ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამესრალში მდებარე ქუჩისათვის დავით სოსლანის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე

მიღების თარიღი 01.11.2024
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-93. 93243062
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016024
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 06/11/2024
179 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ლელიანში მდებარე ქუჩისათვის იოანე ნათლისმცემელის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 97% 02.08.2024 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის მესამე ქუჩისათვის დავით აღმაშენებლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 06.10.2023 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაინდროვალში მდებარე ქუჩისათვის დავით გურამიშვილის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 13.01.2025 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის დავით აღმაშენებლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 13.01.2025 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის ჰერეთის ქუჩის (ცენტრალური ქუჩა) მესამე შესახვევისათვის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 07.06.2024

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამესრალში მდებარე ქუჩისათვის დავით სოსლანის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ-93. 93243062 2024 წლის 1 ნოემბერი ქ. ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამესრალში მდებარე ქუჩისათვის დავით სოსლანის  სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1ივნისის №239 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით:  მუხლი 1🔗 მიენიჭოს დავით სოსლანის სახელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამესრალში (ლელიანის ადმინისტრაციული ერთეული) მდებარე ქუჩას, თანდართული რუკის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3🔗 ეს განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად.  მუხლი 4🔗  განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.  მუხლი 5🔗  განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24. საკრებულოს თავმჯდომარე                                                              კარლო ჯამბურია