავერსი) ზედა ნაწილში დატანილია ლურჯი ფერის ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) წარწერა: „იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა“ და „WEAPON REGISTRATION CERTIFICATE“.

2. იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაზე (ფორმა №1) (ავერსი) დატანილია შავ ფერში შესრულებული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის (ფორმა №1) მონაცემები (ქართულ-ინგლისურენოვანი წარწერა):

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) პირადი ნომერი;

დ) გაცემის თარიღი;

ე) მოქმედების ვადა;

ვ) ნებართვის სახე;

ზ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი (ფოტოსურათის ქვემოთ, დამცავ ბადეზე).

3. იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის (ფორმა №1) (ავერსი):

ა) ზედა მარცხენა კუთხეში გამოსახულია საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“, ლურჯი ფერის კონტურით;

ბ) ზედა მარცხენა კუთხეში დატანილია საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულება;

გ) მარცხენა მხარეს განთავსებულია იარაღის მოწმობის მფლობელის ფოტოსურათი;

დ) მიკროტექსტი – იარაღის მოწმობის გრაფიკულ დიზაინში სხვადასხვა ადგილზე ხაზები შევსებულია მიკროტექსტით „საქართევლო“, ხოლო ტალღისებურ ზოლებში ინტეგრირებულია მიკროტექსტები ქართულ და ინგლისურ ენებზე „იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა“ და „WEAPON REGISTRATION CERTIFICATE“. მიკროტექსტები გადადის ფოტოსურათზე და ხილულია გამადიდებელი საშუალებით;

ე) მარცხენა მხარეს, მთელ კედელზე, ვერტიკალურად დატანილია ვაზის ქართული ორნამენტი, რომელიც ნაწილობრივ გადადის ფოტოსურათზე;

ვ) კომპოზიციის საერთო დამცავი ბადის ფონზე მარჯვენა ნაწილში, ღია ნაცრისფერ-ცისფერ ველზე გამოსახულია ლურჯი ფერის იარაღის ნიშანი;

ზ) კომპოზიციის საერთო დამცავი ბადის ფონზე მარჯვენა ნაწილში, ღია ნაცრისფერ-ცისფერ ველზე გამოსახულია ნაცრისფერი საქართველოს სახელმწიფო რუკა სრული სახით;

თ) ქვედა მარჯვენა კუთხეში დატანილია შავი ფერის კანტით შესრულებული 0.956 მმ. დიამეტრის წრე, სადაც აღინიშნება ნებართვის კატეგორია.

4. იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაზე (ფორმა №1) (რევერსი) დატანილია:

ა) შავ ფერში შესრულებული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის მონაცემები (ქართულ-ინგლისურენოვანი წარწერა):

ა.ა) მარკა;

ა.ბ) მოდელი;

ა.გ) კალიბრი;

ა.დ) ნომერი;

ა.ე) იარაღის შენახვის ადგილი;

ა.ვ) იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტები.

5. იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის (ფორმა №1) (რევერსი):

ა) შუა ნაწილში დატანილია საქართველოს სახელმწიფო გერბი, ფერითი გამოსახულებით;

ბ) კომპოზიციის საერთო დამცავი ბადის ფონზე იარაღის მოწმობის ქვედა მარჯვენა მხარეს, ღია ნაცრისფერ-ცისფერ ველზე, ლურჯ ფერში გამოსახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა (რელიეფური – ამოტვიფრული);

გ) ქვედა მარცხენა კუთხეში მითითებულია დამკვეთისა და დამამზადებლის სახელწოდება, ასევე, „სემგს“-ს რეგისტრაციის ნომერი;

დ) ქვედა მარჯვენა კუთხეში დატანილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ემბლემა; აბრეშუმისებური ბეჭდვის ტექნოლოგიით შესრულებული დამცავი ნიშანი – ოპტიკურად ცვალებადი ელემენტი – სააგენტოს ემბლემა შესრულებული ოპტიკურად ცვალებადი მელნით;

ე) მიკროტექსტი – გრაფიკულ დიზაინში სხვადასხვა ადგილზე ხაზები შევსებულია მიკროტექსტით „საქართველო“, ხოლო ტალღისებურ ზოლებში ინტეგრირებულია მიკროტექსტები ქართულ და ინგლისურ ენებზე „იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა“ და „WEAPON REGISTRATION CERTIFICATE“. მიკროტექსტები ხილულია გამადიდებელი საშუალებით;

ვ) მარცხენა მხარეს, მთელ კიდეზე, ვერტიკალურად დატანილია ქართული ორიგინალური ორნამენტი – ვაზი.

მუხლი 3

1. იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის (ფორმა №2) მახასიათებლებია:

ა) ფორმა/ზომა: A4 ფორმატი;

ბ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის (ფორმა №2) გარშემოწერილობის ფერი: ყვითელი (C0,M5,Y17,K0), ტექსტისთვის განკუთვნილი ადგილის ფერი – კრემისფერი (C0,M2,Y6,K0);

გ) ტექსტი შესრულებულია ქართულ ენაზე, შავ ფერში.

2. იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის (ფორმა №2) გარშემოწერილობის (ყვითელ ფონზე):

ა) ზედა მარცხენა მხარეს დატანილია:

ა.ა) საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი;

ა.ბ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;

ა.გ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის თარიღი;

ბ) ზედა მარჯვენა მხარეს დატანილია იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი;

გ) ქვედა შუა ნაწილში, ყვითელ ფონზე, დატანილია იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გამცემი ორგანოს მისამართი და ტელეფონის ნომერი.

3. იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის (ფორმა №2) ტექსტისთვის განკუთვნილ ადგილზე დატანილია:

ა) დოკუმენტის დასახელება: იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;

ბ) საფირმო სახელწოდება;

გ) სამართლებრივი ფორმა;

დ) საიდენტიფიკაციო ნომერი;

ე) იურიდიული მისამართი;

ვ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის კატეგორია;

ზ) იარაღის მარკა/მოდელი;

თ) იარაღის კალიბრი;

ი) იარაღის ნომერი;

კ) იარაღის შენახვის ადგილი;

ლ) იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტები;

მ) სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ხელმოწერა;

ნ) ქვედა მარცხენა კუთხეში მითითებულია დამკვეთისა და დამამზადებლის სახელწოდება, ასევე, „სემგს“-ს რეგისტრაციის ნომერი.


დანართი №4

დანართი №5

დანართი №6

დანართი №7

დანართი №8