ბორჯომის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.09.2024
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016560 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/10/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.09.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2024 წლის 27 სექტემბერი
ქ. ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის“ მე-5 მუხლის, „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის №452 დადგენილების მე-2 მუხლისა და ამავე დადგენილებით დამტკიცებული „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი
მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება და საგანგებო მართვის ორგანიზება
თავი I
მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება და საგანგებო მართვის ორგანიზება
მუხლი 1🔗.
მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება და საგანგებო მართვის ორგანიზება
1. შესავალი
წინამდებარე საგანგებო მართვის გეგმა არის წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს საგანგებო სიტუაციების მართვის ძირითადი ფაზების (საგანგებო სიტუაციის პრევენცია, საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება) მიხედვით მუნიციპალიტეტის ორგანოს, მისი სამსახურების და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი ორგანიზაციების უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას, მატერიალური რესურსებისა და ადამიანური რესურსების განსაზღვრასა და მართვას. შესაბამისად, მასში დეტალურადაა განსაზღვრული სხვადასხვა ორგანოს ინსტიტუციური ვალდებულებები, მათი რესურსები, საინფორმაციო პროცესები და ყველა ჩართული მხარის ოპერატიული მოქმედებები მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვის მიზნით. ამასთან, სავარაუდო მოვლენებზე საგანგებო სიტუაციებზე განსაზღვრული სცენარების მიხედვით განისაზღვრება შესაძლო საგანგებო სიტუაციები და სახიფათო მოვლენები, რაც საშუალებას იძლევა ჩართულმა მხარეებმა განსაზღვრონ სამომავლო ქმედებები (მომზადებულია UNISDR-ის ტერმინოლოგიის მიხედვით.)
1.2. გეგმის მიზანი
გეგმის მიზანია:
ა) საგანგებო სიტუაციებისაგან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის, მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამშრომელთა დაცვისა და უსაფრთხოების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) ადგილობრივ დონეზე, საგანგებო სიტუაციების მიტიგაციის, მათზე მზადყოფნის, ხოლო მათი განვითარების შემთხვევაში, რეაგირებისა და აღდგენის ღონისძიებების შემუშავება და ორგანიზება;
გ) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გასატარებელი ღონისძიებების, მათი მოცულობის, განხორციელების წესისა და შესრულებაზე პასუხისმგებელი ძირითადი და დამხმარე სუბიექტების ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა;
დ) ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესის ეფექტურად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაძლებლობისა და ვალდებულების ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის საგანგებო დახმარების ფუნქციების მხარდაჭერა;
ე) ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს დროული, კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი იურიდიული საფუძვლის შექმნა.
1.3. სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა შემუშავებულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილების შესაბამისად.
საგანგებო მართვის გეგმა ეფუძნება დანართ №1-ში წარმოდგენილ ნორმატიულ აქტებს. ამავე დროს, მუნიციპალიტეტის მერია, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში გეგმის ეფექტურად განხორციელების მიზნით უფლებამოსილია დადოს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
1.4. საგანგებო მართვის გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები
შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსი;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი;
აღნიშნულ პირებთან ინახება საგანგებო მართვის გეგმის თითო ეგზემპლარი.
1.5 გამოყენებული საერთაშორისო ტერმინოლოგია
წინამდებარე გეგმაში მითითებულ ტერმინებს ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ განმარტებებთან ერთად აქვთ შემდეგი მნიშვნელობა (მომზადებულია UNISDR-ის ტერმინოლოგიის მიხედვით):
საფრთხე –არის სახიფათო მოვლენა, ნივთიერება, ადამიანის ქმედება ან ვითარება, რასაც შეუძლია გამოიწვიოს სიკვდილი, სხეულის დაზიანება, დაავადება ან ჯანმრთელობის გაუარესება, ქონებრივი ზარალი, საარსებო წყაროს დაკარგვა და მომსახურების სფეროს მოშლა, სოციალურ-ეკონომიკური სისტემების რღვევა და გარემოს დაზიანება.
რისკი – არის საგანგებო სიტუაციის ალბათობისა და მისი უარყოფითი შედეგების კომბინაცია.
მოწყვლადობა – არის თემის, სისტემის ან ქონების ისეთი მახასიათებლები და გარემოებები, რომლებიც განაპირობებენ მათ დაუცველობას საფრთხის საზიანო ზემოქმედებისგან. მოწყვლადობის მრავალი ასპექტი არსებობს, რომლებიც განპირობებულია მატერიალური, სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ფაქტორებით.
1.6 მუნიციპალიტეტის აღწერილობა და ზოგადი მონაცემები
ბორჯომის მუნიციპალიტეტი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მდინარეების – მტკვრის და მისი მარჯვენა შენაკადების – ბორჯომულასა და გუჯარეთის წყლის შესართავთან, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ ტყიან (უმეტესად წიწვოვანი) კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მეტრ სიმაღლეზე. თბილისიდან 150 კმ. ქალაქს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენს 1189 კმ²-ს; იგი მდებარეობს სუბტროპიკულ ზონაში. რაიონულ ცენტრს კვეთს მდინარე მტკვარი მუნიციპალიტეტში აღრიცხულია მთავარი მდინარე მტკვარი. კლიმატი მეზობელი რაიონებისაგან განსხვავებით შედარებით თბილია, საშუალო წლიური ტემპერატურა -- მაქსიმალური 36, ხოლო მინიმალური -26 გრადუსია. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 550-800 მმ.
მანძილი დედაქალაქამდე – 150კმ;
უახლოესი პორტი – ფოთის პორტი – 240 კმ;
უახლოესი საკვანძო რკინიგზის სადგური – 32კმ;
უახლოესი აეროპორტი – ქ. ქუთაისის აეროპორტი – 155 კმ.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია წარმოდგენილია 11 ადმინისტრაციულ ერთეულად და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯამური რაოდენობა შეადგენს 24 900-ს.
მუნიციპალური მონაცემების დეტალური აღწერა მოცემულია დანართ №10-ში, ხოლო მუნიციპალიტეტის რუკა, მასზე დატანილი სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებების აღნიშვნით, შეტანილია გეგმის დანართ №11-ში.
1. მუნიციპალური და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შენობების ტიპი და მათი არქიტექტურულ-კონსტრუქციული აღწერა
ბორჯომის მერიის ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს მესხეთის ქ. №5-ში (საკ. კოდი № 64.23.01.620). შენობა არის სამსართულიანი, კაპიტალური ნაგებობა, გადახურულია თუნუქით, შენობაში შეყვანილია წყალი და დენი.
ტერიტორიის აღწერა: ტერიტორია იკავებს დაახლოებით 2 307კვ.მ-ს, იგი შემოფარგლული არ არის.
მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მომსახურე პერსონალის საერთო რაოდენობა არის 126126 თანამშრომელი (მერია, საკრებულო, საგანმანათლებლო რესურსცენტრი, შემოსავლების სამსახური, სოციალური მომსახურების სააგენტო, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტო).
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური, სასიცოცხლო და სტრატეგიული ობიექტების რაოდენობები და სხვა დეტალური ინფორმაცია მითითებულია გეგმის დანართ №10-ში.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკომუნიკაციო (გაზი, ელექტროენერგია და წყალი) საშუალებების რუკები მოცემულია გეგმის დანართ №14- ში.
1.8. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანო და ფუნქციები
საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი შტაბი (შემდგომში – შტაბი) კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სუბიექტების საქმიანობას ადგილობრივ დონეზე.
შტაბი იკრიბება საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას დაუყოვნებლივ.
შტაბის შეკრების მიზანია
მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს: სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა, დასახოს საგანგებო სიტუაციის მიტიგაციის და რეაგირების ღონისძიებები, მათი ეფექტურად გატარების გზები და კოორდინირება გაუწიოს რეაგირების ძალების საქმიანობას.
შტაბი მოქმედებს საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის დონეზე მოსალოდნელ ან შექმნილ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით. თუ არსებული მდგომარეობა ითხოვს რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე ჩარევას, შტაბის შემდგომი მოქმედება ტარდება ზემდგომი უწყებათშორისი ოპერატიული ცენტრის მითითებების საფუძველზე.
შტაბის შეკრებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ერთად ახდენს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტერიტორიული დანაყოფის უფროსი ან მისგან უფლებამოსილი პირი (სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსი).
შტაბის დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო მართვის გეგმით განსაზღვრული ფუნქციების გათვალისწინებით.
შტაბი ოპერატიულ კავშირზეა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მორიგესთან. შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია შტაბის შემადგენლობაში დაამატოს წევრები თავისი შეხედულებით და არსებული აუცილებლობიდან გამომდინარე.
შტაბის ძირითადი ამოცანებია:
ა) ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის ორგანიზება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი ვითარების ანალიზი;
ბ) მართვის პუნქტების მზადყოფნის, შეტყობინებისა და კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის, მატერიალური რეზერვებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიღება-განაწილების ორგანიზება;
გ) მოსახლეობის შეტყობინებისა და დაცვის ორგანიზება;
დ) საგანგებო სიტუაციების ზონის საზღვრების განსაზღვრა, შექმნილი საგანგებო ვითარების მონიტორინგი და პროგნოზირება;
ე)ურთიერთმოქმედება სხვა ოპერატიულ შტაბებთან, სამხედრო ნაწილებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის საკითხებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში _ გადაწყვეტილების მიღება საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სხვა მეზობელი მუნიციპალიტეტებისათვის დახმარების აღმოსაჩენად საკუთარი ძალებითა და საშუალებებით;
ვ) საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის და აღდგენითი სამუშაოების ხელმძღვანელობა და ამ სამუშაოებში შრომისუნარიანი მოსახლეობის ჩაბმის ორგანიზება;
ზ) განიხილოს საგანგებო სიტუაციებისათვის არსებული ფინანსური რეზერვების მობილიზება;
თ) მოსახლეობის ევაკუაციის, ევაკუირებული მოსახლეობის განთავსების, საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ მათი მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ორგანიზება;
ი) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების მასშტაბებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ძალებისა და ტექნიკის დამატებით მოზიდვის მიზნით განაცხადის მომზადება და წარდგენა ზემდგომ ინსტანციებში;
კ) დასახმარებლად შემოსული სამაშველო ძალებისა და საშუალებების რაციონალური განაწილება და მათი საქმიანობის კოორდინირება.
შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები წარმოდგენილია ცხრილ №1-ში.
ცხრილი №1
შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები:
№
ადგილობრივი საგანგებო შტაბის წევრის პოზიცია
თანამდებობის პირი, რომელთანაც შეთავსებულია შტაბის წევრის პოზიცია
შტაბის წევრის ფუნქცია-მოვალეობა
1
შტაბის უფროსი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი
დანართი №2, პუნქტი 1
2
შტაბის უფროსის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში
მერი
დანართი №2, პუნქტი 2
3
შტაბის უფროსის მოადგილე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ხაზით
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს ბორჯომის განყოფილების უფროსი
დანართი №2, პუნქტი 3
4
შტაბის წევრი კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის ხაზით
მერიის ადმინისტრაციული სამსახური
დანართი №2, პუნქტი 4
5
შტაბის წევრი სატრანსპორტო უზრუნველყოფის ხაზით
ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ტრანსპორტის“ დირექტორი
დანართი №2, პუნქტი 5
6
შტაბის წევრი სამედიცინო უზრუნველყოფის ხაზით
ა(ა)იპ „ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის“ დირექტორი
დანართი №2, პუნქტი 6
7
შტაბის წევრი ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის ხაზით
მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი
დანართი №2, პუნქტი 7
8
შტაბის წევრი ენერგომომარაგების უზრუნველყოფის ხაზით
ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი
დანართი №2, პუნქტი 8
9
შტაბის წევრი მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის ხაზით
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის დეპარტამანტის საცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტი
დანართი №2, პუნქტი 9
10
შტაბის წევრი ინფრასტრუქტურა და საგზაო უზრუნველყოფის ხაზით
ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მონიტორინგის და ზედამხედველობის განყოფილების უფროსი
დანართი №2, პუნქტი 10
11
შტაბის წევრი სურსათით და წყლით უზრუნველყოფის ხაზით
შესყიდვების სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი
დანართი №2, პუნქტი 11
12
შტაბის წევრი აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფის ხაზით
ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მონიტორინგის და ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტი
დანართი №2, პუნქტი 12
13
შტაბის წევრი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობასთან საქმიანობის ორგანიზების ხაზით
საქართველოს წითელი ჯვრის ბორჯომის მუნიციპალიტეტის კოორდინატორი)
დანართი №4,
პუნქტი №1,2,6,7,12
1. მუნიციპალიტეტში არსებული ადრეული გაფრთხილების სისტემის აღწერილობა:
ადრეული გაფრთხილების სისტემა ითვალისწინებს მოსახლეობისათვის მოკლეტექსტური შეტყობინებების დაგზავნას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
შტაბის წევრების შეტყობინების სისტემის აღწერა: შტაბის წევრების შეტყობინება ხდება მობილური ტელეფონის საშუალებით დანართი №12-ში წარმოდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით.
მოსახლეობის ინფორმირება ხორციელდება:
1. სოციალური ქსელებით, ადგილობრივი ტელემაუწყებლობისა და პრესის საშუალებებით ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების დახმარებით.
2. ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ელექტრონული საინფორმაციო დაფების საშუალებით.
შეტყობინების დუბლირება ხდება საპატრულო პოლიციის მიერ ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობით.
1.10. ევაკუაცია. მოსახლეობის დაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზება უკეთდება მათ ევაკუაციას (იხ. ევაკუაციის რუკა დანართი №13);
1.11. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო ძალები, მათი ტექნიკა-აღჭურვილობა
საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო ძალები, მათი ტექნიკა-აღჭურვილობა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნუსხა წარმოდგენილია დანართ №7-ში;
1.12. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა
არსებული ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე საგანგებო მართვის გეგმა ითვალისწინებს სპეციალურ მოქმედებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, კერძოდ:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით შენობის ადაპტირება (გასასვლელების, დროებითი თავშესაფრების, შენობიდან ევაკუირებული პირების უსაფრთხო განთავსების ადგილების მოწყობის თვალსაზრისით);
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ზომების დაგეგმვა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს როგორც მათი ინფორმირების, ისე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით.
თავი II
მუნიციპალიტეტის რისკების შეფასება
მუხლი 2🔗.
რისკების შეფასება
2.1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის საფრთხეების ანალიზი
მოსალოდნელი საფრთხეების აღწერა:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის (ადგილის) სეისმური, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური, გეოპოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კლიმატურ-ეკოლოგიური ზოგადი დახასიათების საფუძველზე განისაზღვრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის შემდეგი საფრთხეები: ტყის ხანძარი, წყალმოვარდნა, ქვათა ცვენა და ძლიერი წვიმა;
ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობისთვის განისაზღვრა შემდეგი საფრთხეები: ხანძარი შენობაში და მიწისძვრა.
2.2. საგანგებო სიტუაციის რისკის შეფასება.
2.2.1. რისკის შეფასების დრო: 29.03.2024
2024 წლის 29 მარტს რისკის შეფასების მიზნით ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაიმართა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ფორმატში რისკის შემცირების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და დაინტერესებული პირები. სამუშაო შეხვედრაზე იდენტიფიცირებულ იქნა საფრთხეები და შესაბამისად განსაზღვრულ იქნა რისკები.
2.2.2. რისკის შეფასების მეთოდელოგია: სტატისტიკურ-ალბათური, რომელიც ეფუძნება ისტორიული ანალიზის და, ზოგადად, რისკის თვისებრივ შეფასებას. რისკის შემცირების ჯგუფის მიერ 10-10 ქულიანი სისტემებით შეფასებულ იქნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ბუნებრივი მოვლენები და შეფასებისას გათვალისწინებულ იქნა ამ მოვლენების მოხდენის ალბათობები და ზეგავლენა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობისათვის დადგინდა რისკის ქულები ხარისხობრივი შეფასების გზით. იხილეთ შესაბამისად ცხრილები №2 და №3 მოძიებულ იქნა პირველადი ინფორმაცია (სტიქიური მოვლენების ქრონოლოგია, შედეგების დეტალები და გამომწვევი მიზეზები) და მოხდა საგანგებო სიტუაციის საფრთხეთა იდენტიფიცირება. ამ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა საგანგებო ან ყურადსაღები ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ იმ პოტენციურად პრობლემატურ ტერიტორიებზე, სადაც საფრთხეების დეტალურად შესწავლის მიზნით საჭიროა შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა და საფუძვლიანი შეფასების ჩატარება.
1. რისკის შეფასების შედეგები და აღწერა
ა) მუნიციპალიტეტის მასშტაბით იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შესაბამისად:
ცხრილი №2
№
საფრთხე
ალბათობა
ზეგავლენა
საერთო ქულა
1
ტყის ხანძრები
10
10
100
2
წყალმოვარდნა
8
9
72
3
ქვათაცვენა
7
6
42
4
ძლიერი წვიმა
8
3
24
ბ) ადმინისტრაციული შენობისთვის იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შესაბამისად:
ცხრილი №3
№
საფრთხე
ალბათობა
ზეგავლენა
საერთო ქულა
1
ხანძარი
7
4
28
2
მიწისძვრა
4
3
12
თავი III
რისკების აღწერილობა/სცენარი
მუხლი 3🔗.
გამოვლენილი რისკების განვითარების სცენარები და თითოეული სცენარისათვის პრევენციის, მზადყოფნისა და აღდგენის ღონისძიებები
რისკების აღწერილობა/სცენარი
ქვემოთ ჩამოთვლილ დანართებში მოცემულია გამოვლენილი რისკების განვითარების სცენარები და თითოეული სცენარისათვის შესაბამის დანართებში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები
დანართი №3 – ტყის ხანძრები;
დანართი №4 – წყალმოვარდნა;
დანართი №5 – ქვათაცვენა;
დანართი №6 – ძლიერი წვიმა.
თავი IV
გეგმის დანართები
მუხლი 4🔗.
გეგმის დანართები
გეგმის დანართები წარმოდგენილია ცხრილი №4-ის სახით:
ცხრილი №4
№
დანართის დასახელება
1
საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი
2
შტაბის წევრები, საგანგებო შტაბის წევრების ფუნქციონალური მოვალეობები
3
რისკი №1 – ტყის ხანძრები – სცენარი, მოცემულია სრული 4 ფაზით
4
რისკი №2 -წყალმოვარდნა – სცენარი, მოცემულია სრული 4 ფაზით
5
რისკი №3 – ქვათაცვენა- სცენარი, მოცემულია სრული 4 ფაზით
6
რისკი №4 – ძლიერი წვიმა – სცენარი, მოცემულია სრული 4 ფაზით
7
მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ძალები (ტექნიკა და აღჭურვილობა)
8
ქალაქში (მუნიციპალიტეტში) არსებული მძიმე ტექნიკის, სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების ჩამონათვალი და რაოდენობა.
9
საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციაში ჩართული ორგანოების ძირითადი და დამხმარე ამოცანები
10
მუნიციპალიტეტის დეტალური აღწერილობა
11
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საფრთხეების რუკა
12
შეტყობინების სქემა
13
საევაკუაციო რუკები
14
საკომუნიკაციო საშუალებების რუკები
14.1
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (PDF-ფაილი)
15
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა (PDF-ფაილი, ელ. ვერსია)