მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 30.10.2024
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.103.016442 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/10/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
707 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 05.06.2024 სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 31.07.2024 ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 16.05.2024 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 16.05.2024 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 02.08.2024

დოკუმენტის ტექსტი

მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2024 წლის 30 ოქტომბერი დაბა მესტია მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა და „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას, სამგზავრო ტარიფები: 1.  მესტიასა და ლენჯერის ადმინისტრაციულ ერთეულში – მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით; 2. ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციული ერთეულიდან დაბა მესტიამდე – მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 8.00 ლარის ოდენობით; 3. ნაკრის ადმინისტრაციული ერთეულიდან  დაბა  მესტიამდე – მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 7.00 ლარის ოდენობით; 4. ლახამულის ადმინისტრაციული ერთეულიდან  დაბა  მესტიამდე – მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 6.00 ლარის ოდენობით; 5. ფარის ადმინისტრაციული ერთეულიდან  დაბა  მესტიამდე – მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 5.00 ლარის ოდენობით; 6. ეცერის ადმინისტრაციული ერთეულიდან დაბა   მესტიამდე – მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 4.00 ლარის ოდენობით; 7. ბეჩოსა და ცხუმარის ადმინისტრაციული ერთეულიდან დაბა მესტიამდე – მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 3.00 ლარის ოდენობით; 8. ლატალის ადმინისტრაციული ერთეულიდან დაბა  მესტიამდე – მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 2.00 ლარის ოდენობით. მუხლი 2🔗 1. მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე უფასო მგზავრობის უფლება მიენიჭოთ მესტიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. 2. მესტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე შეღავათიანი პირობით (უფასო ტარიფი) ისარგებლონ მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა ზოგადსაგანმანათლებლო (სკოლებში)   და სპორტულ დაწესებულებებში  გადაადგილების დანიშნულებით მგზავრობისას. მუხლი 3🔗 1. მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგაზვრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი გადახდის სიტემის მოწყობის ფარგლებში, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული მგზავრებისთვის, სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებას. 2. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს მიენიჭოს უფლებამოსილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელ უფლებამოსილ სუბიექტთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება. მუხლი 4🔗 1. ამ დადგენილების  მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირების და სხვა მგზავრთა მგზავრობა ხორციელდება უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული სატრანსპორტო ბარათების  მეშვეობით. 2. სატრანსპორტო ბარათების დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით ბარათის გამცემს მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ბარათის გამცემის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა. მუხლი 5🔗 1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე გასაცემი სატრანსპორტო ბარათის გაცემის აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს მონაცემთა ბაზები, რომელზეც წვდომა უნდა ჰქონდეთ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას ან/და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს ან/და  ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტს. 2. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სარგებლობის მიზნით გასაცემი სამგზავრო პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათის მისაღებად მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთან წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 6🔗 1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირთა მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისათვის (ბარათის გამცემი) ან/და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ან/და მესტიის  მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირისათვის შესაბამისი ინფორმაციის პერიოდულად მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ დაწესებულებებს: ა) ამ დადგენილების მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს; ბ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს განათლების სამინისტროსა და შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გაცვლა შესაბამის სუბიექტებს შორის განხორციელდება მათ შორის შეთანხმებული ფორმით და პირობებით. მუხლი 7🔗 ამ დადგენილების 1-ელი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული ტარიფები ჩაირიცხოს მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ანგარიშზე. მუხლი 8🔗 მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ვალდებულია ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ინფორმაცია ფაქტობრივად გადაყვანილ (მათ შორის, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე) მგზავრთა რაოდენობის შესახებ. მუხლი 9🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე