„გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 25.09.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-772
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.023.016877 106
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/09/2024
812 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 15.04.2025 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 30.06.2015 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონული სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 11.05.2018 დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 18.03.2022 ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 17.12.2018

დოკუმენტის ტექსტი

„გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-772 2024 წლის 25 სექტემბერი ქ. თბილისი „გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ ინსტრუქცია“ თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია „გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ“ ინსტრუქცია მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ ინსტრუქცია“ (შემდეგომ – ინსტრუქცია) აწესრიგებს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დასაცავ/დაცულ სურსათთან, სურსათთან შეხებაში მყოფ მასალებთან და ნაკეთობებთან, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელთან, სპირტიან სასმელთან, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტსა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელ მწარმოებელთა ან/და გადამამუშავებელთა ნებისმიერი გაერთიანების ან/და სხვა პირთა გაერთიანების, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა (შემდეგომ − გაერთიანება), მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცედურებს. 2. გარდა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნებისა, გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგი რეგულირდება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. მუხლი 2🔗. მიზანი და გამოყენების სფერო 1. ეს ინსტრუქცია მიზნად ისახავს გაერთიანების მონიტორინგთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას. 2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილების ფარგლებში, გაერთიანების მონიტორინგს ახორციელებს: ა) სურსათის (გარდა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლისა, სპირტიანი სასმლისა, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატისა) შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო; ბ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ღვინის ეროვნული სააგენტო; გ) მაკონტროლებელი ორგანო, კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც კომპეტენტური უწყების მიერ ადმინისტრაციული აქტით მინიჭებული აქვს სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანების შესრულების უფლებამოსილება, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის სურსათის, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის შეფასებისათვის. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 4🔗. ძირითადი პრინციპები უფლებამოსილი პირის მიერ გაერთიანების მონიტორინგი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს: ა) პროფესიული დამოუკიდებლობა – მონიტორინგი უნდა განხორციელდეს დაინტერესებული ჯგუფების გავლენისაგან დამოუკიდებლად; ბ) ობიექტურობა – განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დასკვნების, შეფასებების, მითითებების და/ან სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების დროს დაცული უნდა იქნეს საიმედოობა და მიუკერძოებლობა; გ) სანდოობა – მონიტორინგი უნდა განხორციელდეს სწორად, ზუსტად და თანმიმდევრულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) კონფიდენციალურობა – დაცული უნდა იქნეს გაერთიანებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც შეგროვდა მონიტორინგის განხორციელების მიზნით, მათ შორის, ისეთი ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება შელახოს გაერთიანების წევრთა სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული რეპუტაცია; ე) კეთილსინდისიერება – უფლებამოსილმა პირმა პროფესიული საქმიანობა კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. გაერთიანებასთან და მის წევრებთან მისი ურთიერთობა უნდა იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი, რაც გაერთიანების მხრიდან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიმართ ნდობის ჩამოყალიბების საფუძველი უნდა გახდეს. მუხლი 5🔗. გაერთიანების მონიტორინგის პროცედურები 1. გაერთიანება უფლებამოსილია საქონლის ხარისხის, რეპუტაციისა და ავთენტურობის უზრუნველსაყოფად ჩაატაროს სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული/ბაზარზე განთავსებული საქონლის დასახელების გამოყენების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში კომპეტენტურ უწყებას მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია. 2. გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის დროს შემოწმებული უნდა იქნეს: ა) გაერთიანების მიერ რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის სურსათის, სურსათთან შეხებაში მყოფი მასალებისა და ნაკეთობების, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის ხარისხის, რეპუტაციისა და ავთენტურობის უზრუნველსაყოფად ბაზარზე განთავსებული ამ საქონლის დასახელების გამოყენებაზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგები და, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენტური უწყებისათვის მიწოდებული სათანადო ინფორმაციის მიწოდების სისრულე და დროულობა; ბ) გაერთიანების მიერ რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა ან გეოგრაფიული აღნიშვნისა და მასთან პირდაპირ დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად მიღებული შესაბამისი ზომები; გ) გაერთიანების მიერ მომზადებული საინფორმაციო მასალები და განხორციელებული ღონისძიებები საქონლის დამატებითი ღირებულების მიმნიჭებელი, ამ პროდუქტების მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მომხმარებლისათვის მისაწოდებლად; დ) ის ღონისძიებები, რომლებსაც ახორციელებს გაერთიანება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; ე) ის მიღებული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას, მათ შორის გაერთიანების მიერ ჩატარებული ეკონომიკური ანალიზი და ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის მწარმოებლისათვის მიწოდებული სათანადო ინფორმაცია და გაწეული კონსულტაციები; ვ) ის ზომები, რომელსაც გაერთიანება ახორციელებს საქონლის ღირებულების გასაზრდელად და საჭიროების შემთხვევაში მათ მიერ აღკვეთილი ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის რეპუტაციის დამაზიანებელი ან ამ პროდუქტებისათვის რისკის შემქმნელ ქმედებებთან დაკავშირებით; ზ) გაერთიანების მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების შესრულება. 3. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი გაერთიანებას შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით აძლევს რეკომენდაციას. მუხლი 6🔗. მონიტორინგის აქტის დამტკიცება და შევსება მონიტორინგის აქტის ფორმები და მათი შევსების წესი მტკიცდება: ა) სურსათის (გარდა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლისა, სპირტიანი სასმლისა, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატისა) და სურსათთან შეხებაში მყოფი მასალებისა და ნაკეთობების შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ბ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 7🔗. გასაჩივრების წესი ამ ინსტრუქციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.