ქალაქ ბათუმში, გარკვეულ ტერიტორიებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.11.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №62
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016673 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/11/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ ბათუმში, გარკვეულ ტერიტორიებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე
განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმში, გარკვეულ ტერიტორიებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმში, ნონეშვილის ქ. №1; №1ა-ში; №1ზ-ში; №1გ-ში; №1-ს მიმდებარედ და გარკვეულ ტერიტორიებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 05.30.01.006, 05.30.01.007, 05.30.01.216, 05.30.01.008, 05.30.01.013, 05.30.01.215, 05.30.01.005, 05.30.01.011, 05.30.01.012, 05.30.01.214 და სამი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი) წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ბათუმში, გარკვეულ ტერიტორიებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №62
2024 წლის 25 ნოემბერი
ქ. ბათუმი
ქალაქ ბათუმში, გარკვეულ ტერიტორიებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 03 ივნისის №
260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ ბათუმში, ჟიული შარტავას ქ. №
21; 21ა; 23; 25; გენერალ ასლან აბაშიძის ქ. №
16გ; 16დ; ბაგრატიონის ქ. №
133ა-ში და გარკვეულ ტერიტორიებზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კN05.06.01.005; 05.26.01.106; 05.26.01.018; 05.26.01.051; 05.26.01.070; 05.26.01.072; 05.26.01.08, №
05.26.01.097 და ორი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი) დამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზღვროს საპროექტო მიწის ნაკვეთებზე – ქ. ბათუმში, ჟიული შარტავას ქ. №
21; 21ა; 23; 25; გენერალ ასლან აბაშიძის ქ. №
16გ; 16დ; ბაგრატიონის ქ. №
133ა-ში (ს/კ 05.06.01.005; 05.26.01.081; 05.26.01.051; 05.26.01.106; 05.26.01.072; 05.26.01.018; 05.26.01.070 და ერთი დაურეგისტრირებელი) დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებული პროქტის მიხედვით გადამეტებული) კ 1/2 მაჩვენებლის 10%-ის ოდენობით საცხოვრებელი ფართობით ან იმავე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით.
მუხლი 3🔗
განემარტოს შპს „მტზ - კომპანის“ (ს/N 445525478), რომ იგი ვალდებულია არქიტექტურული პროექტის შედგენისას გაითვალსწინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2024 წლის 21 ნოემბრის №
01-01-10/9953 წერილით დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი თავდგირიძე