“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის" დებულების დამტკიცების შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.01.2006 ძალადაკარგული 12.03.2015
ნომერი
№3/24
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.028.008.067
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 31/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.008.067

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/24

2006 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქარ­თველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელ­მწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზი­დენტის 2005 წლის 10 ნოემბრის №931 ბრძანე­ბულების მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხე­­ლოვ­ნების სახელმწიფო მუზეუმის თანდართული დე­ბუ­ლება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხე­ლოვ­ნების სახელმწიფო მუზეუმი (შემდგომში – მუ­ზეუმი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. მუზეუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონე­ბით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

3. მუზეუმის სახელწოდებაა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ხალხური და გა­მო­­ყე­ნებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.

4. მუზეუმს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები როგორც საქართველოს, ასევე უც­ხოეთის საბანკო დაწესებულებებში, იურიდიული პირი­სათვის დამახასიათებელი ატრიბუტიკა და სხვა რეკვიზიტები.

5. მუზეუმის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, სოლოლაკის ხეივანი №11.

    მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

1. მუზეუმში დაცული საგანძური წარმოადგენს ქვეყ­ნის კულტურულ მემკვიდრეობას, სახელმწიფო საკუთ­რებას, ეროვნული სიმდიდრის შემადგენელ ნაწილს, ერის მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების ერთობლიობას, ხელშეუხებელ ერთიან სამუზეუმო ფონდს.

2. მუზეუმის საქმიანობის პრინციპები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. მუზეუმის ძირითადი ამოცანაა:

ა) სამუზეუმო ფონდის შევსებისა და სრულყოფის მიზნით შეიძინოს ან შემოწირულობა-საჩუქრის სახით შეკრიბოს ხალხური შემოქმედების საუკეთესო ნიმუ­შები;

ბ) დააკომპლექტოს, მოუაროს, დაიცვას, მეცნიერუ­ლად შეისწავლოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ზემოთ და­სახელებულ კულტურულ ფასეულობებს, ფართო სა­ზო­­გადოებრიობას გააცნოს ხალხური შემოქმედების სხვადასხვა დარგის მასალები;

გ) მოაწყოს ექსპოზიციები და დროებითი გამოფენე­ბი;

4. მუზეუმს უფლება აქვს:

ა) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ;

ბ) ითანამშრომლოს ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, კულტურის სფეროს დაწესებულებებთან, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებთან, შე­­მოქ­­მე­დებით კოლექტივებთან და ცალკეულ ხელოვა­ნებთან; შეიმუშაოს კულტურული პროგრამები თავისი საქმიანობის სფეროში, განავითაროს კავშირი უცხოეთის მონათესავე სამუზეუმო და საზოგადოებრივ სამეცნიერო ცენტრებთან;

გ) ჩაატაროს სამეცნიერო სესიები და სემინარები, მოაწყოს, ეთნოლოგიური თუ სხვა სახის ექსპედიციები;

დ) მოაწყოს სტაციონარული ექსპოზიცია და მოძრავი გამოფენები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარ­გლებს გარეთ, აწარმოოს მათი პერიოდული რეექსპო­ზიცია;

ე) ეწეოდეს დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქმია­ნობას თავის სფეროში (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე);

ვ) მოაწყოს და მონაწილეობა მიიღოს კომერციულ ან საქველმოქმედო სამუზეუმო ღონისძიებებში, მათ შორის, გამოფენებში, კონკურსებსა და სხვა ღონის­ძიებებ­ში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;

ზ) გახდეს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს „იკომის“ წევრი;

თ) ფლობდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს საერთაშორისო კონვენციებისა და საქართველოს კანონ­მდებ­ლობის შესაბამისად;

ი) განახორციელოს „მუზეუმების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა;

კ) წარმართოს შრომითი ურთიერთობები სახელშეკ­რულებო საფუძველზე, საქართველოს „შრომის კანონ­თა კოდექსის“ შესაბამისად.

    მუხლი 3. მუზეუმის მართვა და სტრუქტურა

1. მუზეუმის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ მუზეუმის შინაგა­ნაწესისა და არსებული ინსტრუქციების ­შე­სა­ბა­მისად, მათთვის დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში.

3. მუზეუმის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­ტის მინისტრი.

4. მუზეუმის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს მუზეუმის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მუზეუმს ყველა ინსტანციაში, ნიშნავს რწმუნებულებს, გასცემს მინდობილობებს, მუზეუმის სახელით დებს გარიგებებს;

გ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად განაგებს მუზეუმის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე;

დ) საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს. უფლებამოსილია საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს ხელფასების დანამატები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება;

ე) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს მუზეუმის საშტატო ნუსხასა და ხელფასის ფონდს;

ვ) მუზეუმის წინაშე მდგარი რიგი საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები, კომისიები;

ზ) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესსა და სამსახურებრივ ინსტრუქციებს.

    მუხლი 4. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო

1. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო არის მუზეუმის სა­თათ­ბირო ორგანო, რომელიც შედგება მუზეუმის მეც­­ნიერ-თანამშრომლებისა და მოწვეული პირებისაგან.

2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობასა და მის დე­ბულებას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაც­ვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ადგენს და ამტკიცებს მუზეუმის დირექტორი.

3. საბჭო განიხილავს მუზეუმის შემოქმედებითი განვი­თარების გეგმასა და მუზეუმის სამეცნიერო მოღ­ვაწეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

4. საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმის სახით, რომე­­ლიც შესასრულებლად სარეკომენდაციო ხასიათისაა.

    მუხლი 5. სახელმწიფო კონტროლი

1. მუზეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელე­ბული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას.

2. მუზეუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორ­ციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსა­ხორ­ციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორ­მაციის წარმოდგენა.

3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მუზეუ­მის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

    მუხლი 6. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. მუზეუმს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმო­ბით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდე­ბულებებით დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზ­ღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება მუზეუმის ქონე­ბასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეუ­ლებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“და „გ“ქვე­პუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსა­ხორ­ციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინან­სთა სამინისტროს თანხმობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვე­­პუნ­ქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს­თან შეთანხმებას.

    მუხლი 7. საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი

1. მუზეუმის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.

2. მუზეუმი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს და დადგენილ ვადებში წარუდ­გენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

3. მუზეუმის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ და­ნიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 8. მუზეუმის დაფინანსების წყაროები

1. მუზეუმის დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარ­დება მუზეუმის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუზეუმის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

    მუხლი 9. მუზეუმის ქონება

დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, „საჯარო სამართლის იურიდიუ­ლი პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მუზეუმს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

    მუხლი 10. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგე­ნი­ლი წესით.

    მუხლი 11. მუზეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. მუზეუმის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორ­ციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მუზეუმის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქო­­ნება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.