საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და პროცედურის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 06.12.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №55/2024
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016769 119
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 09/12/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.12.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო კოდექსი არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ თვითმმართველის თემის - სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
–
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№55/2024
2024 წლის 6 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისათვის განისაზღვროს ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება და პროცედურა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64 ) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
დანართი
საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება და პროცედურა
მუხლი 1🔗.
საარჩევნო კოლეგიის წევრთა სია და მისი ფორმირების წესი
1. საარჩევნო კოლეგიის წევრთა სია არის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომში „ცესკო”) განკარგულებით დამტკიცებულ საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში მყოფ პირთა სია, რომელიც შეიძლება დაიყოს ანბანური თანმიმდევრობით იმ წარმომადგენლობითი ორგანოების მიხედვით, რომელთა წევრებიც არიან საარჩევნო კოლეგიის წევრები.
2. საარჩევნო კოლეგიის წევრთა სიაში შეიტანება საარჩევნო კოლეგიის წევრის შესახებ შემდეგი მონაცემები:
ა) გვარი, სახელი;
ბ) პირადი ნომერი;
გ) ფოტოსურათი.
მუხლი 2🔗.
საარჩევნო ბიულეტენები
1. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვას და დამზადებას უზრუნველყოფს ცესკო, მის მიერ დადგენილი ფორმის მიხედვით, ქართულ ენაზე.
2. საარჩევნო კოლეგიის თითოეული წევრისთვის უნდა დაიბეჭდოს არანაკლებ ერთი საარჩევნო ბიულეტენი.
3. საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს:
ა) არჩევნების დასახელება და არჩევნების ჩატარების თარიღი;
ბ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის გვარი და სახელი;
გ) საარჩევნო კოლეგიის წევრის გვარი და სახელი.
4. საარჩევნო ბიულეტენის ტექსტსა და ფორმას, აგრეთვე საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესს განკარგულებით ამტკიცებს ცესკო.
მუხლი 3🔗.
სპეციალური ჯგუფი
1. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ჩასატარებლად საჭირო პროცედურების შესრულების უზრუნველყოფას, კენჭისყრის ჩატარებასა და საარჩევნო ბიულეტენების დათვლას ახორციელებენ ცესკოს განკარგულებით განსაზღვრული სპეციალური ჯგუფის წევრები, რომლებიც არჩევნების დღეს უნდა ატარებდნენ ვინაობისა და სტატუსის აღმნიშვნელ სამკერდე მოწმობას.
2. სპეციალური ჯგუფის შემადგენლობას სრული შემადგენლობის უმრავლესობით განკარგულებით ამტკიცებს ცესკო.
3. სპეციალური ჯგუფის წევრები უნდა იყვნენ ცესკოს აპარატის თანამშრომლები.
4. სპეციალური ჯგუფის წევრებს ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ფუნქციებს (საარჩევნო კოლეგიის წევრთა ნაკადის მომწესრიგებელი, საარჩევნო კოლეგიის წევრთა რეგისტრატორი, საარჩევნო ყუთის ზედამხედველი, მთვლელი) ანიჭებს ცესკოს თავმჯდომარე.
მუხლი 4🔗.
არჩევნების დღეს წესრიგის დაცვა
კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში კენჭისყრის დარბაზიდან და ცესკოს სხდომიდან დამრღვევის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ცესკოს თავმჯდომარე, რაზედაც დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერს ცესკოს თავმჯდომარე. აქტში აღინიშნება დამრღვევის სახელი და გვარი, დარღვევის არსი და მისი ჩადენის ზუსტი დრო.
მუხლი 5🔗.
არჩევნების გამართვა
1. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესის დაცვით:
ა) კენჭისყრის დარბაზში შესული საარჩევნო კოლეგიის წევრი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება საარჩევნო კოლეგიის წევრთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო, და საარჩევნო კოლეგიის წევრთა რეგისტრატორ სპეციალური ჯგუფის წევრს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID-ბარათს), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედ არაელექტრონულ (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს. საარჩევნო კოლეგიის წევრთა რეგისტრატორი სპეციალური ჯგუფის წევრი ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნული საარჩევნო კოლეგიის წევრის სარეგისტრაციო მონაცემების საარჩევნო კოლეგიის წევრთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობას. შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში საარჩევნო კოლეგიის წევრთა რეგისტრატორი სპეციალური ჯგუფის წევრი ხელს აწერს საარჩევნო კოლეგიის წევრთა სიის სათანადო გრაფაში, რის შემდეგაც საარჩევნო კოლეგიის წევრი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის მიღებას;
ბ) საარჩევნო კოლეგიის წევრი საარჩევნო ბიულეტენის მიღების შემდეგ ავსებს საარჩევნო ბიულეტენს ცესკოს განკარგულებით დადგენილი წესით და ათავსებს საარჩევნო ყუთში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ერთზე მეტი საარჩევნო ყუთი.
