საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.10.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №85
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.017262 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/10/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.10.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ ,,დელტას” შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 30.05.2005
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ 'დელტას' დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №85
2024 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №164 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №40 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ (შემდგომში – ცენტრი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სრული სახელწოდება არის: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“. ცენტრი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას.
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
3. ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, კანონები, კანონქვემდებარე აქტები და წინამდებარე დებულება.
4. ცენტრი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
5. სამინისტროს თანხმობით, ცენტრი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
6. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით, სატიტულო ბლანკი და შტამპები.
7. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, 0169, მნათობის ქ. №73.
მუხლი 2🔗. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები
ცენტრთან შექმნილია შემდეგი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები – საჯარო სამართლის იურიდიული პირები (შემდგომ – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება):
ა) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი;
ბ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი;
გ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი;
დ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი;
ე) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი;
ვ) ინსტიტუტი „ოპტიკა“.
მუხლი 3🔗. ცენტრის მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. ცენტრის მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ქვეყანაში არსებული ვადაგასული, გამოუყენებელი საბრძოლო მასალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის:
ა.ა) მიღებისთანავე მეორადი პროდუქციის მიხედვით დახარისხება;
ა.ბ) ვარგისიანობისა და ღირებულების წინასწარი საექსპერტო შეფასების ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ა.გ) უტილიზაცია;
ა.დ) რეალიზება;
ა.ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვაგვარი გამოყენება;
ბ) ფეთქებადი ნივთიერებების (მათ შორის, უტილიზებული) გადამუშავება სამხედრო და სამრეწველო დანიშნულებისათვის;
გ) საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნიკისა და აღჭურვილობის შექმნა, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი, კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) მრეწველობაში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ნაკეთობების სერიული ათვისებისა და წარმოების ორგანიზება და/ან მონაწილეობის მიღება ასეთ საქმიანობაში;
ე) სამხედრო-სამრეწველო დანიშნულების სპეციალური ობიექტების დაპროექტება და მშენებლობის ორგანიზება;
ვ) საჯავშნე მასალების შექმნა, ცოცხალი ძალის უსაფრთხოებისა და სპეციალური ობიექტების დაცვითი სისტემების სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ზ) სპეციალური სამხედრო-ტექნიკური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური პროცესების მაკონტროლებელი და მზომი – მეტროლოგიური დანიშნულების ხელსაწყოების შექმნა და წარმოების ორგანიზება;
თ) სპეციალური დანიშნულების ოპტიკური და ელექტრონული ხელსაწყო-დანადგარების, სისტემებისა და მათი აღჭურვილობის შექმნა-დანერგვა, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი;
ი) სამხედრო ობიექტებისა და შენობა-ნაგებობების დაცვის სპეციალური სისტემების შემუშავება, დანერგვა, მომსახურება და რემონტი;
კ) სამხედრო-სასწავლო ტრენაჟორების დამუშავება, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი;
ლ) საპოლიგონო გამოცდების მეთოდოლოგიური და აპარატული უზრუნველყოფა;
მ) ფეთქებადი ნივთიერებების, იარაღის, საბრძოლო მასალის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნიკის და მათი მაკომპლექტებელი ელემენტების შეძენა-შენახვა, ტრანსპორტირება, რეალიზაცია, კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) სამხედრო თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ორგანიზაციების საკვლევი, საცდელ-საკონსტრუქტორო და საწარმოო-ტექნოლოგიური ბაზის შესაძლებლობების შესწავლა და სათანადო წინადადებების მომზადება;
ო) ჰუმანიტარული განაღმვითი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა და კოორდინაცია;
პ) ცენტრის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის (მათ შორის, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის) კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტურობის შემოწმება, ცენტრისთვის მართვის უფლებით გადაცემული იურიდიული პირების მართვა და კონტროლი მესაკუთრის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;
ჟ) ქვეყანაში ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების საქმიანობასთან დაკავშირებული სისტემების დამუშავება, მოდერნიზება, შექმნა, დანერგვა და მართვა;
რ) სამინისტროს მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება.
