“შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი" დადგენილი წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის №62 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შსახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№40/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.140.000.22.035.008.151
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 19, 10/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.140.000.22.035.008.151

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №40/ნ

2006 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის   21 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის №62/ნ ბრძანებით (სსმ III, 2003 წ., №23, მუხ. 215) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) ,,თავი IV-ის” სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თავი IV. დაავადებებისა და დეფექტების ნუსხა, რომლებიც წარმოადგენენ 18 წლამდე ასაკის პირთათვის ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” და ,,სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე’’ დადგენის საფუძველს გადამოწმების ვადები”;

ბ) მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-17 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17

1. დაავადებების და დეფექტების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას, განისაზღვრება დანართი №1-ის შესაბამისად.

2. ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვისათვის“ სხვა პირის მუდმივ დახმარებაზე საჭიროების განსაზღვრისას, ამ სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტში (ფორმა IV- 50/4) კეთდება ჩანაწერი – ,,სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე.’’.

გ) ინსტრუქციას დაემატოს დანართი №1 შემდეგი რედაქციით:

         ,,დანართი №1

დაავადებების და დეფექტების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას

1. ნერვული სისტემის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებები და დაზიანებები, ფსიქიკური დარღვევები:

ა) მყარი მოძრაობითი დარღვევები (ერთი ან მეტი კიდურის დაბლა ან ღრმა პარეზი; ორი ან მეტი კიდურის ზომიერად გამოხატული პარეზი; მყარი გენერალიზებული ჰიპერკინეზები, ორმაგი ათეტოზის, ქორეო-ათეტოზის ტიპის; კოორდინაციის მნიშვნელოვანი დარღვევები), რომლებიც შენარჩუნებულია 2 და მეტი თვის განმავლობაში;

ბ) ზურგის ტვინის დაზიანებით განპირობებული მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის გამოხატული დარღვევები:

ბ.ა) შარდის შეუკავებლობა (რეფლექტორული, პარადოქსული, ტოტალური);

ბ.ბ) მოშარდვის აქტის დარღვევა (შარდის ბუშტის მუდმივი დრენირება ურეთრიდან კათეტერით ან ბოქვენზედა ფისტულით, შარდის გამოყოფა ურეთროკუტანეოსტომიის ან ნეფროსტომიის დახმარებით);

ბ.გ) განავლის ტოტალური შეუკავებლობა;

ბ.დ) დეფეკაციის აქტის დარღვევა (სრულებით არ არსებობს – სწორი ნაწლავის დაცლა ოყნებით და სხვა მეთოდებით).

გ) მყარი თერაპიულად რეზისტენტული კრუნჩხვები (ხშირი გენერალიზებული – თვეში 5 შეტევაზე მეტი, ხშირი მცირე ან პარციალური ეპილეფსიური შეტევები, პოლიმორფული, რეზისტენტული ანტიკონვულსანტებით თერაპიის მიმართ);

დ) შიზოფრენია და სხვა ენდოგენური ფსიქოზები (გახანგრძლივებული ფსიქოტური მდგომარეობები 6 და მეტი თვის ხანგრძლივობით).

ე) მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, რომელსაც თან ერთვის სმენის, მხედველობის, მეტყველების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, სხვა ორგანოების მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევები და ქცევის პათოლოგიური ფორმები;

ვ) სხვადასხვა გენეზის ოლიგოფრენია ან ჭკუასუსტობა, რომელიც შეესაბამება ღრმა, მძიმე ან საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხს.

2. მხედველობის ორგანოების დაავადებები და დაზიანებები:

ა) მხედველობის სიმახვილის მყარი დაქვეითება უკეთმხედველ თვალში 0,04 და ნაკლები (კორექციით), ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება უკეთმხედველ თვალში 100-მდე, ფიქსაციის წერტილიდან ყველა მიმართულებით.

3. შინაგანი ორგანოების და სისტემების დაავადებები და დაზიანებები:

ა) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები გულის შეგუბებითი უკმარისობის II და მეტი ხარისხით, ან გამოხატული ქრონიკული ჰიპოქსემია;

ბ) სუნთქვის ორგანოების დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები სუნთქვის II და მეტი ხარისხის უკმარისობით;

გ) ბრონქული ასთმა, მძიმე მიმდინარეობის (ჰორმონოდამოკიდებული);

დ) ფილტვების ქრონიკული ტუბერკულოზი, გამოხატული ინტოქსიკაციით, ან სუნთქვის II და მეტი ხარისხის უკმარისობით;

ე) დამოუკიდებელი სუნთქვის შეუძლებლობა ტრაქეოსტომიული მილის გარეშე ხორხისა და სასულის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებების დროს;

ვ) კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის ან სანაღვლე გზების დაავადებები და განვითარების მანკები, საჭმლის მონელების ან/და ღვიძლის ფუნქციის მყარი, მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევებით (ღვიძლის ციროზები, ქრონიკული აგრესიული ჰეპატიტი, წყლულოვანი დაავადებები ხშირი რეციდივებით, ტერმინალური ილეიტი და სხვა);

ზ) თირკმლების და შარდგამომყოფი ორგანოების დაავადებები და განვითარების მანკები, თირკმლების II ხარისხის ქრონიკული უკმარისობით.

4. ორთოპედიული და ქირურგიული დაავადებები:

ა) ხერხემლისა და გულმკერდის III-IV ხარისხის დეფორმაცია, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციის მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევით, ან სუნთქვის II ხარისხის უკმარისობით, ან სისხლის მიმოქცევის II ხარისხის უკმარისობით;

ბ) საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები, პათოლოგიური მდგომარეობები, განვითარების მანკები (პოლიართრიტი, კოლაგენოზი, მძიმე ფორმის ოსტეომიელიტი და სხვა), რომლებიც იწვევენ არანაკლებ ორ კიდურზე სახსრების III ხარისხის ფუნქციონალურ უკმარისობას, გადაადგილების და თვითმომსახურების მნიშვნელოვან მოშლას;

გ) ორი ან მეტი კიდურის თანდაყოლილი განუვითარებლობა, ფუნქციის მყარად გამოხატული მნიშვნელოვანი მოშლით;

დ) ერთი ან მეტი კიდურის უქონლობა ნებისმიერ დონეზე;

ე) კუჭის ტოტალური ან წვრილი ნაწლავის 2/3 რეზექცია, ნაწლავთა ქრონიკული შეხორცებითი გაუვალობა მრავლობითი ფისტულებით, რომელიც განსაზღვრულ ვადაში არ ექვემდებარება კორექციას, ხელოვნური საყლაპავი, გასტროსტომა;

ვ) განავლისა და შარდის მუდმივი შეუკავებლობა, განავლოვანი, შარდ-განავლოვანი და შარდ-სასქესო ფისტულები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ქირურგიულ მკურნალობას განსაზღვრულ ვადაში.

5. ონკოლოგიური დაავადებები:

ა) ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების II სტადია, კომბინირებული ან კომპლექსური მკურნალობის შემდეგ;

ბ) ინკურაბელური ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები.

6. ენდოკრინული დაავადებები:

ა) შაქრიანი დიაბეტი (ინსულინდამოკიდებული ფორმა);

ბ) იცენკო-კუშინგის დაავადება (გამოხატული ჰიპერტენზია, ოსტეოპოროზი, რომელიც იწვევს ძვლების მოტეხილობებს);

გ) თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა (ადისონის დაავადება, ტოტალური ადრენალექტომიის შემდგომი მდგომარეობა, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი დისფუნქცია); თანდაყოლილი და შეძენილი ჰიპოთირეოზის მძიმე ფორმა; ჰიპოპარათირეოზი; IV სტადიის გაცხიმოვნება;

დ) ენდემიური ჩიყვი კრეტინიზმით.

7. სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები:

ა) მწვავე და ქრონიკული ლეიკოზი, მიელოლეიკოზი;

ბ) ლიმფოგრანულომატოზი;

გ) სისხლწარმოქმნის თანდაყოლილი და შეძენილი ჰიპო-  და აპლასტიური მდგომარეობები (ჰემოგლობინი 100გ/ლ ნაკლები, თრომბოციტები 100 ათასზე ნაკლები 1 მმ³, ლეიკოციტები 4 ათასზე ნაკლები 1 მმ³);

დ) ქრონიკული თრომბოციტოპენიური პურპურა (ვერლჰოფის დაავადება), უწყვეტი რეციდიული მიმდინარეობით, მძიმე ჰემორაგიული კრიზებით (თრომბოციტების რიცხვი სისხლში 50 ათასი და ნაკლები 1 მმ³).

8. თანდაყოლილი და შეძენილი იმუნოდეფიციტური მდგომარეობები:

ა) აგამა (ჰიპოგამაგლობულინემია), პლაზმური იმუნოგლობულინების ჯამური კონცენტრაციის დაქვეითებით 300 მგ/ლ-მდე ან იმუნოგლობულინების დონის დაქვეითებით 200 მგ/ლ-მდე 1 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში;

ბ) ქრონიკული გრანულომატოზული დაავადება; ქრონიკული სეპტიკური მდგომარეობა, მათ შორის, ფილტვების, ღვიძლის და სხვა ორგანოების აბსცესით; E – ჰიპერიმუნოგლობულინემიის სინდრომი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის, ფილტვების, ღვიძლის და სხვა ორგანოების მორეციდივე „ცივი” აბსცესის თანხლებით, სისხლის შრატში E – იმუნოგლობულინის 1000 KED/ლ-ზე მეტი კონცენტრაციით;

გ) აივ – ინფექციის გაშლილი სურათი.”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი" დადგენილი წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის №62 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შსახებ"?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება “შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი" დადგენილი წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის №62 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შსახებ" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.02.2006.
როდის იქნა მიღებული “შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი" დადგენილი წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის №62 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შსახებ"?
“შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი" დადგენილი წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის №62 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შსახებ" მიღებულია 09.02.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №40/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470.140.000.22.035.008.151.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი" დადგენილი წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის №62 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შსახებ"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი" დადგენილი წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის №62 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შსახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.02.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი" დადგენილი წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის №62 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შსახებ", №40/ნ, 09.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 470.140.000.22.035.008.151 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.02.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63004/