პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ერთობლივი კომიტეტის (2023 წლის 7 დეკემბერი) გადაწყვეტილება No 1/2023 - პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ცვლილების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
2023 წლის 7 დეკემბერი
პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ცვლილების თაობაზე
ვინაიდან:
1. პან - ევრო - ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონულ კონვენციას („კონვენცია“) ხელი მოეწერა ბრიუსელში 2011 წლის 15 ივნისს და ძალაში შევიდა 2012 წლის 1 იანვარს.
2. პან - ევრო - ხმელთაშუა ზღვის წარმოშობის კუმულაციური სისტემა შედგება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების ქსელისგან; ითვალისწინებს წარმოშობის იდენტური წესების მრავალმხრივ ჩარჩოს, რაც იძლევა დიაგონალური კუმულაციის შესაძლებლობას, რომელიც გამოიყენება რელევანტურ ხელშეკრულებებში განსაზღვრული პრინციპების დარღვევის გარეშე.
3. კონვენციის პრეამბულის შესაბამისად, წარმოშობის წესებში უნდა შევიდეს ცვლილებები, ეკონომიკურ რეალობაზე უკეთ რეაგირების მიზნით.
4. კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ კონვენციაში ცვლილების შეტანის თაობაზე, გაუმჯობესებული და უფრო მოქნილი წარმოშობის წესების ახალი კრებულის მიღების მიზნით.
5. შესაბამისად, უნდა შესწორდეს კონვენცია.
მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილება:
მუხლი 1
1. კონვენციაში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომელიც მითითებულია ამ გადაწყვეტილების დანართში.
2. კონვენციაში განხორციელებული ცვლილებები ძალაში შევა 2025 წლის 1 იანვარს.
მუხლი 2
ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა მისი მიღების დღეს. მიღებულია ბრიუსელში 2023 წლის 7 დეკემბერს.
თავმჯდომარე
მარკო ლატი
—————————————————
1 OJ EU L 54 26.2.2013, p. 4.