2. ცენტრი თავისი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე:
ა) მონაწილეობს შესაბამისი სამინისტროების, გაერთიანებების, საწარმოების, სამეცნიერო-საკონსტრუქტორო და საპროექტო ორგანიზაციების ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებული წინადადებების განხილვაში;
ბ) მონაწილეობს იმ წინადადებათა შემუშავებაში, რომლებიც ეხება ოპტიკის, ელექტრონიკის, სპეციალური ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, წარმოებასა და ექსპლუატაციას;
გ) ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკურ საწარმოებსა და ორგანიზაციებში, ახალი ტექნიკის შექმნის საკითხებში, შეიმუშავებს პრიორიტეტულ მიმართულებებს და შესაბამის სახელმწიფო პროგრამებს სათანადო უწყებებთან ერთად;
დ) მონაწილეობს იმ წინადადებათა შემუშავებაში, რომლებიც ეხება შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის შექმნის, წარმოებისა და ექსპლუატაციის დარგში სხვა ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს გამოუყენებელი, ვადაგასული ან ექსპლუატაციიდან გამოსული შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის და საბრძოლო მასალების მეორადი გამოყენების (რემონტის, აღდგენის), ლიკვიდირების ან უტილიზაციის შესახებ შესაბამის სტრუქტურებთან შეთანხმებულ და დამტკიცებულ ნომენკლატურასა და სახეობაზე;
ვ) ამტკიცებს და გასცემს ტექნიკურ დავალებებს, გეგმებს სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულებაზე;
ზ) ატარებს ცენტრში შექმნილი და დამზადებული შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის საცდელი ნიმუშების (კომპლექსების, სისტემების), სერიული პროდუქციის, აგრეთვე მაკომპლექტებელი ნაკეთობებისა და მასალების გამოცდებს, მონაწილეობს მათ სახელმწიფო გამოცდებში, ამზადებს ტექნიკურ დოკუმენტაციას მათ მისაღებად შეიარაღებაში და ახორციელებს სერიულ წარმოებაში დანერგვას კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების, დამზადებული საცდელი ნიმუშების და სერიული პროდუქციის შესაბამისობას სახელმწიფო სტანდარტების, სახელმწიფო შემკვეთის ტექნიკური დავალებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებთან;
ი) კანონმდებლობის ფარგლებში ახორციელებს ტექნიკურ ზედამხედველობას (შეიმუშავებს რეკომენდაციებს) სამხედრო დანიშნულების ფეთქებად ნივთიერებებთან დაკავშირებული სამუშაოების ტექნოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
კ) ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავებისა და პროდუქციის სერიულ წარმოებაში გადაცემის შემთხვევაში, სახავს და კომპეტენტურ ორგანოებთან ათანხმებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვასთან დაკავშირებულ სათანადო ღონისძიებებს;
ლ) უზრუნველყოფს ცენტრის მიერ შემუშავებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის პატენტუნარიანობას;
მ) მონაწილეობს ქვეყნის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის გამოფენების ორგანიზაციასა და გამართვაში;
ნ) ამოცანების განხორციელებისას, დადგენილი წესის შესაბამისად, იყენებს ქვეყნის სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო ორგანიზაციების პოტენციალს;
ო) მონაწილეობს ქართული სამხედრო და სპეციალური ტერმინოლოგიის შემუშავებაში, სახელმწიფო სტანდარტების ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში და მასთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტაციის შემუშავებასა და პრაქტიკაში დანერგვაში;
პ) გამოსცემს პერიოდულ სამხედრო-ტექნიკურ ჟურნალსა და სპეციალურ ლიტერატურას;
ჟ) სახელშეკრულებო საწყისებზე იღებს მონაწილეობას სახელმწიფო პროგრამების შესრულებაში;
რ) ორგანიზებას უწევს და მონაწილეობას იღებს სამეცნიერო ფორუმებში (კონფერენცია, სემინარი, კონგრესი, ყრილობა), მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
ს) უფლება აქვს ცენტრის საქმიანობის სფეროს ფარგლებში ჩაატაროს ექსპერტიზა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ექსპერტიზის ჩატარების წესსა და საექსპერტო მომსახურების ტარიფებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი);
ტ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ცენტრი ახორციელებს სპორტულ-გამაჯანსაღებელ საქმიანობას;
უ) ახორციელებს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებისა და მომსახურების მართვას;
ფ) ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელების, სამხედრო მრეწველობის განვითარების, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოების მიზნებიდან გამომდინარე, სამინისტროსთან შეთანხმებით, საკუთარი ქონების ბაზაზე, ისე, რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე, დააფუძნოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კერძო სამართლის იურიდიული პირი, საწარმოში შეიძინოს წილი/აქციები, ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას;
ქ) ასრულებს სამინისტროს მიერ განსაზღვრულ დავალებებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული შემოსავლებითა და სახსრებით წარმოებულ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციას/მომსახურებას სამინისტროს აწვდის ანაზღაურების გარეშე.
მუხლი 4🔗. ცენტრის მართვა
1. ცენტრის განვითარების მიმართულებებს, სამუშაო გეგმებს, წლიური ბიუჯეტის პროექტს და/ან მათში შესატან ცვლილებებსა და ანგარიშებს ამტკიცებს ცენტრის გენერალური დირექტორი (შემდგომში – გენერალური დირექტორი) მინისტრთან შეთანხმებით.
2. ცენტრს უშუალოდ და ერთპიროვნულად მართავს გენერალური დირექტორი, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება მინისტრის ბრძანებით. გენერალური დირექტორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად.
