„მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 25.09.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-773
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.023.016878 106
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/09/2024
2,445 სიტყვა · ~12 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
ავტორიზაცია
პროცესი, რომელიც მოიცავს კომპეტენტური უწყების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მაკონტროლებელი ორგანოების რეესტრში შეტანას
მუხლი 3
ავტორიზაციის მაძიებელი
ავტორიზაციის შესახებ განაცხადის შემტანი მაკონტროლებელი ორგანო
მუხლი 3
ავტორიზაციის პირობები
ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტორიზაციის მაძიებელი ავტორიზაციის მისაღებად
მუხლი 3
ავტორიზებული პირი
კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც კომპეტენტური უწყების მიერ, ადმინისტრაციული აქტით, მინიჭებული აქვს სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანების შესრულების უფლებამოსილება, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის შეფასებისათვის
მუხლი 3
ზედამხედველობა
კომპეტენტური უწყების მიერ მაკონტროლებელი ორგანოების მიმართ განხორციელებული შესაბამისობის აუდიტი
მუხლი 3
აუდიტი
კომპეტენტური უწყების მიერ მაკონტროლებელი ორგანოების სისტემური და დამოუკიდებელი შემოწმება, რომელიც ტარდება იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მაკონტროლებელი ორგანოების საქმიანობა და საქმიანობის შედეგები შესასრულებელ ამოცანებს, ეფექტიანად შესრულდა თუ არა ეს ამოცანები და მათი შესრულებით რამდენად არის მიღწეული დასახული მიზნები
მუხლი 3
უფლებამოსილი პირი
სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პირი, რომელსაც უფლებამოსილებას კომპეტენტური უწყება ანიჭებს. 2. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის გამოიყენება ასევე „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონით, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ კოდექსითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ტერმინები.
მუხლი 3
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონი 94% 08.06.2016 ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 93% 27.12.2024 ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 93% 29.12.2025 სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 92% 27.02.2026 ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 14.09.2016

დოკუმენტის ტექსტი

„მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-773 2024 წლის 25 სექტემბერი ქ. თბილისი „მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქცია“ თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია „მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქცია მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციისა და ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქცია“ (შემდეგომ – ინსტრუქცია) აწესრიგებს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის – სურსათის (გარდა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლისა, სპირტიანი სასმლისა, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატისა), სურსათთან შეხებაში მყოფი მასალების და ნაკეთობების და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის (შემდეგში – საქონელი) სპეციფიკაციასთან შესაბამისობის შეფასებისათვის, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციასთან და კომპეტენტური უწყების მიერ ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებულ პირობებსა და პროცედურებს. 2. გარდა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნებისა, მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაცია და ზედამხედველობა რეგულირდება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ საქართველოს კანონით, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ კოდექსით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. 3. რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის შეფასებისათვის, დელეგირებული სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციას და ზედამხედველობას ახორციელებს: ა) სურსათის (გარდა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლისა, სპირტიანი სასმლისა, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატისა) და სურსათთან შეხებაში მყოფი მასალებისა და ნაკეთობების შემთხვევაში – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო; ბ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ღვინის ეროვნული სააგენტო. მუხლი 2🔗. მიზანი და გამოყენების სფერო 1. ეს ინსტრუქცია მიზნად ისახავს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის შეფასებისათვის, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი მაკონტროლებელი ორგანოების ავტორიზაციასა და ზედამხედველობასთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას. 2. კომპეტენტური უწყების მიერ ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ავტორიზაცია გაიცემა მხოლოდ მაკონტროლებელ ორგანო(ებ)ზე, რომელიც აკრედიტებულია და საქმიანობს საქართველოს ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებსა და ევროპული აკრედიტაციის თანამშრომლობის ასოციაციის (The European co-operation for Accreditation (EA)) მრავალმხრივი აღიარების შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებში უფლებამოსილი ორგანოების მიერ, სსტ ისო/იეკ 17020:2012/2014 – „შესაბამისობის შეფასება – მოთხოვნები ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოების საქმიანობისათვის“ მიხედვით. 3. მაკონტროლებელი ორგანოები, რომელიც რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის შეფასებისათვის აკრედიტებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დამადასტურებელ ოფიციალური სერტიფიკატის (შემდგომ – სერტიფიკატი) გაცემისათვის, აკრედიტებული უნდა იყოს საქართველოს ან ევროპული აკრედიტაციის თანამშრომლობის ასოციაციის (The European co-operation for Accreditation (EA)) მრავალმხრივი აღიარების შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებში უფლებამოსილი ორგანოების მიერ, სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014 – „შესაბამისობის შეფასება-მოთხოვნები პროდუქტების, პროცესებისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების მიმართ“  მიხედვით. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავტორიზაცია – პროცესი, რომელიც მოიცავს კომპეტენტური უწყების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მაკონტროლებელი ორგანოების რეესტრში შეტანას; ბ) ავტორიზაციის მაძიებელი – ავტორიზაციის შესახებ განაცხადის შემტანი მაკონტროლებელი ორგანო; გ) ავტორიზაციის პირობები – ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტორიზაციის მაძიებელი ავტორიზაციის მისაღებად; დ) ავტორიზებული პირი – კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც კომპეტენტური უწყების მიერ, ადმინისტრაციული აქტით, მინიჭებული აქვს სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანების შესრულების უფლებამოსილება, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის შეფასებისათვის; ე) ზედამხედველობა – კომპეტენტური უწყების მიერ მაკონტროლებელი ორგანოების მიმართ განხორციელებული შესაბამისობის აუდიტი; ვ) აუდიტი – კომპეტენტური უწყების მიერ მაკონტროლებელი ორგანოების სისტემური და დამოუკიდებელი შემოწმება, რომელიც ტარდება იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მაკონტროლებელი ორგანოების საქმიანობა და საქმიანობის შედეგები შესასრულებელ ამოცანებს, ეფექტიანად შესრულდა თუ არა ეს ამოცანები და მათი შესრულებით რამდენად არის მიღწეული დასახული მიზნები; ზ) უფლებამოსილი პირი – სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პირი, რომელსაც უფლებამოსილებას კომპეტენტური უწყება ანიჭებს. 2. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის გამოიყენება ასევე „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონით, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ კოდექსითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ტერმინები. მუხლი 4🔗. ზოგადი მოთხოვნები 1. მაკონტროლებელი ორგანოები, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის შეფასებას და/ან სხვა ოფიციალურ საქმიანობას განახორციელებენ „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით, მხოლოდ ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ავტორიზაციის პირობების დაკმაყოფილების შემდეგ. 2. ავტორიზაციის მაძიებელი მაკონტროლებელი ორგანო, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ავტორიზაციის გავლის შემდეგ, რეგისტრირებული უნდა იქნეს კომპეტენტური უწყების მიერ ავტორიზებულ პირთა რეესტრში და მინიჭებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი. მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლის და სხვა ოფიციალურ საქმიანობასთან დაკავშირებული გარკვეული ამოცანების დელეგირება მაკონტროლებელ ორგანოებზე 1. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დადგენისათვის სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული და სხვა ოფიციალური საქმიანობის დელეგირება ერთ ან რამდენიმე მაკონტროლებელ ორგანოზე უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით, აკრედიტაციის ვადის გათვალისწინებით არაუმეტეს 5 წლის ვადით, კომპეტენტური უწყების ხელმძღვანელის ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დელეგირება უნდა განხორციელდეს შემდეგი პირობების დაცვით: ა) დელეგირება მოიცავს სახელმწიფო კონტროლის და სხვა ოფიციალური საქმიანობის იმ ამოცანების ზუსტ აღწერილობას, რომლებიც უნდა შეასრულოს მაკონტროლებელმა ორგანომ, ასევე ამ ამოცანების შესრულების პირობებს; ბ) მაკონტროლებელ ორგანოს: ბ.ა) აქვს გამოცდილება, აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფო კონტროლის და სხვა ოფიციალური საქმიანობის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის შესრულებისათვის; ბ.ბ) ჰყავს სათანადო კვალიფიკაციისა გამოცდილების მქონე პერსონალის საკმარისი რაოდენობა; ბ.გ) არის მიუკერძოებელი და თავისუფალი ყოველგვარი ინტერესთა კონფლიქტისაგან, კერძოდ, არ იმყოფება ისეთ სიტუაციაში, რომელმაც შეიძლება, პირდაპირ ან ირიბად, გავლენა მოახდინოს მისი პროფესიული ქცევის მიუკერძოებლობაზე, სახელმწიფო კონტროლის და სხვა ოფიციალური საქმიანობის მასზე დელეგირებული გარკვეული ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით; ბ.დ) საქმიანობს და აკრედიტებულია ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად; გ) არსებობს კომპეტენტურ უწყებასა და მაკონტროლებელ ორგანოს შორის ეფექტური და ქმედითი კოორდინაციის მექანიზმები. მუხლი 6🔗. ავტორიზაციის პირობები 1. ავტორიზაციის მაძიებელი აკრედიტებული უნდა იყოს ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტის შესაბამისად. 2. მაკონტროლებელი ორგანოები უნდა: ა) ფლობდეს პროცედურებს და/ან ღონისძიებებს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სახელმწიფო კონტროლის და სხვა ოფიციალური საქმიანობის ეფექტური და სათანადო განხორციელება; ბ) ფლობდეს პროცედურებს და/ან ღონისძიებებს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის მიუკერძოებლობა, ხარისხი და თანმიმდევრულობა ყველა ეტაპზე; გ) ფლობდეს პროცედურებს და/ან ღონისძიებებს, რათა პერსონალი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს და სხვა ოფიციალურ საქმიანობას, თავისუფალი იყოს ინტერესთა კონფლიქტისაგან; დ) ფლობდეს ან ჰქონდეს წვდომა გამოკვლევების, ტესტირებისა და დიაგნოსტიკისათვის ადეკვატურ ლაბორატორიულ შესაძლებლობებზე; ე) ჰყავდეს საკმარისი რაოდენობის სათანადო კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პერსონალი, ან ჰქონდეს მათთან წვდომა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის ეფექტურად და სათანადოდ განხორციელება; ვ) ჰქონდეს შესაბამისი და სათანადო საშუალებები და მოწყობილობები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პერსონალის მიერ სახელმწიფო კონტროლის და სხვა ოფიციალური საქმიანობის ეფექტურად და სათანადოდ განხორციელება; ზ) ჰქონდეს სამართლებრივი პროცედურები, რითაც უზრუნველყოფილი იქნება პერსონალისათვის ოპერატორის შენობებთან და დოკუმენტებთან წვდომა, რათა სათანადოდ იქნეს შესრულებული მათზე დაკისრებული ამოცანები; თ) ჰქონდეს გაუთვალისწინებელი გარემოებებისათვის სათანადო გეგმები და იყვნენ მზად, საგანგებო მდგომარეობის დროს, საჭიროების მიხედვით, ამ გეგმების გამოყენებისათვის. 3. მაკონტროლებელი ორგანოები, პერსონალს, რომელიც განახორციელებს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დადგენისათვის სერტიფიკატის გაცემას, კომპეტენციის სფეროს შესაბამისად, გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი ტრენინგები/სწავლებები, რათა მან შეძლოს თავისი მოვალეობების კომპეტენტურად შესრულება და სათანადოდ განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი და სხვა ოფიციალური საქმიანობა. 4. მაკონტროლებელ ორგანო(ებ)ს შემუშავებული უნდა ჰქონდეს და განახორციელოს სასწავლო პროგრამები, რათა უზრუნველყოს სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განმახორციელებელი პერსონალისათვის ტრენინგების ჩატარება. მუხლი 7🔗. ავტორიზაციის პროცედურები 1. ავტორიზაციის მინიჭებისათვის ავტორიზაციის მაძიებელი წერილობითი განაცხადით მიმართავს კომპეტენტურ უწყებას. 2. განაცხადში უნდა მიეთითოს ავტორიზაციის მაძიებლის: ა) სახელწოდება; ბ) სამართლებრივი ფორმა; გ) საიდენტიფიკაციო ნომერი/კოდი; დ) ეკონომიკური საქმიანობის ადგილი (იურიდიული მისამართი); ე) ეკონომიკური საქმიანობის სახე (სექცია, განყოფილება, ჯგუფი, კლასი, ქვეკლასი). 3. განაცხადთან ერთად, ავტორიზაციის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: ა) ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის რეესტრიდან; ბ) სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 - ის „შესაბამისობის შეფასება – მოთხოვნები ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოების საქმიანობისათვის“ მიხედვით ან/და სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014-ის „შესაბამისობის შეფასება-მოთხოვნები პროდუქტების, პროცესებისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების მიმართ“ შესაბამისად გაცემული აკრედიტაციის მოწმობა (ასლი); გ) კომპეტენტური უწყების ხელმძღვანელის მიერ, ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დელეგირების თაობაზე. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად წარდგენილი განაცხადის და დოკუმენტების შესაბამისობა ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან კომპეტენტურმა უწყებამ უნდა შეამოწმოს 14 დღის ვადაში. 5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემოწმებისას დადგენილი იქნება დოკუმენტების შეუსაბამობა, კომპეტენტურმა უწყებამ ამის შესახებ უნდა აცნობოს ავტორიზაციის მაძიებელს. 6. ავტორიზაციის მაძიებელმა შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 14 დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს შეუსაბამობის გამოსწორება. 7. კომპეტენტურმა უწყებამ განაცხადის და სრულყოფილი დოკუმენტების წარდგენიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განახორციელოს ავტორიზაციის პროცედურების დასრულება. 8. ავტორიზაციის მაძიებელს ენიჭება ავტორიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა, სრულად შეესაბამება ამ ინსტრუქციითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 9. ავტორიზაციის მაძიებელს ავტორიზაცია ენიჭება აკრედიტაციის ვადის შესაბამისად. 10. კომპეტენტური უწყება აწარმოებს ავტორიზებული პირების რეესტრს. რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: ა) ორგანიზაციის სახელწოდება (დასახელება); ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი/კოდი; გ) ავტორიზაციის მოქმედების ვადა; დ) ავტორიზაციის სფერო. 11. ავტორიზებულ პირთა რეესტრი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის. მუხლი 8🔗. ავტორიზაციის გაუქმება 1. კომპეტენტური უწყება უფლებამოსილია გააუქმოს მაკონტროლებელი ორგანოს ავტორიზაცია, თუ არსებობს ერთ-ერთი პირობა მაინც: ა) გაუქმებული ან შეჩერებული აქვს აკრედიტაცია; ბ) არსებობს მტკიცებულება, რომ მაკონტროლებელი ორგანო სათანადოდ ვერ ასრულებს მასზე დელეგირებულ ამოცანებს; გ) მაკონტროლებელი ორგანო არ იღებს სათანადო და დროულ ზომებს გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსასწორებლად; დ) მაკონტროლებელ ორგანოს დამოუკიდებლობა ან მიუკერძოებლობა კომპრომენტირებულია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წინაპირობები არ ზღუდავს კომპეტენტურ უწყებას, გააუქმოს ავტორიზაცია კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. მუხლი 9🔗. მაკონტროლებელი ორგანო(ები)ს ვალდებულებები 1. მაკონტროლებელი ორგანო(ები) ვალდებული არიან საქმიანობა განახორციელონ „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით. 2. მაკონტროლებელი ორგანო(ები) უნდა იყოს მიუკერძოებელი და ინტერესთა კონფლიქტისგან თავისუფალი მისთვის დელეგირებული ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით. 3. მაკონტროლებელი ორგანო(ები), თავიანთი უფლებამოსილების შესრულებისას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ვალდებული არიან არ გადასცენ მესამე პირს სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაცია, თუ ეს ინფორმაცია ბიზნესოპერატორის პროფესიული ინფორმაციას წარმოადგენს. ამ მიზნით განსაზღვრული უნდა იქნეს კონფიდენციალურობის ვალდებულებები პერსონალისათვის, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლს ან სხვა ოფიციალურ საქმიანობას. მუხლი 10🔗. მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობა 1. კომპეტენტური უწყება, რომლემაც სახელმწიფო კონტროლის ან სხვა ოფიციალურ საქმიანობასთან დაკავშირებული გარკვეული ამოცანების შესრულება გადასცა მაკონტროლებელ ორგანოებს, უფლებამოსილია განახორციელოს მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობა შესაბამისობის აუდიტის ჩატარებით, საჭიროების მიხედვით, „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. 2. კომპეტენტური უწყება მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობის განხორციელებისას უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრისგან გამოითხოვოს მის მიერ განხორციელებული ყოველწლიური შეფასებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. მუხლი 11🔗. მაკონტროლებელი ორგანოების აუდიტი 1. კომპეტენტური უწყების მიერ მაკონტროლებელი ორგანოს აუდიტის ჩატარებისას მოწმდება მაკონტროლებელი ორგანოს მიერ ადგილწარმოშობის დასახელებისა ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა. 2. კომპეტენტური უწყების მიერ მაკონტროლებელი ორგანოს შესაბამისობის აუდიტი ხორციელდება: ა) გეგმურად (სავალდებულო), რომელიც ხორციელდება კომპეტენტური უწყების მიერ, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე; ბ) არაგეგმურად (ნებაყოფლობითი), რომელიც ხორციელდება მაკონტროლებელი ორგანოს ინიციატივით, შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. 3. აუდიტის განხორციელებამდე კომპეტენტური უწყების უფლებამოსილ პირს აუდიტის განხორციელება უნდა დაევალოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ, ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის საშუალებით. 4. დავალებაში მოცემული უნდა იყოს: ა) უფლებამოსილი პირები; ბ) აუდიტის განხორციელების ვადები (თარიღების მითითებით); გ) შესამოწმებელი მაკონტროლებელი ორგანოს დასახელება; დ) აუდიტის სახე – გეგმური (სავალდებულო) ან არაგეგმური (ნებაყოფლობითი). 5. უფლებამოსილი პირი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს მაკონტროლებელ ორგანოს აუდიტის დაწყების თარიღის შესახებ. 6. აუდიტი უნდა დასრულდეს დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. 7. უფლებამოსილმა პირმა მაკონტროლებელი ორგანოსგან უნდა გამოითხოვოს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის წარმოების ყველა ეტაპთან, მისი მიწოდების სრულ ჯაჭვთან, საქონლის შენახვის პირობებთან, ნედლეულის წარმოშობის ადგილთან და მიკვლევადობის ნიშნების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია. 8. გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციისა, უფლებამოსილმა პირმა მაკონტროლებელი ორგანოსგან უნდა გამოითხოვოს საბოლოო საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დასადგენად საქონლის ორგანოლეპტიკური, ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების გამოსაკვლევად აღებული ნიმუშ(ებ)ის ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების შესახებ დოკუმენტები და ინფორმაცია. 9. მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია ამ მუხლის მე-7-მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები და ინფორმაცია კომპეტენტურ უწყებას მიაწოდოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში. 10. აუდიტის განხორციელებისას უფლებამოსილმა პირმა: ა) უნდა მოამზადოს და აიღოს აუდიტის განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტაცია და აღჭურვილობა; ბ) მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობა; გ) მოსთხოვოს მაკონტროლებელ ორგანოს გამოყოს წარმომადგენელი, რომელიც დაესწრება აუდიტის პროცესს; დ) უნდა დააზუსტოს მაკონტროლებელი ორგანოს მონაცემები (სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი და.ა.შ.); ე) უნდა შეამოწმოს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის სპეციფიკაციებთან შესაბამისობა, მათ შორის: ე.ა) საქონლის (არსებობის შემთხვევაში ნედლეულის ჩათვლით) აღწერა; ე.ბ) საქონლის ფიზიკური, ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური(სენსორული) მახასიათებლები, რომლებიც მის განსაკუთრებულ თვისებებს ან/და რეპუტაციას განაპირობებს; ე.გ) საქონლის წარმოებისა და გადამუშავების მეთოდების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე ავთენტური და უცვლელი ადგილობრივი მეთოდების აღწერა; ე.დ) საქონლის გეოგრაფიული არეალის საზღვრებში წარმოშობის მტკიცებულება; ე.ე) საქონლის ეტიკეტირების განსაკუთრებული წესები (არსებობის შემთხვევაში); ე.ვ) საქონლის შეფუთვის შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში) და განმცხადებლის დასაბუთებას საქონლის ხარისხის დაცვის, მისი წარმოშობის ნამდვილობის ან სახელმწიფო კონტროლის უზრუნველსაყოფად ამ საქონლის შესაბამის გეოგრაფიულ არეალში შეფუთვის საჭიროების თაობაზე; ე.ზ) წარმოების ყველა ეტაპი; ე.თ) მიწოდების სრული ჯაჭვი; ე.ი) შენახვის პირობები; ე.კ) ნედლეულის წარმოშობის ადგილი; ე.