ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 28.10.2024
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №09
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016395 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 29/10/2024
927 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 31.07.2024 მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 30.10.2024 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 28.04.2017 ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოძრაობის მარშრუტების, მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 22.08.2024 ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 05.06.2024

დოკუმენტის ტექსტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის დადგენის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2024 წლის 28 ოქტომბერი ქ. ბათუმი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის ტარიფები ადმინისტრაციული ერთეულების შესაბამისად, შემდეგი ოდენობით: კირნათის ადმინისტრაციული ერთეული სოფელი კირნათი 1,00 ლარი სოფელი მარადიდი 1,00 ლარი სოფელი შუშანეთი 1,00 ლარი მაჭახელას ადმინისტრაციული ერთეული სოფელი ზედა ჩხუტუნეთი 1,60 ლარი სოფელი ჩიქუნეთი 1,60 ლარი სოფელი ქედქედი 1,00 ლარი აჭარისწყლის ადმინისტრაციული ერთეული სოფელი კიბე 1,00 ლარი  სოფელი კაპნისთავი 1,00 ლარი  სოფელი აჭარისწყალი - ევგენიძეები 1,00 ლარი  შარაბიძეების ადმინისტრაციული ერთეული სოფელი ზედა ერგე 1,00 ლარი სოფელი ზემო ჯოჭო 1,00 ლარი სოფელი ქვედა ჯოჭო 1,00 ლარი სოფელი ხელვაჩაური 0,70 ლარი სოფელი ზანაქიძეები 0,70 ლარი სოფელი შარაბიძეები 0,70 ლარი  თხილნარის ადმინისტრაციული ერთეული სოფელი აგარა 1,00 ლარი სოფელი ზედა თხილნარი 1,00 ლარი სოფელი თხილნარი 1,00 ლარი სოფელი მახო სიმონეთი 1,00 ლარი სოფელი მურმანეთი 1,00 ლარი  ჭარნალის ადმინისტრაციული ერთეული სოფელი ჭარნალი 0,60 ლარი სოფელი ზედა ჭარნალი 1,00 ლარი სოფელი ჭარნალი 1,00 ლარი სოფელი ახალსოფელი 1,00 ლარი ორთაბათუმის ადმინისტრაციული ერთეული სოფელი ორთაბათუმი 0,50 ლარი სოფელი კაპრეშუმი 0,80 ლარი სოფელი მასაურა 0,80 ლარი სოფელი ყოროლისთავი 0,80 ლარი სოფელი აგარა 0,80 ლარი სოფელი წინსვლა 0,80 ლარი სოფელი სალიბაური 0,50 ლარი სოფელი სალიბაური სამება 0,60 ლარი  ახალშენის ადმინისტრაციული ერთეული სოფელი ახალშენი მიქელაძეები 0,60 ლარი სოფელი ზედა ახალშენი 0,60 ლარი სოფელი სამება 0,60 ლარი სოფელი სამება (II საჯარო სკოლის მიმართულება) 0,60 ლარი სოფელი განახლება 0,60 ლარი სოფელი ახალშენი წინსვლა 0,60 ლარი სოფელი ჯიბინაური 0,60 ლარი სოფელი ახალშენი (დასახლება გორა) 0,60 ლარი სოფელი ახალშენი (ფერისცვალების ეკლესია) 0,60 ლარი  ფერიის ადმინისტრაციული ერთეული სოფელი ფერია განახლება 0,50 ლარი სოფელი მნათობი ახალშენის მეურნეობა 0,50 ლარი მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული სოფელი ქვედა განთიადი 0,50 ლარი სოფელი მახინჯაური (გოგირდის აბანო) 0,50 ლარი სოფელი ზედა განთიადი 0,50 ლარი სოფელი შუა მახინჯაური 0,50 ლარი მუხლი 2🔗 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფის შეღავათიანი ფასდაკლებით (50%) სარგებლობის უფლება მიეცეთ: ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებსა და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე პირს/მხარდამჭერს; ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს; გ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს; დ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს; ე) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ავტორიზებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები. მუხლი 3🔗 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) სამგზავრო გადაყვანისას უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ: ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული საბავშვო ბაღების თანამშრომლებს, რომლებსაც ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანება“; ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული საჯარო სკოლების მასწავლებლებს. მუხლი 4🔗 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) მგზავრთა რეგუ­ლა­რული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით სამგზავრო ტარიფების, ასევე ფასდაკლების სისტემის მგზავრობის საფასურის მოკრებას უზრუნველ­ყოფს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ (ს/კ 245445200) მიერ განსაზღვრული უფლებამო­სილი სუბიექტი (ან მისი ქვეკონტრაქტორი), რომელიც გადახდის სისტემის მოწყობის ფარგ­ლებ­ში ასევე უზრუნველყოფს ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალის­წინე­ბული მგზავრებისთვის სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას. მუხლი 5🔗 ამ დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიებით მოსარგებლე პირების მიმართ გასაცემი შესაბამისი სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემის აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს მონაცემთა ბაზები, რომელთა მიმართაც უნდა ჰქონდეს წვდომა შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ და შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტს (ან მის კონტრაქტორს). მუხლი 6🔗 ამ დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისთვის (ან მისი კონტრაქტორისთვის) და შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ არანაკლებ თვეში ერთხელ, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ სუბიექტებს: ა) ამ დადგენილების მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით და მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და აზალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას; ბ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – ა(ა)იპ „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებას“; გ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ან/და სოციალური მომსახურების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს; დ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას. მუხლი 7🔗 ამ დადგენილების მე-6 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის გაცვლა შესაბამის სუბიექტებს შორის განხორციელდება მათ შორის შეთანხმებული ფორმით და პირობებით. მუხლი 8🔗 შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი (ან მისი კონტრაქტორი) შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა) ბარათის დაბლოკვას ან უფასო და შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის უფლების გაუქმებას. მუხლი 9🔗 სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემის, აღდგენის, დაბლოკვის, განბლოკვის და ბარათთან დაკავშირებულ სხვა პირობებს განსაზღვრავს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი (ან მის, კონტრაქტორი) შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტთან“ შეთანხმების საფუძველზე. მუხლი 10🔗 შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“, ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ინფორმაცია ამ დადგენილებით განსაზღვრული უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ. მუხლი 11🔗 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ ამ დადგენილების მე-10 მუხლის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სტანდარტული ოდენობის შესავსებად თანხების ანაზღაურება. მუხლი 12🔗 დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზ ირემაძე