3. გენერალური დირექტორი:
ა) ასრულებს ცენტრის წარმომადგენლობით ფუნქციას და პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობის სწორი წარმართვისათვის;
ბ) მართავს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს ფუნქციებსა და საკურატორო სფეროებს გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს, მოადგილეებს, სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოსამსახურეებს შორის;
დ) წარმოადგენს ცენტრს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს ცენტრის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს ცენტრის ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს წარმომადგენლობით მინდობილობებს, ხსნის ანგარიშებს ბანკში, ასრულებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფუნქციებს;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს, მოადგილეებს, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსებსა და სხვა მოსამსახურეებს (მათ შორის, ახორციელებს შრომითი ხელშეკრულებების დადებას, შრომითი ურთიერთობის შეჩერებას და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას);
ვ) ახორციელებს ცენტრის მოსამსახურეების, მივლინებაში/შვებულებაში გაშვებას, წყვეტს მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს;
ზ) პასუხს აგებს ცენტრის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ გამოყენებაზე და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;
თ) უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ი) ამტკიცებს ცენტრის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს სამინისტროსთან შეთანხმებით;
კ) ახორციელებს თანამდებობრივი სარგოს კატეგორიების მინიჭებას თანამდებობის დაკავებისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნების, მოსამსახურის კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევების, მუშაობის გამოცდილების და შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგების მიხედვით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ლ) პასუხისმგებელია ცენტრის ამოცანების შესრულებაზე, საქმიანობაში სახელმწიფო საიდუმლოების სათანადო რეჟიმის უზრუნველყოფაზე;
მ) სპეციალური დავალებების შესასრულებლად, უფლებამოსილია ცენტრში შექმნას დროებითი მიზნობრივი ჯგუფები და ამ ჯგუფებში სამუშაოდ მოიწვიოს სპეციალისტები, დადგენილი წესით;
ნ) უფლებამოსილია ცენტრში დასაქმებულ პირებზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დააწესოს სახელფასო დანამატი საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე, 28-ე და 30-ე მუხლებით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, რომელიც დაკავშირებულია ცენტრის ან/და სამინისტროს საქმიანობასთან;
ო) უფლებამოსილია ცენტრის ბიუჯეტის ფარგლებში, მოსამსახურეებისთვის განსაზღვროს საათობრივი ან ნორმირებული ანაზღაურება, ხოლო შტატგარეშე მომუშავე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე ნორმირებული, საათობრივი, ნამუშევარი საათების შესაბამისი ან შესრულებული სამუშაოების შესაბამისი ანაზღაურება, კანონმდებლობის შესაბამისად;
პ) სამინისტროს თანხმობით, უფლებამოსილია განსაზღვროს მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისათვის და დანამატებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტები;
ჟ) მინისტრთან შეთანხმებით უფლებამოსილია განახორციელოს ცენტრის სამოქალაქო პერსონალისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემა, ცენტრისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში;
რ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს, ცენტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ცენტრის საკუთარი შემოსავლების ფარგლებში დაფინანსების შესახებ;
ს) ახორციელებს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. გენერალური დირექტორის მივლინებაში წარგზავნა და შვებულებაში გაშვება ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
5. გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება საშტატო ნუსხით.
6. გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული გენერალური დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
7. გენერალურ დირექტორს უფლება აქვს განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილების დელეგირება პირველი მოადგილისთვის ან/და მოადგილისთვის.
მუხლი 5🔗. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება
ცენტრის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს:
ა) თანამდებობრივ სარგოს;
ბ) სახელფასო დანამატს;
გ) ფულად ჯილდოს.
მუხლი 6🔗. სამეცნიერო-ტექნიკური საბჭო
1. ცენტრთან სათათბირო ორგანოს სტატუსით მოქმედებს სამეცნიერო-ტექნიკური საბჭო, რომლის წევრები არიან ცენტრის წამყვანი სპეციალისტები.
2. სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა სათანადო უწყებების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, მოწვეულმა მეცნიერებმა და სპეციალისტებმა.
3. სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს შემადგენლობას ყოველწლიურად ამტკიცებს გენერალური დირექტორი.
მუხლი 7🔗. ცენტრის სტრუქტურა
1. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაცია;
ა.ა) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
ა.ბ) საქმისწარმოების სამმართველო;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;
დ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი;
ე) იურიდიული დეპარტამენტი;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;
ზ) ლოჯისტიკის დეპარტამენტი;
თ) უსაფრთხოების დეპარტამენტი;
ი) საკონსტრუქტორო დიზაინის კვლევების და განვითარების დეპარტამენტი;
კ) უტილიზაციის და სპეცმომსახურების დეპარტამენტი;
ლ) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტი;
მ) შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი;
ნ) ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი;
ო) საინჟინრო და ტექნოლოგიური პროცესების დეპარტამენტი;
პ) პროექტების მართვის დეპარტამენტი;
ჟ) კომუნიკაციების და პროტოკოლის სამსახური;
რ) I საწარმო;
ს) II საწარმო;
ტ) III საწარმო;
უ) IV საწარმო;
ფ) V საწარმო.
2. ცენტრის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი. სტრუქტურული ქვედანაყოფის მიმართ დასახული ამოცანებიდან გამომდინარე, გენერალურ დირექტორს უფლება აქვს შეითავსოს ან თავის პირველ მოადგილეს/მოადგილეს შეუთავსოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ვაკანტური თანამდებობა.
