1. საბჭოს წევრობის კანდიდატებს სამინისტროს წარუდგენენ უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული სასწავლებლები, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები და პროფესიული საზოგადოებრივი გაერთიანებები.
2. საბჭოს შემადგენლობას, რომლის რაოდენობა განისაზღვრება 25 წევრით, ამტკიცებს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი 2 წლის ვადით, რის შემდეგ საბჭოს შემადგენლობა უნდა განახლდეს სულ ცოტა 50 %-ით.
3. საბჭოს წევრობა შესაძლებელია ზედიზედ მხოლოდ ორი ვადის განმავლობაში. საბჭოს წევრობა სხვადასხვა დროს არ უნდა აღემატებოდეს - 3 ვადას.
4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) სამედიცინო და ფარმაცევტული განათლების, მაღალი პროფესიული ავტორიტეტის მქონე პირები პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟით - 22 წევრი;
ბ) საზოგადოების წარმომადგენელი (არასამედიცინო განათლების მქონე), რომელიც მოსახლეობის დიდი ნდობითა და ავტორიტეტით სარგებლობს 3 წევრი.
5. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია პირადი სურვილის საფუძველზე ან ისეთი ქმედების ჩადენისას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.
6. საბჭო უფლებამოსილია სამუშაოზე აიყვანოს: აღმასრულებელი დირექტორი, მდივანი, იურისტი, ექსპერტ-სპეციალისტთა საჭირო რაოდენობ