გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ქვემო თელეთში, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 25.11.2024
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №81
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.161.016007
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/11/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კრწანისში სახელწოდების არმქონე ქუჩის (ჩიხების) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში,სოფელ ქვემო თელეთში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში სახელწოდების არმქონე ქუჩისა და ორი შესახვევის, არაბული ციფრების გამოყენებით, სახელდების შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის დაუმისამართებელ სოფლებში სახელწოდებების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ქვემო თელეთში,
სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №81
2024 წლის 25 ნოემბერი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ქვემო თელეთში, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტებისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 29 ოქტომბრის №18-1824303149 წერილის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1🔗
განხორციელდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ქვემო თელეთში, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი) სახელდება, არაბული ციფრების გამოყენებით, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ქვემო თელეთში, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით დამისამართება განხორციელდეს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 26 აგვისტოს №189663 წერილით წარმოდგენილი გეოგრაფიული მონაცემების ამსახველი სიტუაციური რუკის, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
განკარგულება რეაგირებისთვის გადაეგზავნოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას.
მუხლი 4🔗
განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
მუხლი 5🔗
განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
მუხლი 6🔗
განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მუხლი 7🔗
განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის რაიონულ სასამართლოში მისამართზე: ქ. რუსთავი ბოსტანქალაქის ქუჩა №6 „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“ 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური