1. I ეტაპი - მედიცინის თეორიული ცოდნის მოცულობისა და ხარისხის შეფასება ტესტ-კითხვების მეშვეობით.

ა) ტესტ-კითხვები შედგენილი უნდა იყოს შესაბამისი სპეციალობის პროფესიული სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით და უნდა მოიცავდეს კონკრეტულ სპეციალობაში პროფესიული მზადების პროგრამის ძირითად განაკვეთებს.

ბ) ტესტ-კითხვების უმართავი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საბჭო აწარმოებს ტესტ-კითხვების ყოველწლიურ გადახედვას და საჭიროებისამებრ ცვლის მათ სტრუქტურასა და შინაარსს. განახლებულ ტესტ-კითხვებს ამტკიცებს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.

გ) გამოსაცდელ პირს ეძლევა 150-200 ტესტ-კითხვა შესაბამის სპეციალობაში, მისი ყველა ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით.

დ) ტესტურ გამოცდას ეთმობა 3-5 საათი.

ე) ტესტური გამოცდა ითვლება ჩაბარებულად საბჭოს მიერ დადგენილი და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

ვ) გამოცდა ტარდება წერითი ფორმით (სპეციალური ფორმების შევსება) ან სპეციალური ტექნიკური საშუალებების (კომპიუტერების) გამოყენებით.

2. II ეტაპი - პროფესიული აზროვნებისა და კლინიკური პრობლემების გადაწყვეტის უნარის შეფასება კლინიკური (დიაგნოსტიკური და სამკურნალო) ხასიათის სიტუაციური ამოცანების საშუალებით. პროფესიული აზროვნებისა და კლინიკური პრობლემების გადაწყვეტის უნარის შემოწმება ტარდება წერითი გამოცდის ფორმით, რომლის დროსაც მაძიებელმა დაწვრილებით უნდა გააშუქოს კლინიკური (დიაგნოსტიკური და სამკურნალო სახის) ამოცანის შინაარსი, დასახოს ამოცანის პირობებით განსაზღვრული კლინიკური გამოკვლევისა და მკურნალობის სავარაუდო ტაქტიკა, გამოიყენოს დიფერენციული დიაგნოსტიკის პრინციპები და კლინიკური აზროვნების სხვა მიღებული მეთოდები.

3. III ეტაპი - დასკვნითი გამოცდა - გასაუბრება კომისიის წევრებთან, რომლის დროსაც ფასდება მაძიებლის პროფესიული აზროვნებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარ