„შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მაისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №327 |
|
2024 წლის 3 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა და 162-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის“ (შემდგომში – კონცეფცია) მე-9 მუხლის, 151 მუხლისა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დაეკისროს ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულება და განისაზღვროს ელექტროენერგიის სექტორში უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლად, ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლად და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლად 2026 წლის 1 ივლისამდე:
1. ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის – სს „თელასის“ სალიცენზიო არეალში – შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406312690).
2. ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის – სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სალიცენზიო არეალში – სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405460594).“.
|