1. გაატაროს დისციპლინარული ღონისძიებანი ლიცენზიის მქონე სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის მიმართ დადგენილი წესით.
2. ადრე გაცემული სერტიფიკატის მოქმედების ვადის დამთავრების შემდეგ, სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის კვალიფიკაციის პერიოდული გადამოწმების მიზნით დადგენილ ვადებში ჩაატაროს სამედიცინო და ფარმაცევტული კადრების რესერტიფიკაცია და მისი შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტა ან გაგრძელება ახალი ვადით.
3. მონაწილეობა მიიღოს პაციენტის ან მისი ახლობლების მიერ აღძრული საჩივრის განხილვასა (რომელიც დაკავშირებულია ლიცენზიის მქონე სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის საქმიანობასთან) და შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. გადაამოწმოს მაძიებლის მიერ წარდგენილი ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცი