2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის ფორმირების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №47/2024 |
|
2024 წლის 5 ოქტომბერი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ღ” ქვეპუნქტისა და და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში დამატებით შეიყვანება კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ის ამომრჩევლები, რომლებიც არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა (7 ოქტომბრის ჩათვლით) დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა (7 ოქტომბრის ჩათვლით) რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში, თუ მათ აქვთ იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და მათი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ანდა მათი რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით გაურკვეველია. ამ პირთა ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში აღინიშნება შესაბამისი საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობა ან საქართველოს საკონსულო დაწესებულება საკონსულო აღრიცხვის/საარჩევნო რეგისტრაციის მითითებით. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის ფორმირების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის ფორმირების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.10.2024.
- როდის იქნა მიღებული „2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის ფორმირების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ“?
- „2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის ფორმირების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 05.10.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №47/2024. სარეგისტრაციო კოდი — 010190020.15.008.016761.
- რამდენი მუხლისგან შედგება „2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის ფორმირების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის ფორმირების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.10.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის ფორმირების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ“, №47/2024, 05.10.2024, სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016761 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6285657/