„მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№295/04
სარეგისტრაციო კოდი
220020000.18.011.016880
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №295/04

2024 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 14/02/2011; ს/კ: 220020000.18.011.016022) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარდა ნარჩენი ვადიანობის მიხედვით უცხოური ვალუტით 365 დღიდან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისა, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის:

ა) 25%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 70% ან მეტი;

ბ) 10%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 40% ან ნაკლები;

გ) თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი ნაკლებია 70%-ზე და მეტია 40%-ზე, მაშინ მინიმალური სარეზერვო ნორმა მცირდება წრფივად და გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

RR=10%+[(DR-40%)*(25%-10%)/(70%-40%)]

სადაც:

RR არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა;

DR არის ამ წესის შესაბამისად გაანგარიშებული დოლარიზაციის კოეფიციენტი.

4.  ნარჩენი ვადიანობის მიხედვით უცხოური ვალუტით 365 დღიდან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის:

ა) 20%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 70% ან მეტი;

ბ) 10%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 40% ან ნაკლები;

გ) თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი ნაკლებია 70%-ზე და მეტია 40%-ზე, მაშინ მინიმალური სარეზერვო ნორმა მცირდება წრფივად და გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

RR=10%+[(DR-40%)*(20%-10%)/(70%-40%)]

სადაც:

RR არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა;

DR არის ამ წესის შესაბამისად გაანგარიშებული დოლარიზაციის კოეფიციენტი.“.

მუხლი 2
2024 წლის 19 ნოემბრიდან დასაცავი მინიმალური რეზერვების გაანგარიშება ბანკებმა განახორციელონ ამ ბრძანების თანახმად და შესაბამისი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვა განახორციელონ 2024 წლის 19 დეკემბრიდან.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.12.2024.
როდის იქნა მიღებული „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 05.12.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №295/04. სარეგისტრაციო კოდი — 220020000.18.011.016880.
რამდენი მუხლისგან შედგება „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.12.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №295/04, 05.12.2024, სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016880 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6324430/