3. ცენტრის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში იქმნება ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთეულები, რომლებიც განისაზღვრება ცენტრის საშტატო განრიგით.
4. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფის/მისი ერთეულის დებულებას, სამუშაო ინსტრუქციას ან/და სხვა შესაბამის აქტებს ამტკიცებს გენერალური დირექტორი.
მუხლი 8🔗. ადმინისტრაცია
1. ადმინისტრაციის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ცენტრის საქმიანობის ადმინისტრირება, ორგანიზაციული უზრუნველყოფა და კოორდინაცია;
ბ) ცენტრის განვითარების პროცესში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
გ) ცენტრის ადამიანური რესურსებისა და საქმისწარმოების მართვა;
დ) გენერალური დირექტორის, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების საქმიანობის ადმინისტრირება;
ე) საჯარო ინფორმაციისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ვ) ცენტრის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება;
ზ) სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების განხილვა და მათზე რეაგირება;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
2. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ადამიანური რესურსების პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა და შემუშავება;
ბ) ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;
გ) სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების მოზიდვა, მათი პროფესიული განვითარებისა და შენარჩუნების ხელშეწყობა;
დ) ცენტრის ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერა;
ე) უფლებამოსილების ფარგლებში, ცენტრის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
ვ) ცენტრის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;
ზ) ცენტრის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა/განხორციელება;
თ) მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების მომზადება/განახლება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა;
ი) მოსამსახურეთა სტაბილურობის, მოძრაობის და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების შემუშავება, პერიოდული ანალიზი და შეფასება;
კ) სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია/უზრუნველყოფა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
3. საქმისწარმოების სამმართველო
საქმისწარმოების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ცენტრში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება და საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება;
ბ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების პროექტებისა და წინადადებების შემუშავება/დანერგვა;
გ) ცენტრის ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო/არასაიდუმლო) უზრუნველყოფა და არქივის მართვა;
დ) დადგენილი წესით ცენტრის სახელზე შემოსული და ცენტრიდან გასული კორესპონდენციის (საიდუმლო/არასაიდუმლო) მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და დროულად მიწოდება ადრესატისათვის;
ე) ხელმოსაწერად წარსადგენი/გასაგზავნი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი;
ვ) საქმეთა ნომენკლატურის (საიდუმლო/არასაიდუმლო) შემუშავება; საქმეთა შენახვისა და ჩამოწერის ორგანიზება;
ზ) მოთხოვნის შემთხვევაში დაცული დოკუმენტების მოძიება, გაცნობის უზრუნველყოფა. ასლის დამზადება და გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) წარმოებადასრულებული საქმეების მიღება, აღრიცხვა და შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
მუხლი 9🔗. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
ბ) ცენტრის საჭიროებიდან გამომდინარე, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება;
გ) ცენტრის კომპიუტერული ტექნიკის და ლოკალური კომპიუტერული ქსელის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ) ახალი პროგრამებისა და სისტემების შესახებ მომხმარებლის ინსტრუქციების შემუშავება;
ე) ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში ხარვეზების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრა და უწყვეტი მონიტორინგი;
ვ) კრიტიკული სისტემების სარეზერვო ასლების უზრუნველყოფა;
ზ) მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სხვა საკაბელო მეურნეობით ცენტრის სტრუქტურული ერთეულების უზრუნველყოფა;
თ) სათვალთვალო კამერების ნორმალური ფუნქციონირების მონიტორინგი;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
მუხლი 10🔗. შიდა აუდიტის დეპარტამენტი
შიდა აუდიტის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ცენტრის საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი;
ბ) ცენტრის წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;
გ) ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მონიტორინგი;
დ) ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ცენტრის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ცენტრის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან საჭირო ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და არსებული რისკების ანალიზი;
ე) ცენტრის პერსონალის მიერ ფუნქცია-მოვალეობების, შრომითი ხელშეკრულების პირობებისა და შინაგანაწესის ჯეროვნად შესრულების მონიტორინგი;
ვ) სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ცენტრის სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა დაცვისა და გამოყენების კონტროლი;
ზ) სარეკომენდაციო წინადადებების მომზადება გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით და მის შესრულებაზე მონიტორინგი;
თ) ცენტრში მოქმედი პროექტების მიმდინარეობაზე საზედამხედველო და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
ი) ცენტრის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, არსებითი უზუსტობებისაგან დაცვისა და ბუღალტრული აღრიცხვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციასთან შესაბამისობისობის უზრუნველყოფის მიზნით;
კ) ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის ეფექტურობის და ეფექტიანობის ზრდა: ეფექტური კონტროლის სისტემის შექმნა დარღვევების, ფინანსური უზუსტობების და ცენტრის საქმიანობის არაეფექტურად წარმართვის პრევენციისთვის;
ლ) აუდიტორული პროცესების და პროცედურების ჯეროვნად დაგეგმვა და შესრულება ცენტრში არსებული დარღვევების, ფინანსური უზუსტობების და ცენტრის საქმიანობის არაეფექტურად წარმართვის დროულად აღმოსაჩენად;
მ) მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი, სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება და დისციპლინური საქმისწარმოება;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
მუხლი 11🔗. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი
საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ცენტრის მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესწავლა და ორგანიზაციის ფინანსური პოლიტიკის შემუშავება;
ბ) ცენტრის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
გ) დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვისა და შესრულების ანალიზი;
დ) საერთაშორისო პროგრამების/პროექტების ფინანსური დაგეგმვა და შესრულება;
ე) პროდუქციის და მომსახურების ნორმატიული თვითღირებულების შედგენის სამუშაოების ორგანიზება და მართვა;
ვ) ფასების მასივის ფორმირება, გასაცემი ფასების მონაცემთა ბაზების ფორმირება;
ზ) შრომითი, ენერგო და მატერიალური დანახარჯების ნორმატიულ მონაცემთა ბაზების შექმნა ნაკეთობების მიხედვით;
თ) ნორმატიული და კრებსითი კალკულაციების შედგენა და გასაცემი ფასების დადგენა;
ი) შესრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვის ანგარიშის მომზადება;
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
მუხლი 12🔗. იურიდიული დეპარტამენტი
იურიდიული დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) ცენტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში მომზადებული სამართლებრივი აქტების/პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
დ) ცენტრის სამართალშემოქმედებითი საქმიანობა და მასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება/უზრუნველყოფა/შესრულება;
ე) კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების (დაკავშირებული ცენტრის საქმიანობასთან, მიზნებთან და ამოცანებთან) შესახებ გენერალური დირექტორისა და ცენტრის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
ვ) სპეციალური მინდობილობის/რწმუნებულების საფუძველზე, ცენტრის წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან, აგრეთვე, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
მუხლი 13🔗. სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი
სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვის ორგანიზება და განხორციელება;
ბ) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად ელექტრონული ტენდერის პროცედურების ჩატარება;
გ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადება;
დ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) ხელშეკრულების კონტროლზე უფლებამოსილი პირების ინფორმაციის საფუძველზე, სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებლებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა, ხოლო მიმწოდებლის მიერ ნებაყოფლობით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად, გარანტორისაგან საგარანტიო პირობების შესრულების მოთხოვნა;
ვ) ცენტრის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სახელმწიფო წლიური გეგმის პროექტის შედგენა/კორექტირება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე ანგარიშგების მიზნით, სათანადო ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში;
თ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების (გარდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებისა) აღრიცხვის წარმოება;
ი) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ მონაცემთა სააღრიცხვო ელექტრონული ბაზების წარმოება;
კ) სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებების, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების, მათი შესრულების თაობაზე შესაბამისი მონაცემებისა და დაკავშირებული დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
მუხლი 14🔗. ლოჯისტიკის დეპარტამენტი
ლოჯისტიკის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფების საჭირო მასალებით, მაკომპლექტებელი, მზა ნაკეთობებით, ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით და სხვა ინვენტარით უზრუნველყოფა;
გ) ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე, ცენტრის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, ძირითადი საშუალებების და გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივების განახლების დაგეგმვა - განხორციელება;
დ) ტექნიკის, დანადგარების, მოწყობილობებისა და სხვა ქონების სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვა/უზრუნველყოფა;
ე) ცენტრის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, საინჟინრო-საავტომობილო ტექნიკის ექსპლუატაციისა და რემონტის ორგანიზება;
ვ) მატერიალური ფასეულობების მოთხოვნების ანალიზი და დროული რეაგირება;
ზ) სასაწყობო მეურნეობის მუშაობის ორგანიზება და მონიტორინგი;
თ) ცენტრის ბალანსზე არსებული ტერიტორიების და შენობა-ნაგებობების მდგომარეობის მონიტორინგი, მათი მოვლა-პატრონობისათვის საჭირო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
ი) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესრულებაში მონაწილეობის მიღება და კონტროლი;
კ) ცენტრის ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ლ) ცენტრის უზრუნველყოფა ენერგორესურსებით, მათი აღრიცხვა, ხარჯვაზე კონტროლი და ეფექტური გამოყენება;
მ) ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური აღრიცხვა;
ნ) ცენტრის შენობა-ნაგებობების საექსპლუატაციო მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში;
ო) ცენტრის სარგებლობაში არსებული ტერიტორიის დასუფთავება;
პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
მუხლი 15🔗. უსაფრთხოების დეპარტამენტი
უსაფრთხოების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ცენტრის ადმინისტრაციული და სხვა შენობების, აგრეთვე სხვა ობიექტების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) ცენტრის ტერიტორიაზე დისციპლინის დარღვევის, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, ცენტრის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტებით და კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) ცენტრის საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
დ) ცენტრის ტერიტორიაზე, შენობა-ნაგებობებში და მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსამსახურეთა და სხვა პირთა, აგრეთვე ავტომანქანებისა და სხვა საშუალებების გადაადგილების წესების დაცვა;
ე) უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის/გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ცენტრის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
მუხლი 16🔗. საკონსტრუქტორო დიზაინის კვლევების და განვითარების დეპარტამენტი
საკონსტრუქტორო დიზაინის კვლევების და განვითარების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამეცნიერო, კვლევითი, საცდელი და საკონსტრუქტორო სამუშაოების ჩატარება ახალი ტიპის ტექნიკის და სხვა ნაკეთობების შემუშავების პროცესში;
ბ) წარმოების პროცესის საკონსტრუქტორო მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
გ) ახალი პროდუქციის სერტიფიცირების შესაბამისი სამუშაოების ჩატარება;
დ) საბრძოლო მასალების აღჭურვის ტექნოლოგიური რეგლამენტების დამუშავება;
ე) სპეცწარმოების ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა;
ვ) სპეცდანადგარების, მცირე კონსტრუქციების, მოწყობილობების, ცალკეული დეტალების და სამარჯვების დამზადება;
ზ) სპეცდანადგარების ხელსაწყოების კონსტრუქციების მონტაჟი წარმოებებში და ლაბორატორიებში;
თ) საკონსტრუქტორო დიზაინის კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტში შრომის დაცვის, უსაფრთხოების წესებისა და მოთხოვნების განხორციელება და კონტროლი;
ი) საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, საცდელი და საკონტროლო სროლითი გამოცდების ჩატარება როგორც დახურულ ლაბორატორიულ ასევე, ღია საპოლიგონე პირობებში;
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
მუხლი 17🔗. უტილიზაციისა და სპეცმომსახურების დეპარტამენტი
უტილიზაციისა და სპეცმომსახურების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სახის ნაღმებსა და ფეთქებად საბრძოლო ნარჩენებზე ჩატარებული სამუშაოების კოორდინაცია;
ბ) ნაღმებისა და ფეთქებადი საბრძოლო ნარჩენებისაგან გასუფთავებული ტერიტორიების ინსპექტირება და მისი შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის დადგენილი წესით მიღება-გადაცემა;
გ) ომის ფეთქებადი ნარჩენებითა და ნაღმებით დაბინძურებული ტერიტორიების ტექნიკური გამოკვლევისა და შეფასების მართვა/კოორდინაცია;
დ) ჰუმანიტარული განაღმვითი საქმიანობის ხარისხის მართვა, რაც მოიცავს: სამუშაოს მიმდინარეობის ხარისხის დამოწმებას (QA) და ხარისხის კონტროლს (QC);
ე) საქართველოს ტერიტორიაზე ჰუმანიტარულ-განაღმვითი საქმიანობის ინფორმაციის მართვის სისტემის იმპლემენტაცია, რაც გულისხმობს „ინფორმაციის მართვის სისტემის განაღმვითი სამუშაოებისთვის“ ანუ IMSMA-ს მუშაობის უზრუნველყოფას;
ვ) არსებული ჩამოწერილი, ვადაგასული და ზენორმატიული შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების, ასევე აუფეთქებელი საბრძოლო მასალების დემილიტარიზაცია და უტილიზაცია;
ზ) შესაბამისი მიმართულების პროექტების მართვა, მუშაობის ორგანიზება, მონიტორინგი და კოორდინაცია;
თ) უტილიზაციის სამუშაოების დაგეგმვა, უზრუნველყოფა, განხორციელება. უტილიზაციის შედეგად მიღებული ფეთქებადი ნივთიერებების, დენთების და პირონარევების გადამუშავება/განადგურება;
ი) სადემილიტარიზაციო სამუშაოების დაგეგმვა/ჩატარება;
კ) შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების/მოთხოვნების დაცვა;
ლ) აკრედიტაცია/სერტიფიცირება, კომპეტენციის ფარგლებში;
მ) ფეთქებადი ნივთიერებებისა და დენთის სინთეზი და ანალიზი;
ნ) საბრძოლო მასალებში არსებული ფეთქებადი ნივთიერებების ვარგისიანობის დადგენა/შეფასება;
ო) სპეცმომსახურების გაწევა კომპეტენციის ფარგლებში;
პ) სადემილიტარიზაციო ბაზაზე მიღებული და საუტილიზაციო სამუშაოების შედეგად დარჩენილი ჯართის დახარისხება და არსებული წესით რეალიზაციისთვის მომზადება;
ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
მუხლი 18🔗. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტი
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ქვეყანაში სეტყვასაწინააღმდეგო საქმიანობასთან დაკავშირებული სისტემების დამუშავება, მოდერნიზება, შექმნა, დანერგვა, ოპერირება და მართვა;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
მუხლი 19🔗. შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი
შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ცენტრში შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და მართვის სისტემის დანერგვა;
ბ) ცენტრის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მარეგულირებელი დოკუმენტების განახლება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) უბედური შემთხვევების მოკვლევაში მონაწილეობა;
დ) ლიცენზიის მფლობელის ვალდებულების ფარგლებში, ბირთვული და რადიაციული მასალების მონიტორინგი;
ე) კონტროლი მომეტებული საშიშროების ობიექტებზე ფეთქებად, ხანძარსაშიშ და საშემდუღებლო სამუშაოების ჩატარებისას შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე;
ვ) წინადადებების შემუშავება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში თანმიმდევრული პრევენციისა და მათზე რეაგირების შესაბამისი მოთხოვნების უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე;
ზ) ცენტრის ყველა ობიექტისათვის სახანძრო საგუშაგოების, სახანძრო დაფების რაოდენობის, მათი დაკომპლექტების და ადგილმდებარეობის განსაზღვრა;
თ) ცენტრის ყველა ობიექტისა და შენობისთვის საევაკუაციო და ხანძრისქრობის გეგმების შედგენა;
ი) სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე ინსტრუქციებისა და წინადადებების შემუშავება;
კ) ავარიის ლიკვიდაციისა და ლოკალიზაციის გეგმების შედგენაში მონაწილეობა;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
მუხლი 20🔗. ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი
ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) წარმოების პროცესთან, საბოლოო პროდუქტის შექმნასთან და მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა პროცესის მონიტორინგი/კონტროლი;
ბ) სტანდარტებთან, ტექნიკურ პირობებთან, საპროექტო-საკონსტრუქტორო დოკუმენტაციასთან, დამტკიცებულ ნიმუშებთან (ეტალონებთან) და ხელშეკრულებებთან შეუსაბამობების გამორიცხვის მიზნით, ცენტრში დამზადებული, გარემონტებული და მოდერნიზებული პროდუქციის, ცენტრის მიერ შეძენილი პროდუქციის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;
გ) გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, სამინისტროს სისტემის ობიექტების ეკო-ქიმიური მონიტორინგი, სარემედიაციო სამუშაოების და გარემოს დაცვის საკითხებში რეკომენდაციების გაცემა;
დ) ფეთქებადი ნივთიერებებისა და დენთის სინთეზი. საბრძოლო მასალებში არსებული ფეთქებადი ნივთიერებების ვარგისიანობის დადგენა, შეფასება;
ე) ცენტრის მიერ განსახორციელებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის, საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის და ხარისხის და ხარვეზის აღმოფხვრის მონიტორინგი;
ვ) დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი, პროდუქციის დაპროექტების, წარმოების, რემონტის და მოდერნიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრში ხარისხის სისტემის დანერგვის, სრულყოფის და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
მუხლი 21🔗. საინჟინრო და ტექნოლოგიური პროცესების დეპარტამენტი
საინჟინრო და ტექნოლოგიური პროცესების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ახალი ნაკეთობების მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებისა და მათი წარმოებაში ჩაშვების ხელმძღვანელობა და კონტროლი;
ბ) ნაკეთობის ტექნოლოგიური დამუშავების კონტროლი; საწარმოების ტექნიკური სამსახურების მიერ დამუშავებული ტექნიკური დოკუმენტაციის დამტკიცება;
გ) წარმოების პროცესში ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა;
დ) საწარმოების მიერ ნაკეთობის კონსტრუქციის, რეგულირებისა და აწყობის საკითხების ხელმძღვანელობა;
ე) სპეც.აღჭურვილობისა და ინსტრუმენტის პროექტირების და დამზადების ხელმძღვანელობა;
ვ) რეკონსტრუქციისა და ტექნიკური გადაიარაღების საკითხებში შესაბამისი წინადადებების მომზადების ორგანიზება, რომელიც წარმოიქმნება ახალი ტექნიკის დანერგვასთან დაკავშირებით;
ზ) ახალი ნაკეთობებისა და პროცესების შემოტანისას დირექტიული ტექნოლოგიური მასალებისა და საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის შემუშავებისა და დანერგვის ხელმძღვანელობა;
თ) მექანიკური დამუშავების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის ხელმძღვანელობა;
ი) წარმოებაში მიმდინარე ყველა ნაკეთობის ტექნოლოგიური დაგეგმარების განხორციელება;
კ) ძირითადი, დამხმარე მასალებისა და ინსტრუმენტების ნორმების მონიტორინგი;
ლ) საწარმოო პროცესების ტექნიკური მომზადების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება;
მ) საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის ტექნოლოგიურობაზე და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
მუხლი 22🔗. პროექტების მართვის დეპარტამენტი
პროექტების მართვის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) პროექტების ორგანიზება, დაგეგმვა და მართვა;
ბ) ახალი საპროექტო შესაძლებლობების და შეთავაზებების შესწავლა;
გ) მიმდინარე პროექტების მონიტორინგი და კოორდინაცია;
დ) საპროექტო შეთავაზებების მომზადების პროცესში დამკვეთებთან ინტენსიური კომუნიკაცია ტექნიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებში;
ე) პროექტებთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) პროექტების ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
ზ) პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების დროულად შესრულების უზრუნველყოფა;
თ) პროექტების მართვის და მონიტორინგის პროცესში მოსალოდნელ რისკებზე დროული რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი მექანიზმის შედგენა და ხელმძღვანელი პირისთვის წარდგენა;
ი) დამკვეთთან პერიოდული კომუნიკაცია გადაცემული პროდუქციის შეფასების მიღების მიზნით;
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
