1. შეიმუშავოს, პერიოდულად გააუმჯობესოს, სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს და გამოაქვეყნოს სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სერტიფიკატისა და ლიცენზიის მინიჭების წესები.
2. განსაზღვროს სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების პროცედურა, დანიშნოს გამოცდების ვადები.
3. შექმნას დარგობრივი ქვეკომისიები.
4. სისტემატური პერიოდულობით გამოაქვეყნოს სპეციალური საინფორმაციო ბიულეტენები ექიმთა და ფარმაცევტთა ფართო საზოგადოების ინფორმირების მიზნით.
5. დაამყაროს მჭიდრო კონტაქტები პროფესიულ საზოგადოებრივ გაერთიანებებთან.
6. უზრუნველყოს ლიცენზიების შეუფერხებელი გაცემა საქართველოს ტერიტორიული მოწყობის გათვალისწინებით.
7. ჩაატაროს რეგიონებში გასვლითი სესიები, საჭიროების მიხედვით კი - სასერტიფიკაციო გამოცდები.
8. წარსდგეს სამინისტროს წინაშე თავისი საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში