საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 08.09.1997
ძალის დაკარგვა 28.01.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №488
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 17, 30/09/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 4 აქტით
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 01.04.2017
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 19.07.2002
- საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 26.05.2002
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 09.05.1999
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 03.09.1996
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანებულება (1)
⚖️ სასამართლო გადაწყვეტილებები (2)
- გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციული 27.05.2019
- გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციული 14.02.2019
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №488
1997 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის თანახმად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 3 სექტემბრის №577 ბრძანებულება.
პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო არის საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლისა და „აღმასრულებელ ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემულ უფლებებისა და მოვალეობების ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფ მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში.
2. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სამინისტროს კომპეტენცია განეკუთვნება: კომპლექსური მაკროეკონომიკური საფინანსო პროგნოზირება და ანალიზი, საგადასახადო, საბაჟო და საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებ და განხორციელება, ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა დ შესრულების საქმიანობის ორგანიზება, საბიუჯეტო პროცესის მართვა და კონტროლი, საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის საკითხებზე ნორმატიული აქტების შემუშავება, სახელმწიფო შემოსავლების მობილიზაცია და სახაზინო სამსახურის მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების გაცემა, შემოსავლებისა და ხარჯებისადმი ოპერატიული კონტროლის დაწესება, უცხოური საინვესტიციო რესურსების მოზიდვა და ქვეყანაში ინვესტიციური პოლიტიკის ფინანსური მხარდაჭერა, სახელმწიფო ქონების გამოყენებასთან დაკავშირებულ ფინანსურ საკითხთა მართვაში მონაწილეობა, სახელმწიფო ვალებთან, სახელმწიფო გარანტიებთან და სახელმწიფო სავალო პრეტენზიებთან დაკავშირებული საკითხების მართვა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობების მართვა და რეგულირება, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირება და რეგლამენტირება, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა.
3. სამინისტრო ხელმძღვანელობს ქვეყანაში საჭირო ფინანსური ბაზის შექმნის სამუშაოებს, შეიმუშავებს ფისკალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტებს. საქართველოს კონსტიტუციისა და „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განიხილავს წინადადებებს ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ორგანოების მიერ შემუშავებული ბიუჯეტების შეწონასწორების შესახებ.
4. სამინისტრო, ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები, საგადასახადო ინსპექცია, საბაჟო დეპარტამენტი, მხარეების, ქალაქებისა და რაიონების საფინანსო ორგანოები, აგრეთვე სამინისტროს დაქვემდებარებული სხვა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და ორგანიზაციები შეადგენენ ქვეყნის ერთიან საფინანსო სისტემას, რომელსაც ხელმძღვანელობს და მართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
5. სამინისტროს სისტემა შედგება სამინისტროს აპარატისაგან, რომელიც იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მომსახურე სახაზინო საწარმოებისაგან.
6. სამინისტროს დაქვემდებარებაში შედიან საგადასახადო ინსპექცია, საბაჟო დეპარტამენტი და სახაზინო დეპარტამენტი, რომელთა ხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
7. სამინისტროს სისტემაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები, ქალაქებისა და რაიონების საჯარო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს საფინანსო სამსახურები ექვემდებარებიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და იმყოფებიან ორმაგ დაქვემდებარებაში.
8. სამინისტროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
9. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ბეჭედი სახელმწიფო გერბითა და წარწერით „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო“.
10. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 380062, ი. აბაშიძის ქ. №70.
11. სამინისტროს რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
II. სამინისტროს ამოცანები
სამინისტროს ამოცანებია:
1. საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ქვეყნის საფინანსო სისტემის მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირების ღონისძიებათა განხორციელები
2. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პერსპექტიული განვითარების ძირითადი მიმართულებებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმების ფარგლებში საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართულებათა განსაზღვრა, აგრეთვე შესაბამისი საფინანსო პროგრამების
შემუშავება და განხორციელება.
3. საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის თაობაზე წინადადებათა შემუშავება კანონმდებლობის სრულყოფისათვის.
4. საქართველოს კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე საბიუჯეტო სისტემის ერთიანობის პრინციპებიდან გამომდინარე საბიუჯეტო პროცესის მიმდინარეობის ხელმძღვანელობა და მეთოდოლოგიური საქმიანობის განხორციელება ავტონომიური რესპუბლიკების ქალაქებისა და რაიონების საბიუჯეტო მოწყობის საკითხების მოგვარებისათვის.
5. საგადასახადო და საბაჟო სამსახურების მეშვეობით საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო აქტებით დამტკიცებული გადასახადების, სავალდებულო გადასახდელების, მოსაკრებლებისა და სხვა სახელმწიფო შემოსავლების მობილიზაცია და მისი კონტროლის უზრუნველყოფა.
6. სამინისტროს აპარატისა და დაქვემდებარებული საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა რიგის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ დებულებათა შესრულებისა და დაცვის სათანადო კონტროლის დაწესება.
7. სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით სახელმწიფო სახსრების ნაკადების ოპერატიული მართვის განხორციელება და სახელმწიფო სახსრების ხარჯვის წინასწარი და ოპერატიული კონტროლი; სახელმწიფო სახსრების ეკონომიური და ეფექტიანი გამოყენებისათვის, ფინანსური რეზერვების შექმნისა და მოქმედი წესების შესაბამისად სარეზერვო სახსრების ხარჯვის ძირითადი და პრიორიტეტული მიმართულებების დაცვისათვის ზრუნვა.
8. ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ინსპექციის მეშვეობით კაპიტალის ბაზრის სფეროში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
სახელმწიფოებრივი რეგულირება, რეგლამენტირება, რეგისტრაცია და ლიცენზირება ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირების სფეროში.
9. სახელმწიფო ვალის გაფორმების, მართვისა და მომსახურების ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება.
10. სახელმწიფო საგარეო ვალების ფორმირების, მართვისა და მომსახურების განხორციელება; ამ ვალების დაფარვის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრა და მათი შესრულებისათვის ზომების მიღება.
11. სახელმწიფო გარანტიით მიღებული ფინანსური რესურსების (კრედიტების, გრანტების) მიზნობრივი გამოყენებისათვის და მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ სავალო ვალდებულებათა მომსახურების მეთვალყურეობა და ოპერატიული კონტროლის განხორციელება.
12. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან, სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად საბაზრო ურთიერთობათა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარების საფუძველზე ეკონომიკის ცალკეული დარგების რენტაბელობისა და მოგების გადიდების ღონისძიებათა შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა.
13. სახელმწიფო შიდა ვალის მართვა და მომსახურების განხორციელება, საშინაო ვალის აღების ფორმისა და წესების განსაზღვრა, საშინაო ვალის რეესტრის შექმნა და მისი წარმოება.
14. ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებაში და პრიორიტეტული საინვესტიციო ბაზის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება.
15. სახელმწიფო ქონებისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების ფინანსური ასპექტების შესწავლა და არსებული პოტენციალის ეფექტიანი მართვის მიზნით წინადადებებისა და დასკვნების მომზადება.
16. ეროვნული მეურნეობის განვითარების დარგობრივი და კომპლექსური პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფის ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება.
17. ქვეყანაში გრანტების სახით შემოსული ქონების მიზნობრივი გამოყენებისადმი ოპერატიული მეთვალყურეობის გაწევა და ამ ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ამოღებული სახსრების ბიუჯეტში ჩარიცხვის დროულობისა და სისრულისადმი ოპერატიული კონტროლის დაწესება.
18. სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით შექმნილი იურიდიული პირების ფინანსური ურთიერთობის საკითხების სრულყოფისათვის წინადადებათა შემუშავება და ქვეყანაში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა; ქვეყნის ტერიტორიაზე საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მონიტორინგის განხორციელება.
19. საფინანსო სისტემის პერსპექტიული განვითარების მეცნიერული კონცეფციების მომზადება, ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვის სფეროს პრობლემატური საკითხების შესახებ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესრულება და მათი პრაქტიკულ საქმიანობაში დანერგვა;
20. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ფინანსურ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მომზადებაში მონაწილეობა.
21. სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში კადრების შერჩევის, განაწილების, ახალი კადრების მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სამუშაოთა ორგანიზაციის განხორციელება.
22. სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში და სახაზინო საწარმოებში შიდა კონტროლის განხორციელების მიზნით საორგანიზაციო საქმიანობისა და საკადრო პოლიტიკის გატარების ღონისძიებათა შესრულების მიმდინარეობის შემოწმებების უზრუნველყოფა.
III. სამინისტროს ფუნქციები
სამინისტროს ფუნქციებს განეკუთვნება:
1. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტიული განვითარების პროგრამებისა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წლიური ინდიკატური გეგმების, აგრეთვე სამინისტროს ექსპერტული შეფასებების მიხედვით საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითად დებულებათა და საქართველოს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტების ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა ჩამოყალიბება, აგრეთვე აქედან გამომდინარე წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტების მომზადება და მისი წარდგენა საქართველოს პრეზიდენტისათვის განსახილველად კონსტიტუციითა და აღნიშნული კანონით დადგენილ ვადებში.
2. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგანგებო მდგომარეობის შემოღებისა და ამასთან დაკავშირებული ღონისძიებების მიზნობრივი დაფინანსებისათვის საგანგებო ბიუჯეტისა და ამ ბიუჯეტის შევსებისათვის საჭირო ახალი გადასახადებისა და მოსაკრებლების თაობაზე კანონის პროექტის მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის განსახილველად წარდგენა.
3. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად „ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში სახელმწიფო გადასახადებიდან ანარიცხების გრძელვადიანი ნორმატივების შესახებ“ კანონპროექტის მომზადება და საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემდეგ აღნიშნული ნორმატივების დაცვისადმი ოპერატიული კონტროლის დაწესება.
4. სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალანსების უზრუნველყოფა; ბიუჯეტის დაბალანსებისათვის საბიუჯეტო დეფიციტის ზღვრული სიდიდის გაანგარიშება და მისი შევსების წყაროების განსაზღვრა სახელმწიფო ვალის ფორმირების ხარჯზე; ბიუჯეტის დეფიციტის გადაჭარბების შემთხვევაში სეკვესტრის მექანიზმის გამოყენება კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში.
5. საბიუჯეტო რეგულირების განხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტსა და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს შორის სახელმწიფო შემოსავლების გადანაწილების გზით, რაც გამოიხატება დადგენილი წესით მიზნობრივი ტრანსფერტების გადაცემასა და დროებითი სიძნელეების დაძლევისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოკლევადიანი საბიუჯეტო სესხების გამოყოფაში.
6. საქართველოს პარლამენტის მიერ წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის დამტკიცების შემდეგ ამ ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების კვარტალური განწერის შედგენა და დამტკიცება;
დამტკიცებული წლიური ბიუჯეტის აღსრულება დამტკიცებული განწერისა და განწერის საფუძველზე შედგენილი ხარჯების ყოველთვიური ლიმიტების მიხედვით.
7. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით წელიწადში ორჯერ, საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე 3,5 თვით ადრე მომავალი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვისათვის და აგრეთვე საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 2,5 თვისა საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენა.
8. სახაზინო სამსახურის, საგადასახადო ინსპექციისა და საბაჟო დეპარტამენტის მეშვეობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და საქართველოს ქალაქებისა და რაიონების ბიუჯეტების აღსრულება და ამ ბიუჯეტების აღსრულებისადმი ოპერატიული კონტროლის უზრუნველყოფა.
9. საქართველოს ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების ასახვის ერთიანი ფუნქციური და ეკონომიკური კლასიფიკაციის გამოყენებით, რომელიც პასუხობს საერთაშორისო საფინანსო სტატისტიკის ნორმებს, სახელმწიფო და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების ყოველთვიური და ყოველკვარტალური აღრიცხვა-ანგარიშგების შედგენა და დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის განსახილველად წარდგენა.
10. საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტის აღსრულების პროცესში საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ბიუჯეტის საკასო შესრულების კონტროლის დაწესება და საქართველოს ეროვნულ ბანკთან, როგორც აგენტ ბანკთან, ერთად ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი პარამეტრების დაცვაში მონაწილეობის მიღება;
სახაზინო სამსახურის მეშვეობით კომერციული ბანკების დაჯარიმება საბიუჯეტო სახსრების შეჩერების, არამიზნობრივად გამოყენების ან გადარიცხვის ვადების დარღვევისათვის; ასეთი დარღვევების პროფილაქტიკისა და აღმოფხვრის მიზნით შესაბამის საბანკო დაწესებულებებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე სახაზინო სამსახურის მეშვეობით პერიოდული სააუდიტო შესწავლის მოწყობა.
11. სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების წესის შემუშავება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების ხარჯვის ნორმებისა და ნორმატივების სრულყოფა, სახაზინო სამსახურის მეშვეობით დაწესებული ნორმებისა და ნორმატივების დაცვა, მათი გამოყენების ეფექტიანობის ამაღლება.
12. სამინისტროს სისტემის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მეშვეობით ქვეყნის საფინანსო სისტემის განვითარების პერსპექტიულ მიმართულებებზე მუშაობა; საგადასახადო-საბიუჯეტო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტაციის სრულყოფა და ახალი დოკუმენტაციის შემუშავება.
13. სახელმწიფო მმართველობის ორგანოების სტრუქტურის სრულყოფისა და მათი შენახვის გაიაფებისათვის განხორციელებულ ღონისძიებებში მონაწილეობა და მმართველობის აპარატის რიცხოვნობის ზრდისა და შესანახი სახსრების ეკონომიური ხარჯვისადმი ოპერატიული კონტროლის დაწესება.
14. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან და სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროსთან ერთად მოსახლეობის სოციალური დაცვის გაუმჯობესების საერთო სახელმწიფოებრივი პროგრამებისა და ღონისძიებების განხილვა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობა.
15. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულებების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის შედგენა; სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების საქმიანობის მეთოდური ხელმძღვანელობა და მონიტორინგი; ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების, საბიუჯეტო დაწესებულებათა ხარჯთა ნუსხების აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების შედგენა.
მეთოდური დახმარების გაწევა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ფინანსური ანგარიშგების შედგენასა და მათი ეკონომიკური საქმიანობის შედეგების გამოქვეყნებაში.
16. ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობა; ფულის მიმოქცევის მდგომარეობის შესწავლა და წინადადებების შემუშავება მისი გაუმჯობესების თაობაზე.
17. ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და სრულყოფისათვის წინადადებათა მომზადება; ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის სახელმწიფოებრივი რეგულირება და მეთოდური ხელმძღვანელობის გაწევა.
18. საშინაო ვალის აღრიცხვის, მისი ანალიზის, რესტრუქტურიზაციის, მართვისა და მომსახურების უზრუნველყოფა;
საშინაო ვალის მომსახურებისა და ძირითადი ვალის დაფარვისათვის საჭირო საბიუჯეტო სახსრების მოცულობის განსაზღვრა და მისი გადახდისათვის ოპერატიული მონიტორინგის განხორციელება.
19. ბიუჯეტების დეფიციტის დაფარვის მიზნით სხვადასხვავადიანი სახელმწიფო და მუნიციპალური სასესხო ვალდებულებების გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავება და კონკრეტული სახელმწიფოებრივი ემისიის განხორციელება.
20. ეროვნული მეურნეობის დარგების განვითარების პროგრამები, ფინანსური ასპექტების შესახებ დასკვნებისა და წინადადებების მომზადება, ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებებიდან გამომდის, ინვესტიციური რესურსების მოთხოვნილების განსაზღვრა, ინვესტიციების მოზიდვის ფორმების დადგენა.
21. სახელმწიფო სესხის სახით გაცემული სახსრების მიზნობრივი გამოყენებისა და დაბრუნების საკითხის მონიტორინგი, შესწავლა, გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში მათი რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების დამუშავება.
22. ქვეყნის ბუნებრივი პოტენციალის გამოყენების და ბუნებრივი რესურსების კვლავწარმოების შესახებ მიზნობრივი პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფის ექსპერტიზა და სათანადო დასკვნების მომხადება.
23. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოებსა და ორგანიზაციებში სახელმწიფო ქონების წილის (აქციები, წილები) ფინანსურ მართვასა და ფინანსური შედეგების ფორმირების პროცესებში მონაწილეობა და დასკვნების მომზადება.
24. სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გამოყენებიდან, იჯარით გაცემიდან და გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების ფორმირებისადმი ოპერატიული კონტროლის განხორციელება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან და იმ უწყებებთან ერთად, რომელთაც გადაცემული აქვთ სახელმწიფო ქონების ფლობის უფლება.
25. საგარეო ვალებისა და ვალდებულებების ჩამოყალიბება და შესაბამისი დასკვნების მომზადება; ფორმირებული სახელმწიფო საგარეო ვალების აღრიცხვა, მართვა და მომსახურება; საგარეო ვალებისა და ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებული საქმიანობა; საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება და კრედიტორებთან შესაბამისი რწმუნებების საფუძველზე მოლაპარაკებების გამართვა.
26. უცხოეთის ქვეყნებთან შესაძლო სახელმწიფო სავალო სახელმწიფო ვალად აღიარების შემდეგ შესაბამისი ზომების მიღება პრეტენზიების საკითხების განხილვა და ასეთი პრეტენზიების მათ მიერ ასეთი ვალების მოქმედი წესით გასაფორმებლად.
27, საქართველოს მიერ მიღებული ყველა სახის სახელმწიფო გრანტის აღრიცხვა და გრანტით მიღებული საქონლის ან სახსრების გამოყენებისა და ათვისების მიზნობრიობისა და ეფექტიანობის დადგენისათვის შესაბამისი მონიტორინგის განხორციელება.
28. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკური და სხვა სახის საქმიანობის უფლების (ლიცენზიის) გაცემა და ლიცენზირებული საქმიანობის განხორციელების სისწორისადმი კონტროლის დაწესება.
29. სამინისტროს სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელება, კადრების შერჩევა და განაწილება, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სამუშაოთა ორგანიზაცია.
30. კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი საფინანსო საბიუჯეტო სფეროსთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
IV. სამინისტროს უფლებამოსილებანი
სამინისტრო უფლებამოსილია:
1. მიიღოს სამთავრობო დაწესებულებებისაგან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან, ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების საჯარო ხელისუფლების მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისაგან, აგრეთვე იურიდიული პირებისაგან (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენისა და დამტკიცებული ბიუჯეტის აღსრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის საჭირო მონაცემები და ანგარიშები სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმითა და განსაზღვრულ ვადებში;
2. სამინისტროსათვის დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად ცალკეული საკითხების განხილვისა და შემუშავების საჭიროებისათვის მოიწვიოს სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა, ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების საჯარო ხელისუფლების მმართველობის ადგილობრივი ორგანოების, აგრეთვე იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და სპეციალისტები ან მიიღოს მათგან საჭირო ინფორმაცია.
3. შეზღუდოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საბიუჯეტო დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ღონისძიებების დაფინანსება, თუ:
ა) დადგენილი წესის შესაბამისად ხაზინაში წარმოდგენილი არ იქნება საბიუჯეტო ხარჯის გაწევის აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) დარღვეულია სამინისტროს მიერ დადგენილი ხარჯების ყოველთვიური ლიმიტები;
გ) დამტკიცებული ბიუჯეტით დაგეგმილი შემოსავლები, ფაქტობრივი მობილიზაცია ვერ უზრუნველყოფს ამ ბიუჯეტი გათვალისწინებული ყველა ხარჯის გაწევის შესაძლებლობას;
დ) გამოვლინდება ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების არადანიშნულებით ხარჯვის ან ადრე გაცემული სახსრების ხარჯვისათვის დაწესებული ანგარიშგების წამოუდგენლობის ფაქტები.
ფინანსთა მინისტრის წერილობითი მითითება ხარჯების შეჩერების შესახებ სავალდებულოა ყველა სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის, საბიუჯეტო ორგანიზაციისა და სხვა იურიდიული პირისათვის, რომლებიც იყენებენ საბიუჯეტო სახსრებს.
4. სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი აუნაზღაურებელი თანხების ამოსაღებად მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაჩეროს (დაადოს ყადაღა) იურიდიულ პირთა ანგარიშსწორებისა და სხვა მიმდინარე ანგარიშები იურიდიული პირის მომსახურე საკრედიტო დაწესებულებებში
5. შიდა კონტროლის განხორციელების მიზნით მოაწყოს სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და დაქვემდებარებულ სახაზინო საწარმოებში საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და საკადრო საკითხების გეგმური შემოწმებები.
6. სახელმწიფო ხელისუფლების ზემდგომი ორგანოების შესაბამისი დავალებების საფუძველზე სამინისტროს სპეციალისტების მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა სამართალდაცვის და აგრეთვე სახელმწიფო მმართველობის სხვა ორგანოების მიერ განხორციელებულ სარევიზიო საკონტროლო მუშაობაში, აგრეთვე სხვადასხვა მიზნით მოწყობილ შემოწმებებში, გამოკვლევებსა და ანალიზურ-კვლევით სამუშაოებში.
7. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსებიდან სამინისტროს გარანტიით იურიდიული პირებისათვის გაცემული სახელმწიფო სესხებისა და სესხზე სარგებლის დროულად დაფარვის, აგრეთვე გაცემულ სესხებზე წარმოქმნილი დავალიანების შემცირების მიზნით განახორციელოს ოპერატიული კონტროლი და ასეთი კონტროლის შედეგად გამოვლენილი სახელშეკრულებო მოთხოვნების დარღვევისათვის დარიცხული საჯარიმო სანქციების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით ამოღებული სახსრებიდან (მას შემდეგ რაც იურიდიული პირის მიერ დაფარული იქნება ძირითადი დავალიანების თანხა) 30 პროცენტი მოახმაროს სამინისტროს სისტემის მუშაკთა მატერიალურ წახალისებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებასა და სამინისტროს სისტემის განვითარების სხვა ღონისძიებებს.
8. სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მუშაკთა შრომის სტიმულირებისა და სისტემის მატერიალურ ტექნიკური ბაზის თანაბარზომიერი განვითარებისათვის, მოქმედი ნორმატიული აქტებით ამ მიზნებისათვის განსაზღვრული მატერიალური წახალისებისათვის დადგენილი ფორმების ფარგლებში შესაბამის საქვეუწყებო დაწესებულებებთან შეთანხმებით არეგულიროს მიღებული სახსრების გამოყენებისა და გადანაწილების საკითხები; შექმნას სისტემის მატერიალური სტიმულირების ერთიანი ფონდი და შესაბამისად დაადგინოს ამ ფონდის განაწილებისა და გამოყენების წესები.
9. თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით დაუწესოს ოპერატიული კონტროლი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებისათვის საჭირო საბუღალტრო და სხვა სააღრიცხვო ანგარიშებისა და ბალანსების დროულ და სრულად წარმოდგენას.
10. ბუღალტრული მეთოდოლოგიის სრულყოფის მიზნით შეისწავლოს „მეწარმეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შექმნილ სხვადასხვა ფორმის საწარმოებში, აგრეთვე საბიუჯეტო დაწესებულებებსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების მდგომარეობა და შეიმუშაოს მისი გაუმჯობესების წინადადებანი.
11. ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ინსპექციის მეშვეობით გააკონტროლოს ფასიანი ქაღალდების სფეროში საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების შესრულება, ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრისა და ბაზრის ლიცენზირებულ პროფესიონალ მონაწილეთა საქმიანობა.
12. სამინისტროს სისტემაში კადრების მოზიდვისა და დამაგრებისათვის შემოიღოს და დააწესოს წელთა ნამსახურებისა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამუშაოების შესრულებისათვის დანამატი არა უმეტეს ძირითადი თანამდებობრივი განაკვეთის 50 პროცენტისა თვეში.
13. გამოიყენოს კანონმდებლობითა და ნორმატიული აქტებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
V. სამინისტროს ხელმძღვანელობა
1. სამინისტროს ერთმმართველობის პრინციპის საფუძველზე ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მინისტრს ჰყავს ერთი პირველი მოადგილე და ექვსი მოადგილე მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, აგრეთვე საგადასახადო ინსპექციისა და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, როგორც გამონაკლისი, ასეთივე წესით ხდება სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება.
3. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
4. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობას მინისტრის არყოფნისას.
6. მინისტრი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამინისტროს სახელით, წარმოადგენს სამინისტროს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში.
უშუალოდ, აგრეთვე მოადგილეების, სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით წყვეტს სამინისტროს ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებებით განსაზღვრულ საკითხებს. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, აგრეთვე სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
8. თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრი ითანხმებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა მინისტრების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხებს.
9. მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა (გარდა საგადასახადო ინსპექციის, საბაჟო დეპარტამენტის, სახაზინო დეპარტამენტისა და ტერიტორიული საფინანსო სამსახურების) და მის დაქვემდებარებაში არსებული სახაზინო საწარმოების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს.
10. საჯარო ხელისუფლების შესაბამის ადგილობრივ ორგანოსთან შეთანხმებით მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი) ტერიტორიული საფინანსო სამსახურების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს.
11. მინისტრს დადგენილი წესით შეაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ბიუჯეტის პროექტის შესახებ, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების თაობაზე და პასუხს აგებს სამინისტროს ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის.
12. სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში მინისტრი ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ.
13. მინისტრი ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების სტრუქტურას, საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით.
14. მინისტრი დადგენილი წესით აბარებს ანგარიშს საქართველოს პრეზიდენტს სამინისტროს საქმიანობის შესახებ.
15. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს ან სამთავრობო დაწესებულების გამგებლობის სფეროს, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან ან სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელთან.
16. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ მინისტრის მეშვეობით.
17. მინისტრს აკისრია პერსონალური პასუხისმგებლობა სამინისტროსათვის საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი ნორმატიული აქტებით დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულების სისრულისა და სისწორისათვის. თავის მხრივ მინისტრი განსაზღვრავს მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მის დაქვემდებარებაში არსებული სხვა სამსახურების ხელმძღვანელთა პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს.
18. მინისტრი პასუხს აგებს სამინისტროს გამგებლობაში გადაცემულ სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზაცია უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
19. მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს, ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს. იგი პასუხისმგებელი მის მიერ ხელმოწერილი ნორმატიული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის.
20. სამინისტროში იქმნება სათათბირო საბჭო, რომელშიც შედიან: მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, მინისტრის მიერ შერჩეული სამინისტროს აპარატისა და საქვეუწყებო დაწესებულებების თანამდებობის პირები სათათბირო საბჭოში შეიძლება შეყვანილ იქნენ აგრეთვე სამეცნიერო და სხვა სამთავრობო დაწესებულებათა წარმომადგენლები.
სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესს, წევრთა რიცხოვნობასა და პერსონალურ შემადგენლობის განსაზღვრავს მინისტრი.
21. მინისტრი ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას.
22. მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს.
23. მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს ამ თავის 22-ე პუნქტში მითითებული თანამდებობების პირების და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად.
24. მინისტრს შეუძლია სამინისტროს თანამდებობის პირების მოქმედებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს.
25. მინისტრი თავისი ბრძანებით ამტკიცებს სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა სამსახურების დებულებებს გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი დებულებები უნდა დამტკიცდეს უფრო მაღალი რიგის ნორმატიული აქტებით.
VI. სამინისტროს სტრუქტურა:
სამინისტროს აპარატი:
- მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და ანალიზის დეპარტამენტი
- საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტი საბიუჯეტო დეპარტამენტი
- ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებთან მუშაობის დეპარტამენტი
- სახაზინო დეპარტამენტი
- შიდა კონტროლის დეპარტამენტი
- სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვისა და ინვესტიციური პოლიტიკის დეპარტამენტი
- საგარეო ფინანსურ ურთიერთობათა დეპარტამენტი
- სახელმწიფო საგარეო ვალის დეპარტამენტი
- სახელმწიფო საშინაო ვალის დეპარტამენტი
- ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდოლოგიის დეპარტამენტი
- იურიდიული უზრუნველყოფის დეპარტამენტი
- მინისტრის აპარატი
- საინფორმაციო უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველო კადრებთან მუშაობისა და სისტემის ფინანსური უზრუნველყოფის სამმართველო
- სამინისტროს ცენტრალური ბუღალტერია
- საქმეთა მმართველობა
- სამეურნეო სამმართველო
- სამხარეო საფინანსო ადმინისტრაციები.
სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები
- საგადასახადო ინსპექცია
- საბაჟო დეპარტამენტი
- სპეციალური და რეგიონალური ხაზინები
- ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ინსპექცია
- სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია
- ფასიანი ქაღალდების ექსპერტიზისა და უტილიზაციის სამსახური
- ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
- საფინანსო-ეკონომიკური კოლეჯი.
ტერიტორიული ორგანოები
- ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები (ორმაგი დაქვემდებარება)
- ქალაქებისა და რაიონების საფინანსო სამსახურები (ორმაგი დაქვემდებარება).