ლ) მიკვლევადობის ნიშნების გამოყენება; ე.მ) ორგანოლეპტიკური, ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების გამოსაკვლევად აღებული ნიმუშ(ებ)ის ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგები; ვ) საჭიროების შემთხვევაში უნდა გადაიღოს დოკუმენტების ასლები და გააკეთოს ამონაწერები; ზ) საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს მაკონტროლებელი ორგანოს შიდა დოკუმენტაციის შესწავლა (მათ შორის, სახელმძღვანელოები, შიდა ინსტრუქციები, დებულებები), რომლებიც შესაძლებელია წარმოადგენდეს ინფორმაციის ღირებულ წყაროს იმის ასახსნელად, თუ როგორ მუშაობს მაკონტროლებელი ორგანო, დელეგირებული ამოცანების შესასრულებლად; თ) საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს გასაუბრებები პერსონალთან იმის დასადგენად, თუ როგორ ახორციელებენ ისინი თავიანთ ფუნქციებს. 11. აუდიტის დროს უფლებამოსილი პირი ელექტრონულად ავსებს აუდიტის აქტს. 12. უფლებამოსილი პირი აუდიტის აქტში მოცემულ ინფორმაციას აცნობს მაკონტროლებელ ორგანოს ან მის წარმომადგენელს, რომელიც ეთანხმება ან არ ეთანხმება აღნიშნულ ინფორმაციას. მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენლის ნების გამოხატვა უნდა დადასტურდეს უფლებამოსილი პირის მიერ ვიდეოკამერის მეშვეობით გადაღებული ვიდეოფირით. 13. აუდიტის აქტის შევსების შემდეგ უფლებამოსილი პირი ახდენს მასზე ელექტრონული შტამპის დასმას. 14. აუდიტის აქტი მაკონტროლებელ ორგანოს ეგზავნება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან ამ წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად არსებულ რეესტრში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რის შესახებ უფლებამოსილი პირი განუმარტავს მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს. ასეთ შემთხვევაში აუდიტის აქტი ითვლება ბიზნესოპერატორისათვის ჩაბარებულად. მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელის ან წარმომადგენილის მოთხოვნის შემთხვევაში, აუდიტის აქტის დამატებით გაგზავნა შესაძლებელია მაკონტროლებელი ორგანოს ან მისი წარმომადგენლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის ალტერნატიულ მისამართზეც. 15. თუ უფლებამოსილი პირის მიერ ვერ ხერხდება ვიდეოკამერით გადაღება ან/და აუდიტის აქტის შევსების შემდეგ ვერ ხერხდება მასზე ელექტრონული შტამპის დასმა, უფლებამოსილმა პირმა უნდა უზრუნველყოს აუდიტის აქტის ამობეჭდვა 2 ეგზემპლარად. 16. თუ მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი ეთანხმება აუდიტის აქტში მოცემულ ინფორმაციას, მაშინ იგი თავის თანხმობას მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში. შესაბამისად, მაკონტროლებელი ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნულს. 17. თუ მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი არ ეთანხმება აუდიტის აქტში მოცემულ ინფორმაციას, იგი ამის შესახებ მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში და ხელმოწერით ადასტურებს. 18. აუდიტის აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მაკონტროლებელ ორგანოს, მეორე ეგზემპლარი რჩება კომპეტენტურ უწყებაში. 19. აუდიტის განხორციელების შემდეგ უფლებამოსილმა პირმა: ა) თავის უშუალო ხელმძღვანელს უნდა მიაწოდოს აუდიტის შედეგების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია ელექტრონულად; ბ) წერილობით მოამზადოს აუდიტის ანგარიში და ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის საშუალებით, მოხსენებითი ბარათით გააგზავნოს კომპეტენტური უწყების ხელმძღვანელ პირთან; გ) მოხსენებით ბარათს თან უნდა ერთოდეს აუდიტის აქტი და აუდიტის დროს მოპოვებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია ან/და მასალა. 20. თუ აუდიტის ჩატარებისას დადგინდა, რომ მაკონტროლებელი ორგანო ვერ ასრულებს მისთვის დელეგირებული უფლებამოსილებით განსაზღვრულ ამოცანებს და დროულად ვერ იღებს შესაბამის ზომებს, კომპეტენტური უწყება დაუყოვნებლივ წყვეტს მაკონტროლებელი ორგანოსთვის უფლებამოსილების დელეგირებას. მუხლი 12🔗. ავტორიზებულ პირთა ვალდებულებები 1. ავტორიზებული პირი ვალდებულია: ა) ითანამშრომლოს კომპეტენტურ უწყებასთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ კომპეტენტური უყწება გაუუქმებს ავტორიზაციას. 2. რეესტრში შეტანილი ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში ავტორიზებული პირი ვალდებულია ცვლილებისთანავე წერილობით აცნობოს კომპეტენტურ უწყებას ამ ცვლილების შესახებ. მუხლი 13🔗. გასაჩივრების წესი კომპეტენტური უწყების გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.