„მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის N10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №338/04 |
|
2023 წლის 30 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 14/02/2011; ს/კ: 220020000.18.011.016022) დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გარდა ნარჩენი ვადიანობის მიხედვით უცხოური ვალუტით 365 დღიდან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისა, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის: ა) 20%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 70% ან მეტი; ბ) 10%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 40% ან ნაკლები; გ) თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი ნაკლებია 70%-ზე და მეტია 40%-ზე, მაშინ მინიმალური სარეზერვო ნორმა მცირდება წრფივად და გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
RR=10%+[(DR-40%)*(20%-10%)/(70%-40%)], სადაც: RR არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა; DR არის ამ წესის შესაბამისად გაანგარიშებული დოლარიზაციის კოეფიციენტი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 7 დეკემბრიდან. |
|