მუხლი 23🔗. კომუნიკაციების და პროტოკოლის სამსახური
კომუნიკაციების და პროტოკოლის სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის შემუშავება;
ბ) საზოგადოებისთვის ცენტრის, მასთან არსებული ინსტიტუტებისა და ცენტრის წილობრივი მონაწილეობით მოქმედ კერძო სამართლის იურიდიულ პირთა საქმიანობისა და მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდება/მიწოდების უზრუნველყოფა;
გ) ცენტრის საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, მათ შორის, პრესრელიზების, საინფორმაციო და ვიზუალური მასალის მომზადება და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება/გავრცელების უზრუნველყოფა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრის ღონისძიებების (პიარ-საპროტოკოლო) დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა;
ე) ცენტრის თანამშრომელთა სავიზო მომსახურების ორგანიზება;
ვ) ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა და სხვადასხვა სოციალური ქსელის მართვა;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
მუხლი 24🔗. I საწარმო
I საწარმოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სპეციალური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის, წნეხფორმების, ტვიფრების, საგამოცდო სტენდების და სხვა დანიშნულების სამარჯვი-მოწყობილობების დამზადება, გამოცდა და ექსპლუატაციაში გადაცემა;
ბ) ხის და ლამინატის მასალებით საოფისე და სხვადასხვა დანიშნულების ნაკეთობების წარმოება და მონტაჟი;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
მუხლი 25🔗. II საწარმო
II საწარმოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ახალი ტიპის ტექნიკის/დანადგარის/დეტალის და სხვა ნაკეთობების აწყობა, კაპიტალური რემონტი, სხვადასხვა სახის ექსპერიმენტალური სამუშაოების ჩატარება და საგამოცდო ჩვენების ჩატარება;
ბ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და აქსესუარების დამზადება/გამოცდა;
გ) ტექნიკის სავალი ნაწილის მოდერნიზაცია;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
მუხლი 26🔗. III საწარმო
III საწარმოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მედლების, მედალიონების, კოინების, სამკერდე ნიშნების და სხვა ნაკეთობების დამზადება/აწყობა შემუშავებული ტექნოლოგიური პროცესის შესაბამისად;
ბ) მანქანათმშენებლობის, საავიაციო და სამხედრო დანიშნულების ტექნიკის დეტალების დამუშავება;
გ) ჯავშანფურცლებისგან, არალითონებისაგან და ლითონებისგან დამზადებული ფურცლების ჰიდროჭრა;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
მუხლი 27🔗. IV საწარმო
IV საწარმოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საწარმო პროცესების მეტალურგიული მხარდაჭერა და მეტალურგიული მიმართულებით სამეცნიერო, კვლევითი, საცდელი და საკონსტრუქტორო სამუშაოების ჩატარების პროცესში მონაწილეობა;
ბ) წარმოების საჭირო ნამზადებით, ნაჭედებით და სხმულებით უზრუნველყოფა;
გ) დეტალების, ნამზადების თერმული და გალვანური დამუშავება და შეღებვა;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
მუხლი 28🔗. V საწარმო
V საწარმოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ფურცლოვანი მასალისგან ნამზადების, ნატვიფრი დეტალების, ნორმალების, რიტმული და კომპლექსური დამზადება და საწარმოს ძირითადი ნაკეთობების კვანძების აწყობა შედუღებით;
ბ) ფოლადის და ალუმინის დეტალების და კვანძების სხვადასხვა ტიპის შედუღება;
გ) ფურცლოვანი მასალისგან რთული კონფიგურაციის დეტალების ტვიფრვა;
დ) ფოლადის ბაგირების ბოლოების სხვადასხვა დანიშნულების და კონფიგურაციის ბუნიკებში სტანდარტული ჩამაგრება;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
მუხლი 29🔗. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო არის სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ცენტრის საქმიანობის კანონიერებასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას.
3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. ცენტრი ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს სამინისტროს.
5. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით და კანონით გათვალისწინებული წესით შეიძლება განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილების მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების განსახორციელებლად აუცილებელია, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 30🔗. ცენტრის ქონება და სახსრები
1. ცენტრის ქონება არის ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ქონება.
2. ცენტრის ქონება შედგება:
ა) საკუთარი შემოსულობით შეძენილი ქონებისგან;
ბ) სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებით შეძენილი ქონებისგან;
გ) სახელმწიფოს მიერ სარგებლობაში გადაცემული ქონებისაგან.
3. ცენტრის ქონების განკარგვა ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ცენტრის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;
გ) გრანტების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები;
ე) საქველმოქმედო შემოწირულობები;
ვ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
5. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტისა.
6. სამინისტროს გადაწყვეტილებით, ცენტრის საკუთარი შემოსავლების (ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრები) ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს ცენტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
7. ცენტრი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
8. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 31🔗. საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
1. ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.