2. თუ საარჩევნო კოლეგიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, მან ეს უნდა აცნობოს სპეციალური ჯგუფის რეგისტრატორ წევრს, რომელსაც უნდა ჩააბაროს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი და მიიღოს ახალი.
მუხლი 6🔗.
საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები
1. მთვლელები ცესკოს სხდომაზე ითვლიან საარჩევნო კოლეგიის წევრთა სიის მიხედვით არჩევნებში მონაწილე საარჩევნო კოლეგიის წევრთა საერთო რაოდენობას, რომელიც შემდგომ შეიტანება არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში.
2. გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს ცესკოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სპეციალური ჯგუფის წევრი ჩამოაჭრის კუთხეს. გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები იკვრება ცალ-ცალკე პაკეტებად. თითოეულ პაკეტზე უნდა მიეთითოს საარჩევნო ბიულეტენების სახე.
3. პაკეტები უნდა დაილუქოს და მათ ხელი უნდა მოაწერონ მთვლელებმა.
მუხლი 7🔗.
საარჩევნო ყუთის გახსნა
1. ცესკოს თავმჯდომარე კენჭისყრის დარბაზში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთზე ლუქის მთლიანობას.
2. მთვლელები საარჩევნო ყუთში არსებულ საარჩევნო ბიულეტენებს ათავსებენ განცალკევებით მდგომ მაგიდაზე და იწყებენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას.
მუხლი 8🔗.
ხმების დათვლა
1. მთვლელები საარჩევნო ბიულეტენებს ითვლიან შემდეგი წესის დაცვით:
ა) პირველი მთვლელი იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვის მიერ და ვისთვისაა მიცემული ხმა, და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის მიცემული ხმების შესაბამისად საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, მესამე მთვლელს და ა.შ., მთვლელები საარჩევნო ბიულეტენებს აწყობენ ცალ-ცალკე;
ბ) ცალკე ეწყობა მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები და მათ ეწერება „ბათილია”; ეს ბიულეტენები იკვრება პაკეტად, რომელსაც ხელს აწერენ მთვლელები. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა შემდგომში აღნიშნება არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება თითოეული პრეზიდენტობის კანდიდატისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა და საარჩევნო ბიულეტენები იკვრება ამავე ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით. პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა შემდგომში აღნიშნება არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში.
4. არჩევნების შედეგები დასტურდება ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმით, რომელიც დგება სამ ეგზემპლარად.
5. პრეზიდენტობის თითოეული კანდიდატისთვის კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების დასტა ცალკე უნდა შეიფუთოს და დაილუქოს, რომელსაც უნდა ეწეროს პრეზიდენტობის კანდიდატის შესახებ მონაცემები (სახელი და გვარი) და მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. ასევე ცალკე უნდა შეიფუთოს და დაილუქოს ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები. საარჩევნო ბიულეტენების ყოველი პაკეტი უნდა შეიფუთოს და დაილუქოს შესაბამისი ზომის კონვერტში.
6. სხდომის დღის წესრიგის პროექტი ცესკოს წევრებს ეცნობება ცესკოს სხდომის გახსნისთანავე.
მუხლი 9🔗.
არჩევნების მეორე ტური
1. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც.
2. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების მეორე ტური გაიმართოს იმავე დღეს. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის დაწყებისა და დასრულების დროს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
3. არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრა ტარდება ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.
4. ცესკო უფლებამოსილია საარჩევნო ბიულეტენის ტექსტი არჩევნების მეორე ტურისთვის დაადგინოს იმ სხდომაზე, რომელზეც შეაჯამებს არჩევნების შედეგების პირველ ტურს.
5. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ადგენს და აჯამებს ცესკო მეორე ტურის დასრულებისთანავე, ცესკოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმართება.